ნებართვის გაცემა
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გამცემი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომლის მისაღებადაც განაცხადის წარდგენა ხორციელდება მატერიალური ფორმით.
ნებართვის მოქმედების ვადაა -1 წელი, მომსახურების საფასური -200 ლარი
სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა
სახიფათო ნარჩენების ექსპორტის ნებართვა გაიცემა სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს(ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
ნებართვის მისაღებად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ს უნდა წარადგინონ წერილობითი განცხადება, რომელსაც, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:
ბაზელის კონვენციის V „A“ და V „B“ დანართების მიხედვით სათანადოდ შევსებული შეტყობინებისა და გადაზიდვის ფორმები;ნებართვის მაძიებელსა და გადაზიდვაში მონაწილე ყველა სხვა ფიზიკურ პირს ან/და იურიდიულ პირს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;ფინანსური გარანტია, რომელიც წარმოდგენილია საბანკო გარანტიის ან დაზღვევის სახით. იგი უნდა ფარავდეს ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს და განთავსების ან აღდგენის (მათ შორის, საჭირო შუალედური აღდგენის) ხარჯებს.არასახიფათო ნარჩენების იმპორტის ნებართვა
არასახიფათო ნარჩენის იმპორტის მიზნით შესაბამისი ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებლის განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა უნდა ერთოდეს შემდეგი ინფორმაცია:
ნარჩენის დასახელება;ნარჩენის კოდი ბაზელის კონვენციის მიხედვით; ნარჩენების ნუსხის მიხედვით; სასაქონლო ნომენკლატურის (HS) მიხედვით ნარჩენის რაოდენობა (ტონა);ნარჩენის აღწერილობა;ნარჩენის შეფუთვის ტიპი;ნარჩენის ექსპორტის სახელმწიფო;ნარჩენის ექსპორტიორი;ნარჩენის იმპორტიორი;ნარჩენის აღდგენის ობიექტის დასახელება, ადგილმდებარეობა და მისამართი;გადაზიდვაში მონაწილე ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს შორის დადებული ხელშეკრულებების ასლები;დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების აღდგენა გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.შენიშვნა ნებართვის გამცემს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად, ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სრულყოფილი შემოწმებისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
გაითვალისწინეთ ნებართვის გამცემს უფლება აქვს, უარი განაცხადოს არასახიფათო ნარჩენის იმპორტის ნებართვის გაცემაზე, თუ:
ნარჩენის გამოყენება იწვევს უფრო მეტი ნარჩენის წარმოქმნას, ვიდრე პირველადი ნედლეულის გამოყენება;აღდგენის ობიექტის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო დამუშავებას.არასახიფათო ნარჩენების ექსპორტს და ტრანზიტს ნებართვა ან/და ბაზელის კონვენციით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების პროცედურის განხორციელება არ ესაჭიროება, თუ ამას არ მოითხოვს იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტური ორგანო. მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტრო იმპორტის ან ექსპორტის სახელმწიფოს სათანადო კომპეტენტურ ორგანოს აწვდის შესაბამის ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობისა და ბაზელის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
გაითვალისწინეთ მოთხოვნილი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს.
ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დაშვებულია
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) დაშვებულია:
არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი შემდგომი აღდგენის მიზნით;არასახიფათო ნარჩენების ექსპორტი და ტრანზიტი;სახიფათო ნარჩენების ექსპორტი – სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) თანხმობით, ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით.გაითვალისწინეთ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვაში მონაწილე სახელმწიფოთა კანონმდებლობების მოთხოვნათაგან უმკაცრესს.
ნარჩენები, რომელთა იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი აკრძალულია
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი, თუ ამის შესახებ პირდაპირ არ უთითებს საქართველოს კანონი „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“
აკრძალულია:
სახიფათო ნარჩენების იმპორტი და ტრანზიტი;არასახიფათო ნარჩენების იმპორტი – მათი განთავსების მიზნით;სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, თუ:სახელმწიფო, რომელშიც ხორციელდება სახიფათო ნარჩენების ექსპორტი, არ არის ბაზელის კონვენციის წევრი ან ოფიციალურად კრძალავს ასეთი ნარჩენების იმპორტს;არ არსებობს იმპორტის ან/და ტრანზიტის სახელმწიფოს (სახელმწიფოების) კომპეტენტური ორგანოს (ორგანოების) წერილობითი თანხმობა.
ნარჩენები
„ნარჩენების მართვის კოდექსი“-ით ნარჩენებს განეკუთვნება ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს. ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა გულისხმობს ნარჩენების იმპორტს, ექსპორტს ან ტრანზიტს, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონის “ნარჩენების იმპორტის ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ” შესაბამისად.
შენიშვნა განმარტებები :
სახიფათო ნარჩენები - ნარჩენები, რომლებსაც აქვს “ნარჩენების მართვის კოდექსის“ III დანართით გათვალისწინებული ერთი ან მეტი მახასიათებელი;არასახიფათო ნარჩენები - ნარჩენები, რომლებსაც არ მოიცავს „სახიფათო ნარჩენების“ განმარტებანარჩენების იმპორტი – ნარჩენების შეტანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.ნარჩენების ექსპორტი – ნარჩენების გატანა შესაბამისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან, გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა.ნარჩენების ტრანზიტი – ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს (იმპორტის და ექსპორტის სახელმწიფოების გარდა) ტერიტორიის გავლით.ნარჩენების კლასიფიკაცია ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილების “სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ შესაბამისად
სახიფათო ნარჩენები აღნიშნულია ფიფქით (*)ნარჩენების 6 ნიშნა კოდი და დასახელება მოცემულია აღნიშნული დადგენილების მე-2 დანართში ნარჩენის სარკისებური კოდი არის კოდის წყვილი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან მხოლოდ სახიფათო ნივთიერებების არსებობით ან არარსებობით.
შენიშვნა სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვა ხორციელდება ბაზელის კონვენციის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყოველი წლის 1 სექტემბრამდე აწვდის ინფორმაციას წინა წელს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაადგილებული ნარჩენების შესახებ.