საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დამატებული ღირებულების გადასახადისგან და მომსახურების საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება

ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია:

  • ტრანზიტის პროცედურაში მოქცეული ან ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
  • გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
  • აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
  • საექსპედიტორო მომსახურება;
  • ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
  • ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
  • საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი გათავისუფლებულია საქონლის გაფორმების მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან .

    საქონლის ტრანზიტი ასევე გათავისუფლებულია:

  • ფიტოსანიტარიულ კონტროლს  დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმების მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან;
  • ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმების მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან.


    ტრანზიტის პროცედურის დასრულება

    ტრანზიტის პროცედურის დასრულების მიზნით, ხორციელდება:

  • საქონლის, შესაბამისი საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტების წარდგენა დანიშნულების საბაჟო ორგანოსათვის ან წარდგენა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე;
  • საქონლის, შესაბამისი მოწმობისა და საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტების წარდგენა დანიშნულების საბაჟო ორგანოსათვის ან წარდგენა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე და შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების საბაჟო ორგანოს წარედგინება საქონლის საბაჟო დეკლარაცია);
  • საქონლის მოქცევა სხვა საბაჟო პროცედურაში;
  • TIR კონვენციით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;
  • ATA  წიგნაკის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვა – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში, აგრეთვე აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში;
  • საქონლის განკარგვა საქართველოს საბაჟო კოდექსის  XV თავის შესაბამისად.
  • გაითვალისწინეთ საქონლის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე წარდგენისას, საბაჟო ორგანო ტრანზიტის პროცედურას დაასრულებს, თუ საქონლის გაგზავნის საბაჟო გამშვებ პუნქტსა და დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე არსებული მონაცემების შედარებით დადასტურდა, რომ ეს პროცედურა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა.


    ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულებები

    ტრანზიტის პროცედურის მფლობელი ვალდებულია:

  • საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარადგინოს საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.
  • თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია, რომლის წარდგენის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას გადასაზიდ საქონელთან დაკავშირებით.
  • შეასრულოს ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
  • ტრანზიტის პროცედურის მფლობელის ვალდებულება შესრულდება და ტრანზიტის პროცედურა დასრულდება, თუ ამ პროცედურაში მოქცეული საქონელი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით წარედგინა დანიშნულების საბაჟო ორგანოს ან წარდგენილ იქნა საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე.

    გადამზიდავი და საქონლის მიმღები, რომლებისთვისაც ცნობილია, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის საფუძველზე გადაადგილდება, ვალდებული არიან საქონელი და მისი თანმხლები დოკუმენტები დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინონ საბაჟო ორგანოს ან წარადგინონ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილზე იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად.


    ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

    დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:

  • სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
  • საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
  • მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.
  • პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს საბაჟო კანონმდებლობით გათალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.

    ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას.

    გაითვალისწინეთ  მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.


    ტრანზიტული გადაადგილების ვადები

    უცხო ქვეყნებს შორის (ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, გამგზავნი საბაჟო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ტრანზიტული გადაადგილების ვადა შეადგენს:

  • საქონლის შემთხვევაში (გარდა ქვემოთ მითითებულისა) – 20 კალენდარულ დღეს;
  • სეს ესნ-ის   8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში – არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეს.
  • შენიშვნა ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.

    გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, ტრანზიტული გადაადგილებისას გამოიყენება შემდეგი ვადები:

  • ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა, გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს;
  • საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში;
  • შენიშვნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული 20-დღიანი ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე;

  • ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“/„ბათუმის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით რეგისტრაციის მომენტიდან/მოწმობის რეგისტრაციის მომენტიდან და დასრულდება გამოცხადებისას საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ ელექტრონულად დადასტურებით;
  • ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“/„ბათუმიდან“ ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 12 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით;
  • ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 1 საათს, რომელიც აითვლება საბაჟო საწყობიდან სატრანსპორტო საშუალების გაშვების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან და დასრულდება მეორე საბაჟო საწყობში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ქვემოთ მითითებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის   8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით;
  • შენიშვნა სეს ესნ-ის  8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის:

  • საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 60-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით;
  • დეკლარირების – საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია),  აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.

  • წარსადგენი დოკუმენტები

    ტრანზიტის პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

  • სატრანსპორტო დოკუმენტი:
  • საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;
  • საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;
  • საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.
  • შენიშვნა სატრანსპორტო დოკუმენტი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ტრანზიტისათვის და საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად განკუთვნილი შემდეგი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე:

    საყარ საქონ;

    ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებულ საყარ საქონ (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა) ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრ (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონებ (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზებ (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილებ, ალუმინის სხმულებ (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელ ნაგლინ (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა).

  • საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა სააგნარიშსწორებო დოკუმენტი).
  • საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი – ტრანზიტისათვის განკუთვნილი ზემოთ მითითებულ შენიშვნაში აღნიშნული საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში.
  • შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
  • იხილეთ არასატარიფო , ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი 


    ტრანზიტის დეკლარირება

    საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხოური საქონლის ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილება შესაძლებელია:

  • საქონლის საბაჟო დეკლარაციით, თუ ხორციელდება:
  • საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები საბაჟო პროცედურა განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით;
  • მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
  • საქართველოდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის ტრანზიტის დასრულება (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).
  • საქონლის დეკლარირება ტრანზიტის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი ფორმით:

    მატერიალური ფორმით - როდესაც გაფორმების ორგანოს თანამშრომლის მიერ სერვისის მიწოდება ხორციელდება დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის მიერ მატერიალური ფორმით წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე;

    ელექტრონული ფორმით - როდესაც გაფორმების ორგანოს თანამშრომლის მიერ სერვისის მიწოდება ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონულად, მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით წარდგენილი განცხადებისა (დეკლარირება - ტრანზიტი) და დოკუმენტების საფუძველზე;

    „eCustoms“-ში დაშვების უფლების მქონე პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი/დეკლარანტი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.

  • რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტით – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის შემთხვევაში;
  • ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადასატანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით შემდეგ შემთხვევებში:
  • გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანისას ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილებისას;
  • სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილებისას.
  • საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით – ზემოაღნიშნული შემთხვევებისა და TIR კონვენციის შესაბამისად გადაადგილების გარდა სხვა შემთხვევებში.  
  •  ''საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად – თუ გადაზიდვა იწყება და სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ – ATA წიგნაკის გამოყენებით. 
  • შენიშვნა:

  • ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, მითითებული დოკუმენტები ითვლება საბაჟო დეკლარაციად.
  • საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა შეიძლება შეივსოს აგრეთვე სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც ტრანზიტით გადაადგილებისას წარმოადგენს სასაქონლო პარტიის მფლობელს.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის უცხოური საქონლის გადაადგილება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს TIR კონვენციის შესაბამისად – თუ გადაზიდვა იწყება ან სრულდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ – TIR-წიგნაკის გამოყენებით.                                                          

    სახმელეთო გზით შემოტანილი და საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის გადაადგილება ხორციელდება გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოწერილი მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით, ხოლო საქონლის (გარდა კონტეინერებში და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) ტრანზიტის პროცედურის დასრულების მიზნით, დანიშნულების საბაჟო ორგანოში დამატებით წარედგინება საქონლის საბაჟო დეკლარაცია.

    საზღვაო გზით შემოტანილი და საქართველოდან  სახმელეთო ტრანსპორტით გასატანი (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები ან/და სხვა დოკუმენტებით) საყარი საქონლის ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული მოწმობის გამოწერით შესაძლებელია საზღვაო სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოტვირთვამდეც.

    შენიშვნა:

    რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა ან დამოწმებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან საბაჟო დეკლარაცია ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალება ჩაითვლება დროებით შენახვის დეკლარაციად:

  • რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით:
  • გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისას, როდესაც საქონელი არ ჩამოიტვირთება სატრანსპორტო საშუალებიდან;
  • გადაადგილებული იმ საქონლის დროებით შენახვისას, რომელიც საბაჟო საწყობში ან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა დროებით შენახვის დეკლარაციის წარდგენის 30-დღიანი ვადა.
  • საბაჟო დეკლარაციის წარდგენით საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას;
  • საზღვაო გზით შემოტანილი და საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერით ტრანზიტში დეკლარირებული საყარი საქონლის დროებით შენახვისას.
  • საბაჟო საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია, მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე სსიპ – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით ასახოს ინფორმაცია განხორციელებული ნიშანდების თაობაზე.


    ტრანზიტის პროცედურა

    ტრანზიტის პროცედურა საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი გადაადგილდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე ორ პუნქტს შორის.

    უცხოური საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილდება:

  • უცხო ქვეყნებს შორის (ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით, გამგზავნი საბაჟო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე;
  • გამგზავნი საბაჟო ორგანოდან/ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან/საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული სხვა ადგილიდან – დანიშნულების საბაჟო ორგანომდე/სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე/საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილამდე.
  • შენიშვნა:

    გამგზავნი საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო), საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა ან/და სადაც ხორციელდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტში დეკლარირება.

    დანიშნულების საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო), სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა ან/და სადაც ხორციელდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების წარდგენა ტრანზიტის პროცედურის დასრულების მიზნით.

    ტრანზიტის პროცედურის გამოყენება არ იწვევს:

  • იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობას;
  • საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
  • საქონელი, რომელიც გადაიზიდება ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა ამ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:

  • ბუნებრივი ცვეთით;
  • ტრანსპორტირებით;
  • შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის, პროცედურის მფლობელის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით, შეიძლება:

  • მოექცეს საბაჟო საწყობის პროცედურაში, ან
  • შენახულ იქნეს დროებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  • პროცედურის მფლობელის/დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საბაჟო ორგანო ადასტურებს პროცედურის მფლობელის/დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ გადაუმუშავებლობის სერტიფიკატს რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება პროცედურის მფლობელს/დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საბაჟო ორგანოს. 

    გაითვალისწინეთ გზათსარგებლობის საფასური, რომელიც არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, გადაიხდება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ინფრასტრუქტურის უტილიზაციისათვის.

    საბაჟო წარმომადგენლობის პირობა, რომ წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული, არ ვრცელდება ტრანზიტის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.

    გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა 

      ATA წიგნაკის გამოყენებით საქონლის ტრანზიტული გადაადგილებისას საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, თუ ამ ვალდებულების შესაბამისი იმპორტის გადასახდელების ოდენობა აღემატება ATA წიგნაკით გათვალისწინებული საგარანტიო თანხის ოდენობას, სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება საქონლისა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს.


    text