მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურა
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში საქონელი, მისი სპეციალური გამოყენების გათვალისწინებით, შეიძლება გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობით და რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ აღნიშნული პროცედურის დასრულებამდე.
გაითვალისწინეთ, დაუშვებელია საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე:
გასხვისება;დაგირავება;სხვა პირისთვის თხოვება ან სარგებლობაში გადაცემა, ან სხვაგვარად გამოყენება.თუ მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გასხვისდა იმ პირზე, რომელიც მას იყენებს იმ მიზნობრივი დანიშნულებით, რომლისთვისაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელზე შეღავათები იქნებოდა გამოყენებული, ამ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და იგი ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება საბაჟო ფორმალობების გარეშე.
საბაჟო ზედამხედველობა სრულდება, თუ:
შესრულდა საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პირობა;გაუქმდა მიზნობრივი სტატუსი და საქონელი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში;საქონელი დეკლარირებულ იქნა ექსპორტის პროცედურაში;საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონელი სხვა მიზნით იქნა გამოყენებული და გადახდილ იქნა იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა;განხორციელდა საქონლის განკარგვა საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავის შესაბამისად.მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილ, მრავალჯერადი გამოყენების საქონელზე (მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა) საბაჟო ზედამხედველობისა და, შესაბამისად, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურის დასრულების ვადა განისაზღვრება საქონლის სახეობისა და მისი შემოტანის მიზნის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლით ამ საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით პირველად გამოყენების დღიდან.
შენიშვნა დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობა არ დასრულდება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე.
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიები იხილეთ შეღავათების ნაწილში
მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლისათვის შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:
ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შემთხვევაში – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების შემთხვევაში – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №IV-08, №IV-09 და №IV-091 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები; საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდებზე – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებულ ნედლეულზე ან/და სუბსტანციებზე – სსიპ – წამლის სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული, ქარხნულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე:ქარხანა-დამამზადებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობის ან სატრანსპორტო საშუალების ქარხნულად ადაპტირების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ გამოყენებისათვის ქარხნულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად მართვის ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილების მიზნით; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ფორმა NIV-50/2)“, რომელიც ადასტურებს მისი სავარძელ-ეტლით გადაადგილების საჭიროებას და აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი (ფორმა NIV-50/4)“, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამ პირისათვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭებისა და სტატუსის მინიჭების ვადის შესახებ.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2804 40 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ჟანგბადის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დროს – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია ან/და სტაციონარული დაწესებულების ან/და ფარმაცევტული წარმოების ნებართვა, ან აღნიშნული ლიცენზიის ან/და ნებართვის მქონე პირთან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების თაობაზე.
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით.
საბაჟო კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.
საბაჟო კონტროლს ახორციელებს გაფორმების საბაჟო ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის გამოყენებას.
მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის საბაჟო დეკლარაციის დეკლარაციის წარდგენით.
საბაჟო პროცედურის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:
ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა (გარდა „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მილსადენით გადაადგილებული ნავთობის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირების შემთხვევისა);მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, ერთ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში გაცხადება.
საქონლის საბაჟო დეკლარაცია საბაჟო ორგანოს წარედგინება:
მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა;პარალერულ რეჟიმში მუშაობის (ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკული სისტემის მუშაობა სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში) დროს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ (გადადინებული) ელექტროენერგიაზე, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით) და დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია – ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა;იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ – საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საბაჟო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.თუ საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.საანგარიშო პერიოდის დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარდგენილი საქონლის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება.
ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელის გადახდა ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.
იმპორტის გადასახდელის თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
პრიორიტეტული წესით გაფორმება
პრიორიტეტული წესით გაფორმება გულისხმობს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში საქონლის გაფორმებას.
პრიორიტეტული წესით საქონლის გაფორმებას ექვემდებარება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) №2-II-01 დანართით გათვალისწინებული მცენარეები და მცენარეული პროდუქტები; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) №2-II-02 დანართით გათვალისწინებული ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის საქონელი; ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოები;თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები;მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონელი;სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონელი;წინასწარ დეკლარირებული საქონელი„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონელი;არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი;ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონელი;დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელიდიპლომატიური ფოსტა და საკონსულო ვალიზა;საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონელი;ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონელი.
დაბრუნებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი)
თუ საქონელი ან მისი ნაწილი, რომელიც ექსპორტირებულ იქნა საქართველოდან და რომელსაც უცხოური საქონლის სტატუსი მიენიჭა, 3 წლის ვადაში დაბრუნდა საქართველოში თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებად, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში დაბრუნებული საქონელი თავისუფლდება იმპორტის გადასახადელისგან, თუ იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაბრუნებისას არის იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას.
საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, აღნიშნული 3-წლიანი ვადა გააგრძელოს 1 წლით.
დაბრუნებული საქონლის იდენტიფიცირება ხორციელდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს მიერ, გატანილი საქონლის შემდეგი მახასიათებლების შედარებით შემოტანილ (დაბრუნებულ) საქონელთან:
დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები შეფუთვასა და მარკირებაზე, საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები;საქონლის გატანის დროს წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის (ან დეკლარირების სხვა დოკუმენტის) შესაბამისი მონაცემები;საქონლის გატანის დროს წარდგენილი თანმხლები დოკუმენტების მონაცემები.
წინასწარი დეკლარირება
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე არა უადრეს 45 კალენდარული დღისა.
დეკლარაციის დასარეგისტრირებლად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს.
წინასწარი დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება რისკების მართვის სისტემის მიერ შერჩეული დერეფნის გათვალისწინებით.
მწვანე და ლურჯი დერეფნების შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში სრულდება საქონლის გაფორმება;ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; წითელი დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ღონისძიებებისა და გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში.თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრისა და შტრიხკოდის მინიჭება და საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, თუ:წარდგენილია არანაკლებ კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ანსრულად გადახდილია კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, რაც დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დასტურდება იმპორტის გადასახდელის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით, ხოლო სსიპ – შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული „შემოსავლების სამსახურის მიერ პირებისათვის გასაწევი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმით გათვალისწინებულ საბანკო დაწესებულებაში გადახდის შემთხვევაში – ამ დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ანიმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილია გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დასტურდება ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება ხორციელდება, ასევე თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება და საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია:
იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა დარღვეულია;ავტოსატრანსპორტო საშუალება დაულუქავია (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია);გარეგნული დათვალიერების შედეგად არსებობს საქონლის გაფუჭების ან დაზიანების აშკარა ნიშნები.
საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის გაფორმების შემთხვევისა).შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. (იხილეთ არასატარიფო და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობისა და GMO კონტროლი )საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის შესაბამისად.
საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ვადები
საბაჟო პროცედურის განსაზღვრის ფორმალობები შეიძლება განხორციელდეს:
საქონლის შემოტანამდე – არაუადრეს 45 კალენდარული დღისა;საქონლის შემოტანის შემდეგ – საქართველოს საბაჟო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში.სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტისა) დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.შენიშვნა:
აღნიშნული 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. აღნიშნული საფასურის ოდენობა შეადგენს ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარს, რაც გადახდილ უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე,საბაჟო საწყობში სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვის შემთხვევაში, დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების დეკლარირება ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში. საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად:უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის (საქართველოს მოქალაქის) მიერ საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვევიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში.შენიშვნა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად, უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირი უნდა წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეს.საქართველოში მუდმივსაცხოვრებლად შემოსვლისას გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც დეკლარანტთან ერთად არ გადაადგილდება საბაჟო დეკლარაცია წარედგინება შესაბამის ვადებში.საზღვაო გზით შემოტანილი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში – საქონლის დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა.რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე
საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საქონელზე წარმოიშობა მისი წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება, რომელიც ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს.
გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.
შენიშვნა საბაჟო კონტროლის ზონებია
საბაჟო გამშვები პუნქტი;საბაჟო ორგანოს საწყობი;გაფორმების ეკონომიკური ზონა;საბაჟო საწყობითავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;საერთაშორისომიმოსვლისთვისგახსნილაეროპორტში,საზღვაოპორტში,ნავსადგურში,რკინიგზისსადგურში არსებული, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტერიტორია;საქართველოსსაბაჟოტერიტორიაზეგანლაგებულირკინიგზისსადგურისსალიანდაგონაწილი−ამსალიანდაგონაწილზესაბაჟოკონტროლისადმიდაქვემდებარებულისაქონლისგანთავსებისპერიოდში;შენახვისსხვაადგილი,ნაგებობა,სატრანსპორტოსაშუალება,სადაციმყოფებასაბაჟოზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;საქართველოსფინანსთამინისტრისბრძანებითდადგენილიწესითსაბაჟოორგანოსმიერსაბაჟოფორმალობის განხორციელებისთვის განსაზღვრული სხვა ადგილისაბაჟო კონტროლის ზონაში ფაქტობრივი წარდგენა არ მოითხოვება:
„ოქროს სიის“ მონაწილის ან „საბაჟო გამარტივებისათვის“ ავტორიზაციის მფლობელი ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საბაჟო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევში გაშვების პროცედურაში გაცხადებული იმ საქონლის, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის შემდეგ შემთხვევებზე:საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას;საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან;ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ: თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე ან გაშვებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) 31 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“ და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.გაითვალისწინეთ დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ხოლო საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ საბაჟო კონტროლის ზონაში.
იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საბაჟო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე:დროებით შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევში გაშვების პროცედურაში მოქცევისას;მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში შემოტანილი საქონლის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ იმპორტის გადასახდელის გადახდისა და შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევისას.
საქონლის/სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის ვადები
ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის (წარდგენის/გამოცხადების) ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა.სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის (ნავთობპროდუქტების გარდა) გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტისა, აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.შენიშვნა:
საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით. საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით.საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით. აღნიშნული საფასურის ოდენობა შეადგენს ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარს, რაც გადახდილ უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონული დადასტურებით.
ზოგადი დეკლარირება
საქონლის ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის.
ზოგადი დეკლარირების ვადები
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის, აგრეთვე ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისას, მაგრამ არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, რომელიც აითვლება:აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციის მომენტიდან, ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციის მომენტიდან, ანსაბაჟო საწყობის მიერ საბაჟო ორგანოსათვის სატრანსპორტო დოკუმენტისა და ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.გაითვალისწინეთ
თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, შეზღუდვებს ან/და აკრძალვებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) 3 სამუშაო დღის ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, დეკლარანტს გადაეცემა შეტყობინება, რომლითაც ეცნობება საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და დაუდგინდება ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადა, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ხორციელდება საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან საქონლის განადგურება მესაკუთრის ან მფლობელის ხარჯით.ზოგადი დეკლარირებისას წარედგინება:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი (გარდა უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ ან საქართველოში მუდმივსაცხოვრებლად შემოსვლისას გათვალისწინებული საქონლის ზოგადი დეკლარირების შემთხვევისა). შესაბამისი ნებართვა ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის შესაბამისად. შენიშვნა იხილეთ არასატარიფო და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობისა და GMO კონტროლი
საბაჟო დეკლარაციის დეკლარაციის შევსება
საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს საბაჟო ორგანო, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.
დეკლარანტს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:
დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „eCustoms“-ში.გაითვალისწინეთ, თუ წინასწარი დეკლარირება ხორციელდება eCustoms-ში დაშვებული პირის მიერ შევსებული დეკლარაციით (მაგალითად, სისტემა „eCustoms“-ში საქონლის საბაჟო დეკლარაცია შევსებულია დეკლარანტის მიერ), მცირდება საქონლის გაფორმების მომსახურების საფასური (საქონლის საბაჟო ღირებულების მიხედვით განსაზღვრულია 50, 150 და 200 ლარიანი განაკვეთები). ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში, საფასურის ოდენობა არ ორმაგდება მომსახურების არასამუშაო დროს გაწევისას. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დასაშვებად, პირმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს განცხადებით და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:
ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „eCustoms “-ში. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს, როგორც პირის წარმომადგენელს, უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საბაჟო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად;საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „eCustoms “-ში;წინმსწრები საქონლის საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საბაჟო საწყობის პროცედურაში ან საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის დეკლარაციით.საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას/რეექსპორტის დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას, ან საფოსტო გზავნილის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი.
სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე საქონლის საბაჟო დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას.
დეკლარირება
საქონლის დეკლარირება შესაძლებელია:
საქონლის საბაჟო დეკლარაციით;გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ივსება საქონლის საბაჟო დეკლარაცის ფორმით;ფიზიკური პირის მიერ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით;ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;საფოსტო გზავნილების დეკლარაციით.საქონლის დეკლარირება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:
წინასწარი დეკლარირება;არაწინასწარი დეკლარირება:ელექტრონული ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას ელექტრონული განცხადებით არაწინასწარი დეკლარირება- იმპორტი;მატერიალური ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს ვიზიტს გაფორმების ორგანოში;„eCustoms“-ში დაშვებული პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენად ჩაითვლება:
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის წარდგენა; ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენა; საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის, ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელის შემოტანის შემდეგ; წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) არაუადრეს 45 კალენდარული დღისა. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) შესაძლებელია მოექცეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი, ასევე თავისუფალი ზონიდან შემოტანილი საქონელი. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას (იმპორტისას) საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
დეკლარანტს შეუძლია, უცხოურ საქონელზე განსაზღვრული ნებისმიერ საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი შეცვალოს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) პროცედურით, თუ წარდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება იწვევს:
შესაბამისი იმპორტის გადასახდელის (დღგ, აქციზი და იმპორტის გადასახადი) გადახდის ვალდებულების წარმოშობას;საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში:ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების გამოყენებას;აკრძალვებისა და შეზღუდვების გამოყენებას;საქონლის შემოტანასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნების შესრულებას.გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა