საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

სამხედრო პროდუქცის ბრუნვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც საკონტროლო ნუსხით განსაზღვრულ სამხედრო პროდუქციაზე გასცემს:

  • ექსპორტის,
  • იმპორტის,
  • ტრანზიტის,
  • საბროკერო მომსახურების,
  • ტექნიკური დახმარების
  • ნებართვებს, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

    საქონლის სამხედრო პროდუქციისთვის მიკუთვნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ნუსხაში  მითითებული პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებს და შენიშვნებს.

    გაითვალისწინეთ ნებართვა მოქმედებს მასში მითითებული ვადის განმავლობაში. თუ ნებართვაში ვადა მითითებული არ არის, იგულისხმება, რომ ნებართვა მოქმედებს მისი გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.

    ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან:

  • საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში;
  • ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით;
  • ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტიორი. (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის)
  • აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას.

    გაითვალისწინეთ  ნებართვის მაძიებელი უნდა იყოს სანებართვო ქმედების უშუალო განმახორციელებელი, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი შესაძლებელია იყოს აგრეთვე გადამზიდველი


    სამოქალაქო იარაღი ბრუნვა

    საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;

    შენიშვნა ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში;

    სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის - საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ    საქართველოდან დროებით გატანა და საქართველოში შემოტანა ხორციელდება-  საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე;

    უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს, მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით, რის შესახებაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;


    იარაღის სახეები

    იარაღი  დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:

  • სამოქალაქო იარაღი;
  • სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
  • სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
  • სამოქალაქოა იარაღი -რომელიც განკუთვნილია ფიზიკურ პირთა მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული და საკოლექციო მიზნებით გამოყენებისათვის.

    სამოქალაქო იარაღის სახეებია:

  • თავდაცვის;
  • სპორტული;
  • სანადირო;
  • საკოლექციო.
  • სასიგნალო.
  • სამხედრო-საბრძოლო იარაღი - იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნების განხორციელებისათვის;

    სამსახურებრივ-საშტატო იარაღი - იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთიარაღის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად;

    სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

    ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).

    შენიშვნა  “იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გაცემული ნებართვისა და კონტრაქტების (ხელშეკრულებების) დედნებს ნებართვის მფლობელი წარუდგენს საბაჟო ორგანოებს.


    text