საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

საბაჟო ორგანო ახორციელებს: საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებასა და გადაადგილების რეგულირებას.

საბაჟო კონტროლი, გარდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისა, ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე რისკის გამოვლენის, შეფასების და პრევენციული ზომების მიღების მიზნით მონაცემთა დამუშავებას.

დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემაeCustoms-ის ან  გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაOracle- მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.

შენიშვნა რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.

დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, სისტემაში რეგისტრირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

  •  მწვანე დერეფანი საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;
  •  ლურჯი დერეფანი საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი კონტროლის პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებული აკრძალვებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც;
  •  ყვითელი დერეფანი    საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ხოლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში – საქონლის გაშვებას კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;
  • წითელი დერეფანი საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც.
  • text