საბაჟო სანქციის სახით საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან. იგი ხორციელდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს ინიციატივით და გამოიყენება, როგორც :
ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება;ან/და შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება;ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფორმდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი.
შესაძლებელია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ან/და ნებისმიერ საბაჟო პროცედურაში გაცხადებული საქონლის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცეულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმებას.
საბაჟო ორგანო ჩამორთმეული საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით ეგზავნება სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს.