თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა
თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით.იხ. განცხადებები:
არაწინასწარი დეკლარირება - იმპორტი (თიზ-იდან საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის გატანა);არაწინასწარი დეკლარირება - ექსპორტი (თიზ-ის საქონლის უცხო ქვეყანაში გატანა).აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა შესაძლებელია:
ექსპორტის პროცედურით – თავისუფალ ზონაში ექსპორტის პროცედურით მოთავსებული საქონლის ან თავისუფალ ზონაში წარმოებული საქონლის შემთხვევაში;რეექსპორტით – თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში. თავისუფალი ზონიდან რეექსპორტის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის შეტყობინება, რომელიც ივსება აღრიცხვის მოწმობის ფორმით.
თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი ფორმალობები.
ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ფორმით ცვლილების განხორციელების მოთხოვნა:
რეექსპორტის შეტყობინებაში ცვლილების განხორციელება (თიზ);საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება (თიზ);
თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა
თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:
უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;საქართველოს საქონელი.უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება საბაჟო პროცედურის სახე – თავისუფალი ზონა.
საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის პროცედურის შესაბამისად.
უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის პროცედურის გამოყენების დროს ხორციელდება:
საქონლის წარდგენა;ზოგადი დეკლარირება;აღრიცხვის მოწმობის გაცემა/დახურვა;გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:
განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით, ანწარადგინოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ;წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) არაუადრეს 45 კალენდარული დღისა. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით.იხ. განცხადებები:
არაწინასწარი დეკლარირება - ექსპორტი (საქართველოს საქონლის თიზ-ში შეტანა);
არაწინასწარი დეკლარირება - თავისუფალი ზონის პროცედურა (უცხოური საქონლის თიზ-ში შეტანა);
წინასწარი დეკლარირება - ექსპორტი (საქართველოს საქონლის თიზ-ში შეტანა);
წინასწარი დეკლარირება - თავისუფალი ზონის პროცედურა (უცხოური საქონლის თიზ-ში შეტანა);
აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება. თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის განსაზღვრის გარეშე, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება შესაბამისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის დანიშნულებით.
გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია სხვა საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც გაშვებულია „მწვანე“ ან „ლურჯი“ დერეფნის გამოყენებით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ასეთი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა და საქონლის გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა/მოცილება დასაშვებია მხოლოდ თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის/გამოცხადებისა და საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭების შემდეგ.
თავისუფალ ზონაში აკრძალული საქმიანობა
თავისუფალ ზონაში აკრძალულია:
შენობის საცხოვრებლად გამოყენება და სამოსახლო და სასტუმრო დანიშნულების კაპიტალური და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა;ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.შენიშვნა: აკრძალვა არ ეხება თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის მხოლოდ ადგილზე მოხმარებისთვის შეტანას. ამასთან, ასეთი შეტანა არ მიიჩნევა საქონლის ექსპორტად.
თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა
დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის:
თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები;საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით.თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს.
შენიშვნა ანგარიშსწორება ნებისმიერი ვალუტით ხორციელდება :
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში;თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსი, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება და შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
თავისუფალი ზონა
თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი.
თავისუფალი ზონის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონის საზღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თავისუფალ ზონაში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.
თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება.
საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში ანალოგიური საქონლის მოქცევისას.
თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონელი შეიძლება მოექცეს უვადოდ.
გაითვალისწინეთ, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა