დროებით შემოტანის პროცედურის დასრულება
დროებით შემოტანის პროცედურა დასრულებულად ითვლება, თუ:
საქონელი გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან შესაბამისი საბაჟო ფორმალობების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში;საქონელი განადგურდა ნარჩენების გარეშე;საქონელი გადაცემულია სახელმწიფოსთვის. ATA წიგნაკის გამოყენებით დროებით შემოტანილ საქონელზე პროცედურის დასრულების მიზნით, დროებით შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა):
საქონლის სრულად გატანის შემთხვევაში, საქონელი უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს, საიდანაც მოხდება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო ფორმალობების დაცვით;საქონლის ნაწილის გატანის შემთხვევაში, ეს საქონელი უნდა წარედგინოს უახლოეს გაფორმების საბაჟო ორგანოს, სადაც ხორციელდება დროებით შემოტანილი საქონლის ნაწილის რეექსპორტში დეკლარირება, ხოლო საქონლის დანარჩენი ნაწილი ექცევა სხვა საბაჟო პროცედურაში ან მის მიმართ ხორციელდება საქონლის განკარგვის ღონისძიებები. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს:
სათანადოდ გაფორმებული: საქონლის საბაჟო დეკლარაცია;საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4;ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია;ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია;კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.სათანადო წესით შევსებული და დამოწმებული ATA წიგნაკის თეთრი ძირითადი გვერდის (ყუის) „რეექსპორტის“ განყოფილება;„საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციის „A დანართის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი
საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, დროებით შემოტანის პროცედურაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:
აქციზური საქონელი, გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა, 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლებისა (მოპედების ჩათვლით) და გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;პესტიციდები, აგროქიმიკატები, კვების პროდუქტები, მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;სახიფათო ნარჩენები;არასახიფათო ნარჩენები;რადიოაქტიური ნარჩენები;საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები; სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა); უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები;„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ოზონდამშლელი ნივთიერებები ; სეს ესნ-ის 9504 30 სუბპოზიციით გათვალისწინებული სათამაშო აპარატები.
გადასახადებისაგან გათავისუფლება
იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანა.
ჩათვლის უფლებით დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევამდე ამ საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პუნქტებს შორის გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული შემდეგი მომსახურების გაწევა (გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა):გადაზიდვისას ტვირთის ან/და სატრანსპორტო და გადაზიდვის საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;აეროსანავიგაციო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;საექსპედიტორო მომსახურება;ტვირთის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის) და ტრანსპორტირებისათვის შეფუთვის მომსახურება;ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და აღნიშნულ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევა (გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა).
ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები
დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს საბაჟო კანონმდებლობით გათალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.
ავარიის ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევას, რეექსპორტს ან განკარგვას/განადგურებას.
გაითვალისწინეთ მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.
პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა
საბაჟო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი ან/და მასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირს.
ზემოაღნიშნულ შემთხვევაში საქონლის გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.
დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის შემთხვევაში, პირს წარმოეშობა საქონლის დეკლარირების ვალდებულება.
აღრიცხვის წარმოება
დროებით შემოტანის პროცედურის მფლობელმა უნდა აწარმოოს შემდეგი მონაცემების აღრიცხვა:
დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მოექცა სხვა საბაჟო პროცედურაში ან გატანილ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან განადგურდა ნარჩენის გარეშე ან გადაეცა სახელმწიფოს- ინფორმაცია საბაჟო პროცედურის დასრულების შესახებ;საბაჟო დოკუმენტების, საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის და პროცედურის შესაბამის შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები;დეტალები საქონლის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ნიშნების, საიდენტიფიკაციო ნომრების, შეფუთვის რაოდენობისა და სახეობის, საქონლის რაოდენობისა და ნორმალური კომერციული ან ტექნიკური აღწერილობის შესახებ; ინფორმაცია საქონლის ადგილმდებარეობისა და მისი ნებისმიერი გადაადგილების შესახებ;საქონლის საბაჟო სტატუსი;დეტალური ინფორმაცია ეკვივალენტური საქონლის გამოყენების თაობაზე, ასეთის გამოყენების შემთხვევაში; ინფორმაცია საქონლის ან/და პროცედურის მფლობელის უფლებებისა და მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემის თაობაზე, ასეთი გადაცემის შემთხვევაში;განსაკუთრებული შემთხვევებში, საბაჟო ორგანოს მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.
იმპორტის გადასახდელის ოდენობა და თანხის გადახდის განრიგი
იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას;
შენიშვნა! გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შესაბამისი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.
დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეულ, იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ რისთვისაც განსაზღვრავს:
იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;თანხის გადახდის ვადებს.იმ შემთხვევაში, როდესაც დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს“ ავსებს სააგენტო.
გაითვალისწინეთ, განრიგში აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.
საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები
საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას წარედგინება:
სატრანსპორტო დოკუმენტი:საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი; საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები; სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.შესაბამისი ნებართვა ან/და ლიცენზია ან/და სერტიფიკატი ან/და სხვა დამატებითი დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. (იხილეთ არასატარიფო კონტროლი)
დროებით შემოტანის პროცედურაში დეკლარირება
დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:
საქონლის საბაჟო დეკლარაციით; საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით; ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით; იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებით შემოტანისას: ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას; საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.ATA წიგნაკით – „საქონლის დროებითი შემოტანის შესახებ“ სტამბოლის 1990 წლის 26 ივნისის კონვენციით ან „საქონლის დროებითი შემოტანისათვის ATA წიგნაკის შესახებ“ ბრიუსელის 1961 წლის 6 დეკემბრის საბაჟო კონვენციით (ATA კონვენცია) გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანისას.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ადგენს „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს (ფორმა 2).
შენიშვნა აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:
რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;რომელსაც წინმსწრები საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება.საქონლის დეკლარირება შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი გზით:
წინასწარი დეკლარირება;არაწინასწარი დეკლარირება:ელექტრონული ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენას ელექტრონული განცხადებით არაწინასწარი დროებითი შემოტანა;მატერიალური ფორმით - როდესაც დეკლარირების მიზნით, დაინტერესებული პირი ახორციელებს ვიზიტს გაფორმების ორგანოში;„eCustoms“-ში დაშვებული პირის მიერ - როდესაც დაინტერესებული პირი „eCustoms“-ის მეშვეობით თავად ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებასა და რეგისტრაციას.წინასწარი დეკლარირება
დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე არა უადრეს 45 კალენდარული დღისა.
საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს.
დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დეკლარანტისათვის აღნიშნული საქონლის მფლობელობაში გადაცემის ვადა არანაკლებ 45 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის კონკრეტულ ვადას.
იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებისას, გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას.
წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება რისკების მართვის სისტემის მიერ შერჩეული დერეფნის გათვალისწინებით.
მწვანე და ლურჯი დერეფნების შემთხვევაში, საქონლის გაფორმება სრულდება საბაჟო გამშვებ პუნქტში;ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;წითელი დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ღონისძიებებისა და გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში. გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება ასევე ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება და საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია:
იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა დარღვეულია;ავტოსატრანსპორტო საშუალება დაულუქავია (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია);გარეგნული დათვალიერების შედეგად არსებობს საქონლის გაფუჭების ან დაზიანების აშკარა ნიშნები.
საქონლის დროებით შემოტანის ვადები
დეკლარანტი განსაზღვრავს ვადას არაუმეტეს 3 წლით, რომლის განმავლობაშიც დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცეული საქონელი უნდა მოექცეს სხვა საბაჟო პროცედურაში ან უნდა განხორციელდეს მისი რეექსპორტი. აღნიშნული ვადა აითვლება დროებით შემოტანის პროცედურაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.
თუ ერთი პროცედურის მფლობელი დროებით შემოტანის პროცედურას საქონლის სხვა სპეციალურ პროცედურაში მოქცევით ასრულებს და შემდეგ ეს საქონელი ისევ ექცევა დროებით შემოტანის პროცედურაში, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევის ჯამური ვადა 3 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე გაზარდოს მის მიერ განსაზღვრული ვადა ან/და ზემოაღნიშნული 3-წლიანი ვადა.
დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს 10-წლიან ვადას, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, მათ შორის, თუ აღნიშნული საქონელი გამოიყენება:
ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის განსახორციელებლად;მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად;მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განსახორციელებლად;საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან კულტურული დანიშნულებით.საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.
შენიშვნა საქონლის დროებით შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელებისას, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის წარდგენა შეუძლებელია მისი დემონტაჟის ან/და წარმოების უწყვეტი ციკლის შეფერხების გარეშე ან/და მისი დათვალიერება საბაჟო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე.
დროებით შემოტანის პროცედურა
დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენებით უცხოური საქონელი, რეექსპორტის განხორციელების პირობით, შეიძლება შემოტანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გამოყენების მიზნით, რაც არ იწვევს საქონლის მიმართ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიების გამოყენებას, თუ ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.
დროებით შემოტანისას საქონელი სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან.
იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხა
იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანის პროცედურაში შეიძლება მოექცეს მხოლოდ ის უცხოური საქონელი, რომელიც არ შედის იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის ნუსხაში.
გაითვალისწინეთ დროებით შემოტანის პროცედურაში მოსაქცევი საქონელი უნდა დარჩეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დაფუძნებული პირის საკუთრებაში.
დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია:
არსებობდეს საქონლის საიმედო იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:საქონლის იდენტიფიკაციის შეუძლებლობა, მისი მახასიათებლისა და გამოყენების მიზნის გათვალისწინებით, არ გამოიწვევს ამ პროცედურის პირობების დარღვევას;ეკვივალენტური საქონლის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ეკვივალენტურ საქონელთან დაკავშირებული პირობების შესრულების შემოწმება;წარდგენილ იქნეს გარანტია, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა;დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით;შესრულდეს საქონლის იმპორტის გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.პირის განცხადების საფუძველზე, საბაჟო ორგანომ შესაძლებელია გასცეს თანხმობა დროებით შემოტანის პროცედურაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენებაზე.
გაითვალისწინეთ, დროებით შემოტანის პროცედურაში ეკვივალენტური საქონლის გამოყენება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმპორტის გადასახდელის გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით პალეტის, კონტეინერის ან/და მათი სათადარიგო ნაწილების, აქსესუარების/მოწყობილობების დროებით შემოტანისას.
გაითვალისწინეთ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა
წინასწარი დეკლარირება
დროებით შემოტანის პროცედურაში (იმპორტში) საქონლის დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე არა უადრეს 45 კალენდარული დღისა.
საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:
ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით. აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.
მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.
დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს.
დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დეკლარანტისათვის აღნიშნული საქონლის მფლობელობაში გადაცემის ვადა არანაკლებ 45 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის კონკრეტულ ვადას.
იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებით შემოტანის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებისას, გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბაჟო პროცედურაში საქონლის მოქცევის ვადას.
წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:
სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს „eCustoms“-ის გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება რისკების მართვის სისტემის მიერ შერჩეული დერეფნის გათვალისწინებით.
მწვანე და ლურჯი დერეფნების შემთხვევაში, საქონლის გაფორმება სრულდება საბაჟო გამშვებ პუნქტში;ყვითელი დერეფნის შერჩევის შემთხვევაში, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟოსთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე;წითელი დერეფნის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ღონისძიებებისა და გაფორმების შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, საქონლის განთავსება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში.გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება ასევე ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება და საქონლის დათვალიერება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია:
იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა დარღვეულია;ავტოსატრანსპორტო საშუალება დაულუქავია (გარდა საყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული ავტოტრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას, გადაადგილების შემთხვევებისა, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდების გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია);გარეგნული დათვალიერების შედეგად არსებობს საქონლის გაფუჭების ან დაზიანების აშკარა ნიშნები.