საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის ჩათვლის დოკუმენტი.
დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება შემდეგი სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები:
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-05, დანართი №III-051 );ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (დანართი №III-09);კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მათ შორის ელექტრონული ფორმით, გამოიწერება დანართი №III-05 ფორმით. ამავე ფორმის საფ-ი გამოიწერება დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების შემთხვევაში. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირებისას საფ-ი გამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაზე (მიწოდებისას) გამოწერილი იყო საფ-ი.
საქონლის მიწოდებამდე ან მომსახურების გაწევამდე, მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გამოიწერება დანართი №III-051 ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ნავთობპროდუქტების ოპერაციების აღრიცხვის სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით.
კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა - 2021 01 იანვრიდან კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გაუქმდა. თუ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია კომპიუტერული წესით ამობეჭდილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში კსაფ-ი) და აღნიშნულ დასაბეგრ ოპერაციაზე დადგა დღგ-ის თანხის კორექტირების გარემოება, იწერება 2021 წლამდე მოქმედი ამ ინსტრუქციის 56-ე მუხლით გათვალისწინებული კსაფ-ი, რომელშიც მიეთითება იმ კსაფ-ის მონაცემები (სერია, ნომერი), რომლის კორექტირებაც ხდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელს ამოწურული აქვს ნუმერაციის ველი კორექტირების კსაფ-ის გამოწერის მიზნით იგი უფლებამოსილია, მოითხოვოს და შემოსავლების სამსახურის მიერ მასზე უფასოდ გამოიყოფა ახალი ნუმერაციის ველი.