გადასახადების დაბრუნება ან/და ჩათვლა
საქონლის რეექსპორტის განხორციელებისას დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება:
დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში– სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა) და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელს შორის;თუ თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას გადახდილი იმპორტის გადასახდელის (გარდა იმ თანხებისა, რომელზედაც გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ჩათვლა).ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია რეექსპორტში მოქცეული საქონლის (რაც დასტურდება საქონლის თანმხლები დოკუმენტებით) გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა. აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებულ მომსახურებას განეკუთვნება:
გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;საექსპედიტორო მომსახურება;ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
რეექსპორტის დასრულება
საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:
სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით;ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის გამოყენებით დროებით შემოტანილი საქონლის რეექსპორტისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ან მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით – როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა ან არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილზე წარდგენისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი წარდგენის/გამოცხადებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს.რეექსპორტის საბაჟო პროცედურით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო პროცედურის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.
ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს საბაჟო კანონმდებლობით გათალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.
ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას.
გაითვალისწინეთ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადები
რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში.
რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
რეექსპორტის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
რეექსპორტის განსაზღვრისას წარედგინება:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.შენიშვნა სატრანსპორტო დოკუმენტი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაცია წარედგინება რეექსპორტისათვის და საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად განკუთვნილი შემდეგი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე:
– საყარი საქონელი;
– ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული საყარი საქონელი (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა) ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრა (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზები (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილები, ალუმინის სხმულები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინი (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა).
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა სააგნარიშსწორებო დოკუმენტი).საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი – რეექსპორტისათვის განკუთვნილიზემოთ მითითებულ შენიშვნაში აღნიშნული საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში. შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.იხილეთ არასატარიფო და ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული კონტროლი
რეექსპორტში დეკლარირება
საქონლის დეკლარირება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი ფორმით/გზით:
ელექტრონული ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას ელექტრონული განცხადებით „დეკლარირება - რეექსპორტი“;მატერიალური ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს ვიზიტს გაფორმების ორგანოში;„eCustoms“-ში დაშვებული პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.საქონლის რეექსპორტისას საბაჟო ორგანოს წარედგინება:
რეექსპორტის დეკლარაცია, რომელიც ივსება საქონლის საბაჟო დეკლარაციის ფორმით:საბაჟო საწყობის ან დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით მოქცეული საქონლის რეექსპორტისას;იმ საქონლის (საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის გარდა) რეექსპორტისას, რომელსაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ ჩამოერთვა საქართველოს საქონლის სტატუსი; მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისას; საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვისას, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ რეექსპორტში დეკლარირებული საქონელი. აღნიშნული არ ვრცელდება საფოსტო გზავნილით გადაადგილებულ საქონელზე.პირის მოთხოვნით, იმ საქონლის რეექსპორტისას, რომელიც განთავსებულია დროებით შენახვის ადგილზე ან წარდგენილია გაფორმების საბაჟო ორგანოში.რეექსპორტის დეკლარაცია, რომელიც ივსება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ფორმით – მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საბაჟო საწყობის ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტისას.რეექსპორტის შეტყობინება, რომელიც ივსება:საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ფორმით – თუ განზრახულია უცხოური საქონლის თავისუფალი ზონიდან რეექსპორტი ან დროებით შენახული საქონლის რეექსპორტი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილია დროებით შენახვის ადგილზე განთავსებული ან გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის რეექსპორტის დეკლარაციის გამოყენებით რეექსპორტი).მოწმობის ფორმით – საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტისას, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც მოწმობის გამოყენებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვით ან როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის ფორმით – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი – როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა ან არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილზე წარდგენისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი წარდგენის/გამოცხადებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს.დროებით შემოტანის პროცედურაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.
საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირების დროს რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება:
საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა;საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაცია – როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა ან არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილზე წარდგენისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი წარდგენის/გამოცხადებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს.საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირის მიერ მოთხოვნილია დროებით შენახვის ადგილზე განთავსებული ან გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონლის რეექსპორტის დეკლარაციის გამოყენებით რეექსპორტი ან როდესაც რეექსპორტში მოწმობის ფორმით დეკლარირდება საფოსტო გზავნილით გადაადგილებული საქონელი), თუ არ არსებობს წინმსწრები საქონლის საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული პროცედურა, ხოლო TIR-წიგნაკით, მოწმობით ან ელექტრონული მოწმობით შემოტანილი საქონლის გადაადგილება ხორციელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში სრული ან ნაწილობრივი გადატვირთვის გარეშე, რეექსპორტის დეკლარაციად ითვლება TIR-წიგნაკი ან საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა ან ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება რამდენიმე გამგზავნის მიერ დეკლარირებული საქონელი.
გაითვალისწინეთ:
– როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში, ხოლო მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე – შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდის მეშვეობით.
– როდესაც რეექსპორტის დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2)“.
შენიშვნა აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;რომლებსაც წინმსწრები საბაჟო პროცედურაში გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება, გარდა დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა.როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა ან არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილზე წარდგენისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი წარდგენის/გამოცხადებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს
რეექსპორტის განხორციელების შემთხვევები
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე: ახორციელებს საქონლის დეკლარირებას რეექსპორტში, ან აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის გამოყენების განზრახვას და ამ მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე ან წარადგენს გაფორმების საბაჟო ორგანოში.როდესაც განზრახულია საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსებული საქონლის რეექსპორტი (გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა);როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;როდესაც განზრახულია მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის რეექსპორტი;როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე;როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული (გარდა ტრანზიტის პროცედურის შესაბამისად გადაადგილებულისა და საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა ან არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილზე წარდგენისა), საქართველოში არარეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი წარდგენის/გამოცხადებისათვის დადგენილ შესაბამის ვადაში საქართველოს საბაჟო ტერიტორიის დატოვების მიზნით წარედგინება საბაჟო გამშვებ პუნქტს;როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, მისი მისაბმელი ან ნახევრად მისაბმელი, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას;როდესაც რეექსპორტი ხორციელდება საქონლის განკარგვის განზრახვის შესახებ საბაჟო ორგანოს წერილობითი შეტყობინების შესრულების მიზნით, ამავე შეტყობინებით დადგენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადის (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს) ფარგლებში;როდესაც ხორციელდება საქონლის თავისუფალი ზონიდან რეექსპორტი;როდესაც ხორციელდება დროებით შენახული უცხოური საქონლის დასაწყობების ადგილიდან რეექსპორტი; თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება. გაითვალისწინეთ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული ზემოაღნიშნული საქონლის რეექსპორტის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:
საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;შესაძლებელი უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი;საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების დღიდან 6 თვეში.სხვა შემთხვევებში, როდესაც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.აღნიშნულ შემთხვევაში, რეექსპორტის გამოყენების შესახებ საბაჟო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საქონლის დროებით შენახვის დეკლარაციის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე.
რეექსპორტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:
საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა
რეექსპორტის გამოყენება
რეექსპორტი საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან.
რეექსპორტის განხორციელებისას საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია:
ბუნებრივი ცვეთით; ტრანსპორტირებით; შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, შეიძლება ეს საქონელი დაექვემდებაროს რეექსპორტს.
შენიშვნა რეექსპორტის დეკლარაციის წარდგენით დეკლარირებული საქონლის გაფორმების მომსახურების საფასურის ტარიფი შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გასატანი (გარდა შიდა გადამუშავების ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის რეექსპორტისა, ან როდესაც დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება) ტვირთის გადაზიდვა ექვემდებარება გზათსარგებლობის საფასურის გადახდას.