საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას (იმპორტისას) წარმოიშვება შემდეგი გადასახადების გადახდის ვალდებულება:
იმპორტის გადასახადი - აღნიშნული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება.
იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5%, 12% ან ფიქსირებული საქონლის სახეობების მიხედვით.( იხ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლი)
აქციზის - აქციზით დაბეგვრის ობიექტია აქციზური საქონლის იმპორტი;
აქციზის განაკვეთი დიფერენცირებულია.
აქციზით დასაბეგრი საქონლის იმპორტის თანხის განსაზღვრისათვის გამოიყენება ( იხ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის -სსკ 188-ე და 1881 მუხლები)
ალკოჰოლიანი სასმელისათვის - ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით (ლიტრი) ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით (1 ლიტრი სუფთა სპირტი) ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით;თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენებისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით (ღერი/ცალი) ან წონით (კგ) ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით;თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით (კგ);ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით);მსუბუქი ავტომობილისათვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა) და მოტოციკლისათვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით (მ3);ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით.დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – საქონლის იმპორტის თანხის 18%.
შენიშვნა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დროს, დღგ-ის მიზნებისათვის იმპორტის თანხა არის ჯამი:
საბაჟო ღირებულებისა; იმპორტისას გადასახდელი გადასახდელებისა, საქართველოში გადასახდელი დღგ-ის ჩაუთვლელად;საქონლის იმპორტის მიმართ დამხმარე ხასიათის მომსახურების ღირებულებისა, დღგ-ის გარეშე.მაგალითი : თუ საქართველოს ტერიტორიაზე შემოგაქვთ საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, და საქონელი იბეგრება იმპორტის 12%-იანი განაკვეთით, თქვენ გადასახდელი გექნებათ:
იმპორტის გადასახადი = 1000 * 12 % = 120 ლარი დამატებული ღირებულების გადასახადი = ( 1000 + 120 ) * 18% = 201,6 ლარი იმპორტის გადასახდელის გადახდის ვადები
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის (იმპორტის) გამოყენებისას იმპორტის გადასახდელი გადაიხდება:
საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა;საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე;საბაჟო დეკლარაცის – ფორმა 4-ისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა:საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე).საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8401−9033 კოდებში მითითებული ძირითადი საშუალებების იმპორტისას, რომლის ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, დარიცხული დღგ-ის გადახდა ხორციელდება საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 დღისა.საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საქონელი გაიშვება გარანტიის წარდგენით. საქონლის გაშვება აგრეთვე შესაძლებელია:
კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად გადახდით, ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.შენიშვნა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის არსებობისა და დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საქონლის ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლად გაშვების თაობაზე. ამასთან, ასეთ საქონელზე იმპორტის გადასახდელი გადაიხდება იმპორტის გადასახდელის გადახდისათვის დადგენილ შესაბამის (5, 45 ან 30 დღის) ვადაში.
„ასევე, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირობებით რისკის პროფილში მოხვედრილი საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი, თუ დეკლარირებული საქონელი მოექცევა განცხადებულისაგან განსხვავებულ საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში“.
იხილეთ ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურები