CITES -ის ნებართვის მიღება
"გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ" კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის (გარდა თეთრყვავილას ბოლქვების და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შემთხვევისა), იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის მისაღებად, რომელსაც გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახეობის ნიმუშების (სახეობა, ნაწილი, დერივატი) დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა, აღწერა; სახეობათა ნიმუშების ექსპორტის, იმპორტის,რეექსპორტის, ზღვიდან ინტროდუქციის მიზანი (კომერციული, ზოოპარკისათვის, ბოტანიკური ბაღისათვის, ცირკისა და მოძრავი გამოფენისათვის, სამეცნიერო, სანადირო ტროფეი, კერძო საკუთრება, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ბუნებაში რეინტროდუქციისათვის/ინტროდუქციისათვის,ხელოვნურად მოშენებისათვის/ტყვეობაში გამრავლებისათვის); სახეობის ნიმუშის წარმოშობის წყარო და დრო.იმპორტიორის ან ექსპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტაცია, რაც შესაძლოა დაეხმაროს ადმინისტრაციულ/სამეცნიერო ორგანოს გადაწყვეტილების მიღებაში (მაგ: ნიმუშის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი).კონვენციის პირველ დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშებისათვის: იმპორტიორი სახელმწიფოს CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვაზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად, აუცილებელია წარმოადგინოთ ასევე:
იმპორტის შემთხვევაში- ცოცხალი ნიმუშის იმპორტის შემთხვევაში -ნიმუშის შენახვისა და მოვლის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;რეექსპორტის შემთხვევაში - ექსპორტიორი ან ბოლო რეექსპორტიორი ქვეყნის CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ექსპორტის ნებართვა/რეექსპორტის სერტიფიკატი; ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევაში - ნიმუშის შენახვისა და მოვლისათვის სათანადო პირობების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.ექსპორტის შემთხვევაში (გარდა თეთრყვავილას ბოლქვების და ყოჩივარდას გორგლების ექსპორტის შემთხვევისა) - კონვენციის პირველ დანართში შეტანილი სახეობების ნიმუშებისათვის: იმპორტიორი სახელმწიფოს CITES-ის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული იმპორტის ნებართვაველური ბუნებიდან მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვების/ყოჩივარდას გორგლების კომერციული მიზნით ექსპორტის შემთხვევაში:
განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა; იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის ასლი; თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების მოპოვების კვოტის დამტკიცების შესახებ ბრძანების ასლი; ხელოვნურად მოშენების ნაკვეთებიდან მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტის შემთხვევაში:
განცხადება, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ექსპორტისათვის განკუთვნილი სახეობის დასახელება (ქართული და ლათინური სახელწოდება), რაოდენობა; იმპორტიორის მონაცემები (სახელი, მისამართი). განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა; განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; ყოველწლიურად დაგეგმილი მოსაპოვებელი თეთრყვავილას ბოლქვების რაოდენობა; ნაკვეთზე არსებული თეთრყვავილას ბოლქვების სავარაუდო რაოდენობა; ნაკვეთის მართვის ღონისძიებებს; როდის იქნა პირველად გაშენებული თეთრყვავილას ბოლქვები მოცემულ ნაკვეთზე; პირველად გაშენებული თეთრყვავილას ბოლქვების წყარო; ინფორმაციას, თუ როდის იქნა უკანასკნელად დარგული თეთრყვავილას ბოლქვები ამ ნაკვეთზე და რა იყო მათი წყარო. კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის - იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები; სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს დადებითი დასკვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთზე მოშენებული თეთრყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების საერთო რაოდენობას, საექსპორტო რაოდენობას, მოშენების ხანგრძლივობას, სასაქონლო ბოლქვების/გორგლების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელიც შეიძლება მოპოვებულ იქნეს ნაკვეთიდან ყოველწლიურად, დასკვნის მოქმედების ვადას.მოსაკრებელი ერთი ნებართვის მოსაღებად შეადგენს 50 ლარს
ნებართვის გამცემი ორგანო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გაითვალისწინეთ მოთხოვნილი ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს.
გამონაკლისები
კონვენციის რეგულაციები ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს არაცოცხალი ნიმუშების არაკომერციული მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შემთხვევებში:
დასაშვებია პირადი საკუთრების არაკომერციული მიზნით გადატანა ხელბარგით, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ნიმუშების ლეგალურად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნასყიდობა, მემკვიდრეობა, ბუნებიდან ლეგალურად მოპოვება და ა.შ)შენიშვნა ზოგიერთ სახეობასთან დაკავშირებით დადგენილია უნებართვოდ გადატანის მაქსიმალური ლიმიტები, მაგ: შავი ხიზილალა - არაუმეტეს 125 გრამისა; ნიანგის ტყავისაგან დამზადებული ნივთი - არა უმეტეს 4 ცალისა; ზღვის ცხენი (Hippocampus spp.) – არაუმეტეს 4 ცალისა; მოლუსკი (Strombus gigas) – არაუმეტეს 3 ცალისა; და სხვ.
CITES-ის დოკუმენტები არ სჭირდება აგრეთვე საოჯახო ნივთს, რომელიც შეძენილია იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა მისი მფლობელი და მიაქვთ ქვეყანაში, სადაც მუდმივად იცხოვრებს მფლობელი.
როგორ არეგულირებს CITES-ი საერთაშორისო ვაჭრობას
CITES-ის მიხედვით, „საერთაშორისო ვაჭრობა“ ნიშნავს კონვენციის დანართებში შეტანილი ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნიმუშების:
ექსპორტს;იმპორტს;რეექსპორტს; ინტროდუქციას ზღვიდან (სახელმწიფოში ნებისმიერი ისეთი სახეობის შეტანას, რომელიც მოპოვებულია ნეიტრალურ წყლებში). კონვენციის თანახმად, საერთაშორისო ვაჭრობად განიხილება პირადი საკუთრების არაკომერციული მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაც, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
! არალეგალური ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შემთხვევაში ტვირთი ექვემდებარება კონფისკაციას, ხოლო კანონდამრღვევი დაჯარიმებას.
ამჟამად კონვენციით რეგულირდება მცენარეთა და ცხოველთა დაახლოებით 35000 სახეობა, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები როგორიც არის: მაიმუნები, თუთიყუშები, სპილოს ძვალი, მოლუსკების ნიჟარები, მარჯანი, სხვადასხვა სახეობის ნიანგის და გველის ტყავი, ზუთხი, ხმელთაშუაზღვის კუ, დელფინები, დათვი, მგელი, მტაცებელი ფრინველები, შავი ხიზილალა, კაქტუსები, ორქიდეები, და ა.შ
სახეობების სრული ნუსხა და სხვადასხვა ქვეყანაში ადმინისტრაციული ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია კონვენციის ვებ-გვერდზე
კონვენციით რეგულირდება არა მხოლოდ ცოცხალი მცენარეებითა და ცხოველებით, არამედ მათი ნაწილებითა და დერივატებით ვაჭრობაც; რაც ნიშნავს, რომ ნებართვას საჭიროებს CITES -ის დანართებში შეტანილი ცხოველებისა და მცენარეებისაგან ან მათი ნაწილებისაგან დამზადებული ნაკეთობებისა და მათგან მიღებული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტი.
I დანართი მოიცავს იმ სახეობებს, რომლებითაც ვაჭრობა საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას მათ არსებობას. ამ სახეობებითა და ნიმუშებით ვაჭრობა განსაკუთრებით მკაცრად რეგულირდება და ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.II დანართი მოიცავს სახეობებს, რომელთაც ამჟამად არ ემუქრებათ გადაშენების საფრთხე, მაგრამ შესაძლებელია აღმოჩნდნენ ამგვარი საშიშროების წინაშე, თუ ვაჭრობა ამ სახეობებით და მათი ნიმუშებით მკაცრად არ იქნება დარეგულირებელი.III დანართი მოიცავს სახეობებს, რომლებიც კონვენციის ნებისმიერი მხარის განსაზღვრით, ექვემდებარება რეგულირებას და რომელთა მიმართ აუცილებელია სხვა მხარეთა თანამშრომლობა ვაჭრობაზე კონტროლის განსახორციელებლად.
რა არის CITES?
წლების განმავლობაში ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით არალეგალურმა, უკონტროლო და დაურეგულირებელმა საერთაშორისო ვაჭრობამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა მცენარეთა და ცხოველთა მრავალ სახეობას. ყოველწლიურად ხდება ასობით მილიონი ველური მცენარისა და ცხოველის ამოღება ბუნებიდან სხვადასხვა ქვეყანაში მათი გაყიდვისა და სხვადასხვა პროდუქტის, სამკაულების, ეგზოტიკური ტყავისა და ბეწვის ნაწარმის, მუსიკალური ინსტრუმენტების, სუვენირებისა და სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად.
ივარაუდება, რომ არალეგალური ვაჭრობის მოცულობა 20 მილიარდ დოლარს აღწევს და მეოთხე ადგილზეა ნარკოტიკებით, იარაღით და ადამიანების ტრეფიკინგის შემდეგ.
საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირების და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით, 1973 წელს ვაშინგტონში მიღებულ იქნა კონვენცია „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) ამჟამად კონვენციის მხარეა მსოფლიოს 183 ქვეყანა. საქართველო CITES-ს შეუერთდა 1996 წელს.