ექსპორტის პროცედურის დასრულება
საქონლის ექსპორტის პროცედურის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, აღრიცხვის მოწმობის, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობის ან/და საბაჟო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით.
იმ შემთხვევაში, როდესაც ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით, დაბრუნების პირობით გასატანი საქონლის ექსპორტის პროცედურაში დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ხოლო ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის) წარდგენით, საქონლის ექსპორტის პროცედურის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ხოლო ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის) კონტროლიდან მოხსნითა და ATA წიგნაკის ყდის წინა გვერდის „H.b“, „H.c“ და „H.d“ გრაფებისა და ყვითელი ძირითადი გვერდის (ყუის) „ექსპორტის“ განყოფილების მე-4 – მე-7 გრაფების შევსებით.
ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის (სდ) წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას, ზედნადების/სდ-ის წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.
ექსპორტის გადასახადები და გაფორმების მომსახურების საფასური
საქართველოდან საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან და გაფორმების მომსახურების საფასურისგან, გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის, შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის, არააგლომირირებული კონცენტრირებული წიდისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების ექსპორტის პროცედურაში გაფორმებისა, გაფორმებისა, რომელზეც მომსახურების საფასური განსაზღვრულია შემდეგნაირად:
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტი – 1 ტონა 320 ლარი;შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტი – 1 ტონა 40 ლარი;არააგლომირირებული კონცენტრირებული წიდის ექსპორტი – 1 ტონა 20 ლარი; ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტი – 1 ტონა 50 ლარი;შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტი – 1 ტონა 10 ლარი.ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტი – 1 კილოგრამი 6 ლარი.შენიშვნა:
შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართად და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენად (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) მიიჩნევა ლითონის მეორადი ნედლეული, რომელიც განკუთვნილია საწარმოო გადამუშავებისათვის და რომელიც წარმოიშობა ლითონის წარმოების ან მექანიკური დამუშავების პროცესში, ასევე ლითონის ის ნაკეთობები, რომლებიც გამოუსადეგარია იმ დანიშნულებით გამოსაყენებლად, რისთვისაც ისინი შეიქმნა გატეხვის, გაცვეთის (მათ შორის, მორალური), მექანიკური, ქიმიური დაზიანების ან სხვა მიზეზთა გამო.შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართისა და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენისა და ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის გარდა) განმარტება არ მოიცავს შავი ლითონის სხმულებს, ზოდებს, ნაგლინს, სხვა პირველადი გადამუშავების ნედლეულსა და ნახევარფაბრიკატებს, რომლებიც კლასიფიცირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 7201, 7102, 7203, 7205, 7206, 7207 სასაქონლო პოზიციებსა და 7204 50 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში;შავი ლითონის წარმოების ნარჩენად მიიჩნევა ლითონის მაღალი (20%-იანი და მეტი) შემცველობის მქონე ნარჩენი;ფერადი ლითონის დაუმუშავებელ შენადნობად მიიჩნევა ფერადი ლითონი ან/და ფერადი ლითონების შენადნობი წარმოდგენილი შოთების, ზოდების, ლუგვების, ბრიკეტების ან სხვა პირველად ფორმებში.არააგლომირირებულ კონცენტრირებულ წიდად მიიჩნევა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2601 11 000 01 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული საქონელი.
ექსპორტის პროცედურის შეცვლა სხვა პროცედურით
დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი მოტივირებული განცხადების საფუძველზე შეცვალოს შემდეგი პროცედურით:
გარე გადამუშავების პროცედურით;თავისუფალი ზონის პროცედურით.
ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის ვადა
ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში შენახვის ვადა არ უნდა აღემადებოდეს 120 კალენდარულ დღეს.
შენიშვნა საბაჟო საწყობში დროებით შენახვის 120-დღიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის ვადა
საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
შენიშვნა: საქონლის საბაჟო საწყობში ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატანი საქონლის საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვის შემთხვევაში, აღნიშნული ვადის დინება ჩერდება საქონლის დროებით შენახვის ვადით და განახლდება დროებით შენახვის დასრულებისთანავე.
ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით ექსპორტის პროცედურაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.
საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადა
ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადაა:
საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე.საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვისას − დროებით შენახვის დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღე, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის ვადის არაუმეტეს 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში – არაუგვიანეს გაგრძელებული ვადა.საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე.გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე – თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე.წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში – საქონლის საბაჟო ორგანოში წარდგენამდე არაუადრეს 45 კალენდარული დღისა.გაითვალისწინეთ თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ექსპორტის დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საბაჟო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.
წარსადგენი დოკუმენტები
ექსპორტის პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
სატრანსპორტო დოკუმენტი: საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.შენიშვნა სატრანსპორტო დოკუმენტი არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ექსპორტისათვის და საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად განკუთვნილი შემდეგი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე:
– საყარი საქონელი ან შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართი;
– ფოთის/ბათუმის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში არსებული საყარი საქონელი (მათ შორის, ე.წ. „ბიგ-ბეგებში“ განთავსებული, წონით არანაკლებ 300 კგ-ისა) ფოლადის/პლასტიკის არმატურის ან ლითონის წნულების შეკვრა (სიგრძით არანაკლებ 12 მ-ისა და წონით არანაკლებ 500 კგ-ისა), ლითონის რულონები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) ან ავზები (არანაკლებ 500 ლიტრი ტევადობისა), ლითონის ან პლასტმასის მილები, ალუმინის სხმულები (წონით არანაკლებ 500 კგ-ისა) და ლითონის ბრტყელი ნაგლინი (შეკვრით ან შეკვრის გარეშე, წონით არანაკლებ 500 კგ-ისა).
საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ან სხვა სააგნარიშსწორებო დოკუმენტი).ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. შენიშვნა ექსპორტის პროცედურის გამოყენებისას ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით.
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის შესაბამისად.იხილეთ არასატარიფო , ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლი
საქონლის დეკლარირება
საქონლის დეკლარირება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:
წინასწარი დეკლარირება;არაწინასწარი დეკლარირება:ელექტრონული ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას ელექტრონული განცხადებით არაწინასწარი დეკლარირება - ექსპორტი ;მატერიალური ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს ვიზიტს გაფორმების ორგანოში;„eCustoms“-ში დაშვებული პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.ექსპორტის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:
გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით:ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას;გაფორმების საბაჟო ორგანოში საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის წარდგენით – საფოსტო გზავნილი გასატანი საქონლის შემთხვევაში. „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციის (ATA კონვენცია) შესაბამისად, ATA წიგნაკის გამოყენებით საქართველოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით, დაბრუნების პირობით გატანის შემთხვევაში, ექსპორტის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საბაჟო ორგანოში საქონლის საბაჟო დეკლარაციის (ხოლო ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებისას – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის) წარდგენით.
წინასწარი დეკლარირება
ექსპორტის პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანამდე არა უადრეს 45 კალენდარული დღისა.
დეკლარაციის დასარეგისტრირებლად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს.
წინასწარი დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამგხავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების მოთავსება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება რისკების მართვის სისტემის მიერ შერჩეული დერეფნის გათვალისწინებით.
მწვანე და ლურჯი დერეფნების შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში სრულდება საქონლის გაფორმება;ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; წითელი დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ღონისძიებებისა და გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში.
ექსპორტის პროცედურა
ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), ასევე საქართველოს საქონელი გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში.
საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა:
გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა;საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონლისა, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში;საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან და აქციზისგან. ამასთანავე, ასეთი მიწოდებისთვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება.ექსპორტის პროცედურა შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს:
გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს;თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს.ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ან თავისუფალ ზონაში შეტანისას უნდა იყოს ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის პროცედურის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს (გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით).
საქონლის ექსპორტის პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან თავისუფალ ზონაში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის.
გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა