დღგ-ისაგან გათავისუფლება
ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია:
საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ქვემოთ მითითებული მომსახურების გაწევა (გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა):გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;საექსპედიტორო მომსახურება;ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა მომსახურება;ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული ზემოთ მითითებული მომსახურების გაწევა (გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა).შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების მიზნით აღნიშნული პროცედურის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გადამუშავების ოპერაციების (გარდა საქონლის განადგურებისა) განხორციელება
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შემდგომ განხორციელდა გადამუშავებული პროდუქტის იმპორტი.
ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს საბაჟო კანონმდებლობით გათალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.
ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას.
გაითვალისწინეთ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულება
შიდა გადამუშავების პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი, ან/და გადამუშავებული პროდუქტი ან/და ნარჩენი/ჯართი:
ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში, ან გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, ან განადგურდება ნარჩენების გარეშე, ან გადაცემულია სახელმწიფოსთვის.შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავებული პროდუქტი, ნარჩენი ან/და ჯართი საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე უნდა მოექცეს შესაბამის საბაჟო პროცედურაში ან/და გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია:
საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში, ან მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში, ან განხორციელდეს ამ საქონლის რეექსპორტი ან განკარგვა. ნარჩენი ან/და ჯართი შესაძლებელია გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში ან მოექცეს ექსპორტის ან საბაჟო საწყობის პროცედურაში, ან განხორციელდეს ამ საქონლის განკარგვა განადგურდებით (ნარჩენების გარეშე) ან სახელმწიფოსთვის გადაცემით.
გადამუშავებული პროდუქტის ნარჩენის/ჯართის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება საქონლის საბაჟო დეკლარაცია.
ზემოაღნიშნული საბაჟო პროცედურებისა და საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს „გამოსავლიანობის აქტი“.
უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა
პროცედურის მფლობელის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელთან, შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს, რომელიც ასრულებს ამ საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პირობებს.
შიდა გადამუშავების პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში, საქონლის ახალ მესაკუთრეს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება. ამასთან:
პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის სრულად გადაცემის (სხვა პირზე საქონლის სრულად გასხვისების) შემთხვევაში, წინმსწრები საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი;პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის ნაწილობრივ გადაცემის (სხვა პირზე საქონლის ნაწილის გასხვისების) შემთხვევაში, წინსმწრებ საბაჟო დეკლარაციაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილება და მიეთითება ახალი საბაჟო დეკლარაციის ნომერი და თარიღი.
მონაცემების აღრიცხვა
დეკლარანტმა, პროცედურის მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის გადამუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უნდა აწარმოოს შემდეგი მონაცემების აღრიცხვა:
შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური საბაჟო პროცედურა დასრულებულია სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანით ან ნარჩენის გარეშე განადგურებით ან სახელმწიფოსთვის გადაცემით – ინფორმაცია საბაჟო პროცედურის დასრულების შესახებ;საბაჟო დოკუმენტების, საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან და პროცედურის პირობების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;მონაცემები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, საიდენტიფიკაციო ნომრების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობისა და კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ;ინფორმაცია საქონლის ადგილმდებარეობისა და მისი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ;საქონლის საბაჟო სტატუსი;ინფორმაცია საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებ(ებ)ის (შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები) და ამ ქმედებ(ებ)ის შედეგად სეს ესნ-ის კოდის ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ინფორმაცია გადამუშავების ოპერაცი(ებ)ის შესახებ;გამოსავლიანობის ნორმა ან მისი გაანგარიშების მეთოდი;დეტალური ინფორმაცია ეკვივალენტური საქონლის გამოყენების თაობაზე, ასეთის გამოყენების შემთხვევაში; ინფორმაცია პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე, ასეთი გადაცემის შემთხვევაში;განსაკუთრებულ შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.
ეკვივალენტური საქონლის გამოყენება
პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა ეკვივალენტური საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში გამოყენებაზე იმ პირობით, რომ საბაჟო ზედამხედველობის მიზნისთვის უზრუნველყოფილი იქნება პროცედურის სათანადო განხორციელება.
შიდა გადამუშავების პროცედურაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დაუშვებელია, თუ:
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი დაექვემდებარებოდა ანტიდემპინგურ ღონისძიებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მისი დეკლარირების შემთხვევაში;აღნიშნული საქონელი არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან გენმოდიფიცირებული პროდუქტი ან შეიცავს ასეთ საქონელს. ეკვივალენტური საქონლის გამოყენება არ ექვემდებარება საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევისათვის გათვალისწინებულ ფორმალობებს.
საქონლის გადამუშავების ვადები
საბაჟო ორგანო, შიდა გადამუშავების პროცედურის ხანგრძლივობისა და მის დასასრულებლად საჭირო დროის გათვალისწინებით, განსაზღვრავს შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს.
აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე.
საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი საგარანტიო უზრუნველყოფა; გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.
შიდა გადამუშავების პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
შიდა გადამუშავების პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.„შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.იხილეთ არასატარიფო და სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული და სურსათის უვნებლობისა და GMO კონტროლი
გარანტია
თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარანტიის წარდგენა სავალდებულოა შიდა გადამუშავებისას.
გარანტია არ წარედგინება:
გემის მიმართ, ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას;საბაჟო საწყობში გადამუშავებისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის – სეს ესნ-ის 2603 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი სპილენძის კონცენტრატების, სეს ესნ-ის 2616 სასაქონლო პოზიციაში შემავალი ძვირფასი ლითონების კონცენტრატებისა და 2617 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი კონცენტრატების შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევისას;დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სეს ესნ-ის 8704 21 310 00 და 8704 22 910 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებების მიმართ შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას;ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხი) მიმართ შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას.გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.
გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
გარანტიის სახეებია:
საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია;დაზღვევის პოლისი;დეპოზიტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურში (სახელმწიფო ხაზინაში) შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტი) შეტანა, რაც დასტურდება სახელმწიფო ხაზინის ცნობით;პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა;თავდებობა. შენიშვნა:
შიდა გადამუშავებისას უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით:სსიპ – შემოსავლების სამსახურს განცხადებასთან ერთად წარედგინება უფლებრივად უნაკლო ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა;უძრავი ქონების იპოთეკის უფლების წარმოშობისათვის სსიპ – შემოსავლების სამსახურსა და უძრავი ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება იპოთეკის ხელშეკრულება უძრავი ქონების იპოთეკის უფლება ძალაში შედის მარეგისტრირებელ ორგანოში (საჯარო რეესტრში) რეგისტრაციის მომენტიდან;იპოთეკის უფლების წარმოშობის, ცვლილებისა და შეწყვეტის რეგისტრაციას მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს უძრავი ქონების მესაკუთრე;შიდა გადამუშავებისას თავდებსა და შემოსავლების სამსახურს შორის თავდებობის ხელშეკრულების გასაფორმებლად დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს განცხადებას, რომელსაც უნდა ერთოდეს: თავდების საკუთრებაში არსებული უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – ამ ქონებაზე თავდების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ ან/დასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა სახელმწიფო ხაზინაში შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე (სახაზინო კოდი – 302002000) თავდებობის თანხის (დეპოზიტი) შეტანის შესახებ ან/დასაბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია ან/დადაზღვევის პოლისი.შიდა გადამუშავებისას საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს – იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელის განაკვეთებით.
შენიშვნა: გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2-ჯერ უნდა აღემატებოდეს ზემოაღნიშნული შესაბამისად განსაზღვრული შესაბამისი საგარანტიო თანხის ოდენობას.
შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში. ამასთან:
გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება წინასწარ;საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებისას, გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას.გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:
შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული პროდუქტის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნარჩენის ან/და ჯართის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სხვა საბაჟო პროცედურის განსაზღვრა ან ნარჩენის გარეშე განადგურება ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფოსათვის გადაცემა;საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა.გაითვალისწინეთ! თუ სსიპ – შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენება
შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.
დეკლარანტი ვალდებულია, შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისას გაითვალისწინოს შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისათვის დადგენილი პირობები/მოთხოვნები და საქონლის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს:
„შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“, რომელშიც მიეთითება დასაბუთებული ინფორმაცია:იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას; შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნარჩენის ან/და ჯართის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ; გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ; გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;გამოსავლიანობის ნორმის ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმის ან საჭიროებისამებრ მისი გაანგარიშების მეთოდის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სტანდარტული ნორმა);არადეკლარანტთან გაფორმებული ხელშეკრულება საქონლის გადამუშავების შესახებ, იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ;დეკლარანტის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია (გარდა საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა). გაითვალისწინეთ
საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილ „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშებაში“ მითითებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს ახალი „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშება“.შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის (მათ შორის, მასთან ერთად წარდგენილი „შიდა გადამუშავების პროცედურის შესახებ მონაცემები და გამოსავლიანობის ნორმის გაანგარიშების“) შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ან/და გაითვალისწინოს უფლებამოსილი პირის (მათ შორის, საექსპერტო ორგანიზაციის/ლაბორატორიის) დასკვნა, რომელიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.გამოსავლიანობის ნორმა ან გამოსავლიანობის საშუალო ნორმა უნდა განისაზღვროს იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რომელშიც ხორციელდება ან განხორციელდება გადამუშავების პროცესი.საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ; წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) არაუადრეს 45 კალენდარული დღისა. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
♦ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ;
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით (არაწინასწარი დეკლარირება - შიდა გადამუშავება), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას-შეფასებას და დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
♦ წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე):
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით (წინასწარი დეკლარირება - შიდა გადამუშავება), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.„eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს - შეუძლია საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით არ მოითხოვება:
საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე შევსებული საბაჟო დეკლარაციით შიდა გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული საქონლისა, როდესაც საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში;ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი საქონლისა, თუ: შიდა გადამუშავების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ შეივსო და დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;შიდა გადამუშავების პროცედურისათვის განკუთვნილი საქონლის დათვალიერება გაფორმების საბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონელი განთავსდა საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.შენიშვნა ზემოაღნიშნულ შემთხვევებში დეკლარანტმა/საქონლის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა, ხოლო საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ საბაჟო კონტროლის ზონაში.
იმ შემთხვევებისა, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საბაჟო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელებისას.წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება რისკების მართვის სისტემის მიერ შერჩეული დერეფნის გათვალისწინებით.
მწვანე და ლურჯი დერეფნების შემთხვევაში, საქონლის გაფორმება სრულდება საბაჟო გამშვებ პუნქტში;ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში;წითელი დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ღონისძიებებისა და გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში.გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება ასევე ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება და საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია:
იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა დარღვეულია;ავტოსატრანსპორტო საშუალება დაულუქავია (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია);გარეგნული დათვალიერების შედეგად არსებობს საქონლის გაფუჭების ან დაზიანების აშკარა ნიშნები.
საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის, მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ან გაყიდვისათვის/ტრანსპორტირებისათვის მოსამზადებლად შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე დასაშვებია შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ვენტილაცია, გამოშრობა, მტვრის მოშორება, დასუფთავების მარტივი ოპერაციები, შეფუთვის შეკეთება, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს გამოწვეული დაზიანებების ელემენტალური შეკეთებები, რომლებიც არ სცდება მარტივი ოპერაციების ფარგლებს, ტრანსპორტზე დამცავი საღებავი ფენის დატანა და მოშორება;საქონლის რეკონსტრუქცია ტრანსპორტირების შემდეგ;ინვენტორიზაცია, სინჯვა, სორტირება, გაცრა, მექანიკური გაფილტვრა და საქონლის აწონვა;დაზიანებული ან დაბინძურებული კომპონენტების მოშორება;შენახვა პასტერიზაციით, სტერილიზაციით, დასხივებით ან დამცველი საშუალებების დამატებით;პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება;ჟანგის საწინააღმდეგოდ დამუშავება;დამუშავება ტემპერატურის მარტივი მატებით, დამატებითი დამუშავების ან გამოხდის პროცესების გარეშე, ან ტემპერატურის მარტივი დაკლებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ-ის) კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას გამოიწვევს; ელექტროსტატიკური დამუშავება, ქსოვილების გაუთოვება;დამუშავება, რომელიც მოიცავს:ხილის გასუფთავებასა ან/და დაკურკვას, გამომშრალი ხილისა და ბოსტნეულების დაჭრას ან დამტვრევას, ხილის ხელახალი რეჰიდრატაციას, ანხილის გამოშრობას, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას გამოიწვევს;ტყავების გამტკნარება, გაწმენდა და დაჩხვლეტა;საქონლის დამატება ან დამხმარე კომპონენტების დამატება ან გამოცვლა, თუ ასეთი მატება ან გამოცვლა შედარებით შეზღუდულია ან გამიზნულია ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის და არ ცვლის ან აუმჯობესებს პირვანდელი საქონლის მუშაობას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას დამატებული ან გამოცვლილი საქონლისთვის;სითხეების გაზავება ან კონცენტრირება, დამატებითი დამუშავების ან გამოხდის პროცესის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;ერთი და იმავე სახის, მაგრამ განსხვავებული ხარისხის საქონლის შერევა, სტაბილური ხარისხის ან ისეთი ხარისხის მისაღებად, როგორიც მოითხოვა მომხმარებელმა, საქონლის სახეობის ცვლილების გარეშე;ისეთი ბუნებრივი აირის ან საწვავის, რომელიც არ შეიცავს ბიოდიზელს, შერევა ისეთ ბუნებრივ აირთან ან საწვავთან, რომელიც შეიცავს ბიოდიზელს, (კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 27-ე თავში), სტაბილური ხარისხის ან ისეთი ხარისხის მისაღებად, როგორიც კლიენტმა მოითხოვა, საქონლის ტიპის ცვლილების გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;ბუნებრივი აირისა და საწვავის შერევა ბიოდიზელთან, როცა ნაზავი შეიცავს 0.5%-ზე ნაკლებს ბიოდიზელს, ასევე ბიოდიზელის შეზავება ბუნებრივ აირთან და საწვავთან, როცა ნაზავი შეიცავს 0.5%-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს ან საწვავს;საქონლის დაყოფა ან ამოჭრა, თუ გამოიყენება მხოლოდ მარტივი ოპერაციები;შეფუთვა, შეფუთვიდან ამოღება, ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასხმა და მარტივი ტრანსფერი კონტეინერებში, იმ შემთხვევაშიც კი როცა ეს გამოიწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას, მარკების, ლუქების, იარლიყების, ფასის ნიშნულების ან სხვა გამორჩეული მანიშნებლების მიმაგრება, მოხსნა ან რედაქტირება;მექანიზმების, აპარატებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, რეგულირება და მუშაობაში გაშვება, კონკრეტულად იმ მიზნით, რომ მოხდეს ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილება, თუ გამოიყენება მხოლოდ მარტივი ოპერაციები;მილების საერთების დაბლაგვება, კონკრეტული ბაზრებისთვის მოსამზადებლად;დენატურირება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იწვევს სეს ესნ-ის კოდის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას;დამუშავების ყველა ჩვეული გზა, გარდა ზემოთმოხსენებულებისა, იმპორტირებული საქონლის გარეგნული ან გაყიდვადი ხარისხის გასაუმჯობესებლად ან დისტრიბუციისთვის/ გადაყიდვისთვის მოსამზადებლად, იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპერაციები არ ცვლის პირვანდელი საქონლის ტიპს ან არ აუმჯობესებს მუშაობას.გაითვალისწინეთ ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელება არ უნდა იწვევდეს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა დონეზე ცვლილებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის ქმედებასთან.
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაცია
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება შემდეგი საშუალებები:
საქონლის შტამპით ან ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით მონიშვნა;საქონლის დაწვრილებითი აღწერა, ფოტოგადაღება ან მასშტაბურად გამოსახვა;საქონლის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევა ან ანალიზი მისი შედეგების შემდგომ შედარების მიზნით;საქონელზე მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების ან სხვაგვარი მარკირება;დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების ოპერაციების განხორციელება; იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ზემოაღნიშნულიდან აირჩიოს მისთვის მისაღები ერთი ან რამდენიმე საშუალება.
დეკლარანტის მოთხოვნითა და საბაჟო ორგანოს თანხმობით საქონლის იდენტიფიკაცია შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით.
შიდა გადამუშავების პროცედურა
შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია, რაც არ იწვევს:
იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.საქონლის გადამუშავების ოპერაციებია:
საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა, სხვა საქონლისთვის მორგება;საქონლის წარმოება;საქონლის განადგურება;საქონლის შეკეთება, მათ შორის, მისი აღდგენა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა;იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება.შიდა გადამუშავების პროცედურის გამოყენებისთვის აუცილებელია:
გადამუშავებული პროდუქტის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა არ იყოს ეკონომიკურად მოგებიანი; დეკლარანტმა წარადგინოს დასაბუთებული მონაცემები:იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას;შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევი საქონლის, გადამუშავებული პროდუქტის, ნაშთისა და ნარჩენის აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;გადამუშავებულ პროდუქტში გადაუმუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალების შესახებ;გამოსავლიანობის ნორმა შეთანხმებული იყოს საბაჟო ორგანოსთან;დეკლარანტმა წარადგინოს შიდა გადამუშავების პროცედურაში მოსაქცევ საქონელზე იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევისა.საქონლის შეკეთებისა და საქონლის განადგურების გარდა, სხვა შემთხვევაში შიდა გადამუშავების პროცედურა გამოიყენება, თუ არსებობს ამ პროცედურაში მოქცეული საქონლის (გარდა• იმ საქონლისა, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება) გადამუშავებულ პროდუქტში იდენტიფიკაციის შესაძლებლობა.
შიდა გადამუშავების პროცედურა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე:
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით მისი ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენი ოპერაციის განსახორციელებლად;იმ საქონლის მიმართ, რომელზედაც უნდა განხორციელდეს მისი შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები – დასაშვები ქმედებები.ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო ორგანოს თანხმობით, შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი შესაძლებელია გადამუშავდეს საბაჟო საწყობში, შიდა გადამუშავების პროცედურით განსაზღვრული პირობებისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური ნორმების დაცვით, თუ აღნიშნული უარყოფითად არ იმოქმედებს საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებაზე. ამ შემთხვევაში საქონელი არ განიხილება საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულად.
შენიშვნა შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევის შემთხვევაში საქართველოს საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს.
თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანო აძლევს პირს უფლებას საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების (მათ შორის განადგურების მიზნით) პროცედურაში.
გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა
შიდა გადამუშავების პროცედურის სწორი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგ ტერმინთა განმარტების გათვალისწინება:
გადამუშავებული პროდუქტი – შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი; გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ პროცედურაში;გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების პროცედურაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;ნარჩენი ან/და ჯართი – ღირებულების არმქონე ან მცირე ღირებულების საქონელი ან პროდუქტები, რომლებიც მიიღება გადამუშავების ოპერაციის შედეგად და რომელთა გამოყენება დამატებითი გადამუშავების გარეშე შეუძლებელია.გაითვალისწინეთ შიდა გადამუშავების პროცედურა არ გამოიყენება:
საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიდა გადამუშავების პროცედურა ხორციელდება საქონლის შერევის (კომპაუდირების) და გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით);ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყლის) ან/და ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების ნარეცხის) მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შიდა გადამუშავების პროცედურა ხორციელდება გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის პირობით).