საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით

საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია დეკლარანტის (მათ შორის, პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის) ინიციატივით. ხოლო თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა -პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის.

საბაჟო ფორმალობების განხორციელების ადგილის მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტს ან გაფორმების საბაჟო ორგანოს უნდა  მიმართონ განცხადებით

გაითვალისწინეთ პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის ან მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის სახელმწიფო (მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში გადაცემისას, სავალდებულოა საბაჟო ორგანოსთან წინასწარი შეთანხმება.

საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს დეკლარანტის (მათ შორის, პროცედურის მფლობელის ან საქონლის მფლობელის) ინიციატივით საქონლის სახელმწიფო (მათ შორის, თვითმმართველი ერთეულის) საკუთრებაში გადაცემაზე, თუ:

  • საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო    ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
  • საქონელი ექვემდებარება განადგურებას.

  • საქონლის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა საბაჟო ორგანოს ინიციატივით

    საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის  ღონისძიება, საბაჟო  ორგანოს ინიციატივით ,ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის:

  • გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
  • გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება;
  • (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე განადგურების გარდა, საქონლის განკარგვის სხვა ღონისძიება არ განხორციელებულა;
  • მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ საქონლის დროებითი შენახვის  კანონმდებლობით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც განადგურების გარდა განკარგვის სხვა ღონისძიება არ განხორციელებულა;
  • რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა განადგურების გარდა საქონლის განკარგვის სხვა ღონისძიება;
  • გაითვალისწინეთ თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია  ამ  ქმედების   ჩამდენი   პირის   დადგენა   ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების  სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.

    საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის  განზრახვის შესახებ და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას..

    გაითვალისწინეთ თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, შეზღუდვებს ან/და აკრძალვებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა)  განსაზღვრულ  ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს გადასცემს „შეტყობინებას საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე, რომლითაც აცნობებს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადას.


    საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა

    საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის  ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.

    შესაძლებელია, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ან/და ნებისმიერ საბაჟო პროცედურაში გაცხადებული საქონლის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცეულის გარდა) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა, რაც იწვევს საქონელზე საბაჟო კონტროლის პროცედურის დასრულებას.

    გაითვალისწინეთ ის საქონელი, რომელიც საბაჟო ორგანოს ინიციატივით  უნდა გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემულად მიიჩნევა  საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან.

    საბაჟო ორგანო სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. 


    text