საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქონლის განადგურება დეკლარანტის ინიციატივითა და საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით

დეკლარანტის

 ინიციატივით და  საბაჟო ორგანოს ზედამხედველობით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის განადგურება.

დეკლარანტის   საქონლის განადგურების შესახებ წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახდო ორგანოს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით. 

დეკლარანტის  მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების შესახებ ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საბაჟო ორგანოს მიერ, შეიძლება განხორციელდეს:

  • საქონლის დათვალიერება;
  • სინჯების და ნიმუშების აღება;
  • გამოკვლევა (ექსპერტიზა).
  • გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა  საგადასახადო ორგანოს მიერ გამოიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

  • საქონლის განადგურების ვადა;
  • იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.
  • გაითვალისწინეთ   საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილ ნარჩენთან ან/და ჯართთან დაკავშირებით, დეკლარანტს (მათ შორის, პროცედურის მფლობელს ან საქონლის მფლობელს) წარმოეშობა ასეთი საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან სრულად განადგურების ან რეექსპორტის ვალდებულება.


    საქონლის განადგურება საბაჟო ორგანოს ინიციატივით

    საბაჟო ორგანოს შუძლია, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მოითხოვოს მისთვის წარდგენილი საქონლის განადგურება, რის შესახებაც მან უნდა აცნობოს საქონლის მფლობელს.

    საბაჟო ორგანო დეკლარანტს წერილობით ატყობინებს საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ და ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადაში დეკლარანტის მიერ აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში საბაჟო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განადგურებას. საქონლის განადგურების ხარჯებს ანაზღაურებს საქონლის მფლობელი.

    გაითვალისწინეთ თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, შეზღუდვებს ან/და აკრძალვებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა)  განსაზღვრულ  ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი დეკლარანტს გადასცემს „შეტყობინებას საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე“, რომლითაც აცნობებს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადას.

    საქონლის განადგურების ღონისძიება, საბაჟო  ორგანოს ინიციატივით ,ხორციელდება იმ საქონლის მიმართ, რომლის:

  • გაშვება არ შეიძლება, რადგან დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელი გახდა დადგენილ ვადაში საბაჟო ფორმალობების განხორციელება/საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან გადახდილი არ იქნა იმპორტის გადასახდელი ან/და წარდგენილი არ იქნა გარანტია;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალულია ან შეზღუდულია;
  • გაშვებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გატანილი არ იქნა საბაჟო კონტროლის ზონიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულია გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონაში გარკვეული ვადით დატოვება;
  • (მათ შორის, დროებით შენახული საქონლის) მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რომლის მიმართაც აღნიშნული ვადის ამოწურვამდე განადგურების გარდა, საქონლის განკარგვის სხვა ღონისძიება არ განხორციელებულა;
  • მიმართაც საბაჟო პროცედურა განსაზღვრულია და ამ საქონლის დროებითი შენახვის  კანონმდებლობით დადგენილი ვადა ამოწურულია, თუ ეს საბაჟო პროცედურა არ დასრულებულა ან სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა, ან რომლის მიმართაც განადგურების გარდა განკარგვის სხვა ღონისძიება არ განხორციელებულა;
  • რომლის საბაჟო საწყობის პროცედურაში შენახვის ვადა ამოიწურა და არ გაგრძელებულა, ან რომლის მიმართაც სხვა საბაჟო პროცედურა არ განსაზღვრულა ან არ განხორციელებულა განადგურების გარდა საქონლის განკარგვის სხვა ღონისძიება;
  • გაითვალისწინეთ  თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია  ამ  ქმედების   ჩამდენი   პირის   დადგენა   ან/და იდენტიფიცირება და საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების  სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ,საბაჟო ორგანოს ასევე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ საქონლის განადგურების შესახებ.

    ფიზიკური პირისათვის გამოგზავნილი, ასევე საფოსტო გზავნილით ან მგზავრის მიერ ბარგით ან/და ხელბარგით ან/და სხვა საშუალებით, კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და არასატარიფო ღონისძიებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/სამედიცინო დოკუმენტის/რეცეპტის წარდგენა ან/და საქონლის უკან დაბრუნება,შესაძლებელია დაექვემდებაროს განადგურებას.


    საქონლის განადგურება

    საქონლის განადგურება არის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.

    აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:

  • კულტურული ფასეულობები;
  • გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
  • გაითვალისწინეთ საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.

    შესაძლებელია  საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ან/და ნებისმიერ საბაჟო პროცედურაში გაცხადებული საქონლის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცეულის გარდა) განადგურება, რაც იწვევს საქონელზე საბაჟო კონტროლის დასრულებას.


    text