საბაჟო საწყობის მფლობელისა და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელის ვალდებულებები
საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა
ეკვივალენტური საქონლის გამოყენება
პროცედურის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია გასცეს ავტორიზაცია საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული უცხოური საქონლის ნაცვლად ქართული საქონლის, როგორც ეკვივალენტური საქონლის გამოყენების შესახებ.
ეკვივალენტურ საქონელს უნდა გააჩნდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, იგივე ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც აქვს საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს.
ეკვივალენტური საქონლის გამოყენება დაუშვებელია, თუ:
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას დაექვემდებარებოდა ანტიდემპინგურ ღონისძიებას;ეკვივალენტურ საქონლად გამოყენება შეეხება იმ საქონელსა და პროდუქტებს, რომლებზეც გენეტიკური მოდიფიციკაცია განხორციელდა ან რომლებიც შეიცავენ ელემენტებს, რომლებზეც გენეტიკური მოდიფიკაცია განხორციელდა.
აღრიცხვის წარმოება
დეკლარანტმა, პროცედურის მფლობელმა ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს საქონლის შენახვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, უნდა აწარმოოს შემდეგი მონაცემების აღრიცხვა და შენახვა:
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური პროცედურა დასრულებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აგრეთვე ინფორმაცია პროცედურის დასრულების შესახებ;საბაჟო დოკუმენტების, მათ შორის, საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტისა და პროცედურის შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, საიდენტიფიკაციო ნომრების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონტეინერის საიდენტიფიკაციო ნიშნების შესახებ; საქონლის ადგილმდებარეობისა და მისი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია; საქონლის საბაჟო სტატუსი;საქონლის მიმართ გამოყენებული დასაშვები ქმედებების და ამ ქმედებების შედეგად საქონლის კლასიფიკაციის ცვლილების შესახებ მონაცემები; საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქონლის დასაწყობების ან/და საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ხარჯი;მონაცემები, რომლებიც უზრუნველყოფს ეკვივალენტური საქონლის გამოყენების საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას;საჭიროების შემთხვევაში, პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ მონაცემები;განსაკუთრებული შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.შენიშვნა საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლებელია არ იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, თუ ასეთი ინფორმაციის არარსებობა არ დააბრკოლებს სპეციალური პროცედურის გამოყენებაზე საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებას.
საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანა
საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანისას საბაჟო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან საქონლის საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია ან საბაჟო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა
საბაჟო საწყობში შენახულ, საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე.
საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება საქონელზე საკუთრების უფლება. ამასთან, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საბაჟო ორგანოს.
საქონლის ახალი მესაკუთრე ვალდებულია, ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის შესაბამისად, საკუთრების უფლების შეძენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განახორციელოს ამ საქონლის დეკლარირება შესაბამის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში.
თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, სასაქონლო სახის/მდგომარეობის გაუმჯობესების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით შემდეგი ოპერაციების განხორციელება:
ვენტილაცია, განიავება, გამოშრობა, მტვრის მოცილება, გასუფთავება, შეფუთვა, დამცავ შეფუთვაში მოთავსება, შეფუთვის მწყობრში მოყვანა, პარტიის დანაწილება, დახარისხება, გზავნილების ფორმირება, დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება, დამცავი მოწყობილობის შეყვანა; მარტივი ოპერაციების ფარგლებში, ტრანსპორტირების ან შენახვის დროს გამოწვეული დაზიანებების ელემენტარული შეკეთება, ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება); სატრანსპორტო საშუალებაზე დამცავი საფარის დატანა ან/და მოშორება;ტრანსპორტირების შემდეგ საქონლის რეკონსტრუქცია;ინვენტარიზაცია, სინჯის/ნიმუშის აღება, დახარისხება, გაცრა, მექანიკური გაფილტვრა და საქონლის აწონვა;დაზიანებული ან დაბინძურებული/დასნებოვნებული კომპონენტების/დეტალების მოშორება;შენახვა, პასტერიზაციის, სტერილიზაციის, დასხივების ან დამცავი საშუალებების დამატებით; დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საბაჟო საწყობში;ტესტირება (გამოცდა);საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით; პარაზიტების საწინააღმდეგოდ დამუშავება;ჟანგსაწინააღმდეგო დამუშავება (მათ შორის, შეღებვა);დამუშავება, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული გამოიწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას:ტემპერატურის მარტივი მატებით, შემდგომი დამუშავების ან დისტილაციის პროცესების გარეშე; ანტემპერატურის მარტივი დაკლებით;ელექტროსტატიკური დამუშავება, ქსოვილების გაუთოვება/გასწორება;დამუშავება, რომელიც შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან:ხილის გასუფთავება ან/და დაკურკვა, გამომშრალი ხილისა და ბოსტნეულების დაჭრა ან დამტვრევა, ხილის ხელახალი დატენიანება/რეჰიდრაცია, ანხილის დეჰიდრაცია, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი გამოიწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას;ტყავების გამტკნარება, გაწმენდა და დაჩხვლეტა;საქონლის დამატება ან დამხმარე კომპონენტების დამატება ან შეცვლა, მანამ, სანამ ასეთი დამატება ან შეცვლა შედარებით შეზღუდულია ან გამიზნულია ტექნიკური სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის და არ ცვლის ან აუმჯობესებს პირვანდელი საქონლის მუშაობას, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას დამატებული ან გამოცვლილი საქონლისთვის;სითხეების გაზავება ან კონცენტრირება, დამატებითი დამუშავების ან გამოხდის პროცესის გარეშე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს იწვევს საქონლის სეს ესნ-ის განსხვავებული თერთმეტნიშნა კოდის წარმოქმნას;ერთი და იმავე სახის, მაგრამ განსხვავებული ხარისხის საქონლის შერევა სტაბილური ხარისხის ან დამკვეთის/მყიდველის მიერ, საქონლის ტიპის ცვლილების გარეშე, მოთხოვნილი ხარისხის მისაღებად;სეს ესნ-ის 27-ე თავში კლასიფიცირებული, ბიოდიზელის შემცველი ბუნებრივი აირის ან საწვავის შერევა ისეთ ბუნებრივ აირთან ან საწვავთან, რომელიც არ შეიცავს ბიოდიზელს, თუ აღნიშნული ოპერაციის მიზანია საქონლის სტაბილური ხარისხის ან დამკვეთის/მყიდველის მიერ, საქონლის ტიპის ცვლილების გარეშე მოთხოვნილი ხარისხის მისაღება. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაცია დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როცა ეს იწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას;ბუნებრივი აირის/საწვავისა და ბიოდიზელის შერევა, როდესაც ნარევი შეიცავს 0,5%-ზე ნაკლებ ბიოდიზელს ან ბუნებრივ აირს/საწვავს;საქონლის დაყოფის ან ამოჭრის მარტივი ოპერაციები;შეფუთვა, შეფუთვიდან ამოღება, შეფუთვის შეცვლა, გადასხმა და ჭურჭელში გადატანის მარტივი ოპერაციები, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს გამოიწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას; მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა), მარკის, ლუქის, იარლიყის/ეტიკეტის, ფასის ნიშნულის ან სხვა მსგავსი განმასხვავებელი ნიშნების დამაგრება, მოხსნა ან შეცვლა;ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, მარტივი ოპერაციებით მექანიზმების, აპარატურის ან/და სატრანსპორტო საშუალებების ტესტირება, მორგება, მოწესრიგება, რეგულირება;მილების საერთების დაბლაგვება, კონკრეტული ბაზრებისთვის მოსამზადებლად;დენატურირება, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული იწვევს საქონლის სეს ესნ-ის თერთმეტნიშნა კოდის ცვლილებას;საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საჭირო სხვა ისეთი ოპერაციები, რომლებიც არ ცვლის და არ აუმჯობესებს საქონლის პირვანდელ ბუნებას/ტიპს.ზემოაღნიშნულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ცვლილება დაშვებულია შესაბამისი ოპერაციის ჩანაწერით.
შენიშვნა: თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საბაჟო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.
წარსადგენი დოკუმენტები:
საბაჟო საწყობის პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტებია:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა სააგნარიშსწორებო დოკუმენტი).ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის შესაბამისად.
საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირება
საბაჟო საწყობის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე.საქონლის დეკლარირება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:
წინასწარი დეკლარირება;არაწინასწარი დეკლარირება:ელექტრონული ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას ელექტრონული განცხადებით არაწინასწარი დეკლარირება - საბაჟო საწყობი;მატერიალური ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს ვიზიტს გაფორმების ორგანოში;„eCustoms“-ში დაშვებული პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.წინასწარი დეკლარირება:
საქონლის საბაჟო საწყობში დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე არა უადრეს 45 კალენდარული დღისა.
საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.
წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის განსაზღვრის გარეშე, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება შესაბამისი საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის ან გაფორმების ორგანოს დანიშნულებით.
გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება ასევე ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება და საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია:
იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა დარღვეულია;ავტოსატრანსპორტო საშუალება დაულუქავია (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია);გარეგნული დათვალიერების შედეგად არსებობს საქონლის გაფუჭების ან დაზიანების აშკარა ნიშნები.გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია სხვა საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც გაშვებულია „მწვანე“ ან „ლურჯი“ დერეფნის გამოყენებით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ასეთი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა და საქონლის გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა/მოცილება დასაშვებია მხოლოდ საბაჟო საწყობის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის/გამოცხადებისა და საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭების შემდეგ.
საბაჟო საწყობის პროცედურის ვადა
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ აღემატება.
განსაკუთრებულ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს საბაჟო საწყობის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისთვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და მახასიათებლიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემოს.
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადის გაგრძელების შემთხვევაში:
წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე თავდაპირველ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონლის შენახვის გაგრძელებული ვადა დღეებში, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციაში მიეთითება საქონლის შენახვის ვადის ამოწურვის ახალი თარიღი;წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი საბაჟო დეკლარაცია.
საბაჟო საწყობის პროცედურა
საბაჟო საწყობის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი დასაწყობდეს:
საბაჟო საწყობში;საბაჟო ორგანოს საწყობში;შენახვის სხვა ადგილზე.შენიშვნა
შენახვის სხვა ადგილების ჩამონათვალი და შემთხვევები როდესაც შესაძლებელია საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის სხვა ადგილზე შენახვა, განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობის პროცედურის შესახებ“ მუხლი 4) ინსტრუქციით
საქართველოში მოქმედი საბაჟო საწყობები შეგიძლიათ მოიძიოთ ბმულზე.
საქონლის საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცევა არ იწვევს იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას და საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
საბაჟო საწყობში, საბაჟო ორგანოს საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად დაზიანებული ან გაფუჭებული საქონელი საბაჟო პროცედურაში ექცევა იმავე წესით, რომლითაც მოექცეოდა ამ სახით არსებული საქონელი.
საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ბუნებრივი ცვეთით;შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, სასაქონლო სახის/მდგომარეობის გაუმჯობესების, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით დასაშვები ქმედებების განხორციელებით.გაითვალისწინეთ! საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის/შეუსრულებლობისათვის განსაზღვრულია საბაჟო სამართალდარღვევების სახეები და შესაბამისი პასუხისმგებლობები
საბაჟო საწყობის პროცედურაში შესაძლებელია მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი, (საქართველოს საქონელი) რომელსაც აქვს დეფექტი ან რომლის რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს. ამასთან, დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;საქონელი საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეულ უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში;საქონლის საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს:პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო – ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ;მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი.შენიშვნა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით ხორციელდება მისი რეექსპორტი, რაც წარმოადგენს ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების საფუძველს.