საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების წარმოების, იმპორტ-ექსპორტისა და რეალიზაციის უფლება აქვს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვაზე შესაბამისი უფლების მქონე პირს.

სამკურნალო საშუალებების იმპორტი და ექსპორტი ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტისა და ამავე სააგენტოს მიერ გაცემული სანებართვო მოწმობის საფუძველზე.

ნებადართულია სამკურნალო საშუალებების საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება.

იმპორტისათვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით, საწყობში/ტერმინალში განთავსება, ნებადართულია სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის მოქმედების ვადით.

იმ სამკურნალო საშუალებების, რომლებიც არ არის განკუთვნილი იმპორტისათვის, საქართველოში შემოტანა და საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით საწყობში/ტერმინალში განთავსება ხორციელდება წინასწარი შეთანხმებისა და ნებართვის მოწმობის გარეშე.

სამკურნალო საშუალებებზე  ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  ფსიქოტროპული ნივთიერებებისათვის დადგენილი კონტროლის რეჟიმი და ლეგალური ბრუნვის წესები.

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები 


ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებანივთიერება ან მინარევი, რომელსაც მოხმარების შემთხვევაში ადამიანის სხეულში ფსიქოაქტიური ზეგავლენის გამოწვევა შეუძლია.

ნებადართულია -ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა-სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით.

აკრძალულია-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა.

შენიშვნა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობების განხორციელების მიზნით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენების, საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვაზე ვრცელდება ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებისთვის დადგენილი წესი.

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები


პრეკურსორები

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების უფლება აქვს იურიდიულ პირს, რომელიც პრეკურსორებს იყენებს თავისი საქმიანობისათვის  ან/და ახორციელებს მის რეალიზაციას და დარეგისტრირებულია სააგენტოს „პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განმახორციელებელ პირთა

რეესტრში.

პრეკურსორების (IV სიის №1 და №2 ცხრილები) იმპორტის ან ექსპორტის განხორციელებამდე, იურიდიული პირი ვალდებულია, მიიღოს წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

IV სიის №1 და N2 ცხრილებში შეტანილ პრეკურსორებზე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე უშუალოდ გადაადგილების დროს, სააგენტოს მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე, იმპორტიორს/ექსპორტიორს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს ტვირთის გადაადგილება საქართველოს საბაჟო საზღვარზე.”.

გაითვალისწინეთ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა ერთი ან რამდენიმე დასახელების პრეკურსორის მხოლოდ ერთჯერადად  განსახორციელებელი იმპორტის (ექსპორტის) რაოდენობაზე. წინასწარი   შეთანხმების   დოკუმენტის   მოქმედების   ვადა   განისაზღვრება ერთ წლამდე ვადით, მაგრამ არა უმეტეს საქონლის მომწოდებელთან/მიმღებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.


აკრძალვები

გარდა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო და კრიმინალისტიკურ საქმიანობაში გამოყენებისა, საქართველოში აკრძალულია:

  • I სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ბრუნვა;
  • I და II სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების ანალოგის შექმნა;
  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დამზადება-გადამუშავება.
  • აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.

    აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების:                                                                                                        

  • შემოტანა მიწერითი საწყობის/საბაჟო ტერმინალის მისამართით;
  • გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის/საბაჟო ტერმინალის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარი შეთანხმების დოკუმენტში მითითებულია კონკრეტული მიწერითი საბაჟო საწყობი/საბაჟო ტერმინალი;
  • ტრანზიტი;
  • რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას;
  • წარმოება;
  •  გადაგზავნა.

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები

    სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება - ესაა ბუნებრივი ან სინთეზური გზით მიღებული ყველა ნივთიერება, ფარმაცევტული პროდუქტი, მცენარეული მასალა და ნარევი.  მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში:

  • I სია - ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებიუმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე  მკაცრად არის შეზღუდული; 
  • II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებებიმაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები,  აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია; 
  • III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები , მათი წამლის ფორმები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ ი სხვა ნივთიერებები; 
  • IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები ), რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის .
  • შენიშვნა  II, III და IV სიაში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებების იმპორტ-ექსპორტი ხორციელდება წინასწარი შეთანხმებისა და  სპეციალური ნებართვის საფუძველზე,რომელსაც გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

    წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად განსახორციელებელ საიმპორტო (საექსპორტო) რაოდენობაზე ერთ წლამდე ვადით, მაგრამ არაუმეტეს მომწოდებელთან (შესაბამისად მიმღებთან) გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადისა.


    text