როდის არ არის სავალდებულო სასაქონლო ზედნადების გამოყენება
სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის:
საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე – სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციის, აგრეთვე რეგულარული ან უწყვეტი წესით საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგია, გაზი, წყალი) ტრანსპორტირების ან მიწოდების შემთხვევაში; საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტებით ტრანსპორტირების შემთხვევაში; სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის არსებობისას;თუ ხორციელდება მხოლოდ იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელება, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ აქვს და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.გაზეთების, ჟურნალებისა და მათი გამომცემლების მიერ მათთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებისას, გარდა გამომცემლის მიერ პირველადი მიწოდების შემთხვევისა. საგანგებო სიტუაციებში და გადაუდებელი დახმარების გაწევის (სახანძრო, სამაშველო, გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, ბუნებრივი გაზით, წყლით, ელექტროენერგიით მომარაგების ან საკანალიზაციო სისტემების ავარიული დაზიანების აღმოფხვრის) აუცილებლობის მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებისას; პირისათვის მომსახურების გასაწევად განკუთვნილი იმ სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ტრანსპორტირებისას, რომელიც რჩება მომსახურების გამწევის საკუთრებაში;მკაცრი აღრიცხვის ფორმების ტრანსპორტირების შემთხვევაში;მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის ტრანსპორტირებისას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ან/და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სამშენებლო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორთა მიერ მშენებლობასთან დაკავშირებული საქონლის (მასალების, ხელსაწყოებისა და დანადგარების, ასევე, მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი გამონამუშევარის – მიწისა და ქანების) ტრანსპორტირებისას, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულო არ არის, თუ ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების პუნქტები მდებარეობს სამშენებლო მოედნის ფარგლებში.რეგულაციით სარგებლობის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება.თუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები არ გამოიწერება.
ელექტრონული სერვისებით სარგებლობის შეზღუდვის დროს სასაქონლო ზედნადების შევსება
თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ ხერხდება სისტემასთან დაკავშირება და შეუძლებელია ზედნადების ელექტრონულად შევსება, აღნიშნულის შესახებ შეტყობინება „ტექნიკური მიზეზების გამო, ელექტრონული სერვისებით სარგებლობა დროებით შეუძლებელია. ზედნადების ქაღალდური ვერსიის გამოსაწერად ისარგებლეთ ღილაკით „დამატებითი სერვისი““, ავტომატურად განთავსდება სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) და ვებგვერდზე - www.eservices.rs.ge . ასეთ შემთხვევაში, პირი ხელით ავსებს ღილაკი „დამატებითი სერვისი“-ის საშუალებით ამობეჭდილ, ზედნადების შესაბამის ცარიელ ფორმას, რომელსაც უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი ენიჭება სისტემის მიერ.
ზედნადების ხელით შევსებისას, როდესაც ერთი ზედნადები არასაკმარისია, შესაძლებელია ამობეჭდილ და გამოყენებულ იქნას „სასაქონლო ზედნადების დანართი“, რომლის პირველ სტრიქონში სისტემის მიერ იწერება იმ ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. „სასაქონლო ზედნადების დანართი“ ივსება ზედნადებთან ერთად.
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულოა შემდეგ საქონელზე:
მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ: ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი; ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი;ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი; საპარკეტე ფრიზაზე – მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი; შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი; ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი; დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე; ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე-მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა); საშეშე მერქანზე – ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული 60 სანტიმეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსიზედნადებში მიეთითება შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსების წესის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეო ინსტრუქციას ხე-ტყის აღრიცხვის განახლებული წესის შესახებ. იხ. ბმული
შესაძლებელია თუ არა სასაქონლო ზედნადების კორექტირება/გაუქმება
გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მოახდინოს ზედნადების გაუქმება ან მასში შეტანილი მონაცემების კორექტირება. ზედნადებში არ იცვლება შემდეგი მონაცემები- ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება ზედნადებს, ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი, და ასევე ზედნადების ტიპი (მაგ. დისტრიბუცია, მიწოდება ტრანსპორტირებით, შიდა გადაზიდვა და ა.შ)
საჭიროების შემთხვევაში გამყიდველის/გამგზავნი ან მყიდველის/მიმღები უფლებამოსილია ზედნადებში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.
სასაქონლო ზედნადების ტიპები ოპერაციის შინაარსის მიხედვით
ოპერაციის შინაარსის (თუ როგორ ხდება საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება) გათვალისწინებით ივსება შემდეგი ტიპის ზედნადებები:
შიდა გადაზიდვა - საქონლის ტრანსპორტირება, როდესაც არ ხდება საქონლის მიწოდება;მიწოდება ტრანსპორტირებით - საქონლის მიწოდება, რომელსაც თან ახლავს გამყიდველის/გამგზავნის ან მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის ტრანსპორტირება;მიწოდება ტრანსპორტირების გარეშე - საქონლის მიწოდება, როდესაც საქონლის მდებარეობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ იცვლება;დისტრიბუცია - საქონლის მიწოდება გამყიდველის/გამგზავნის თანამშრომლების (დისტრიბუტორების) მიერ. აგრეთვე, მომსახურების გაწევის ხელშეკრულების ფარგლებში ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მიერ;უკან დაბრუნება - მყიდველის/მიმღების მიერ საქონლის გამყიდველისათვის/გამგზავნისათვის დაბრუნება.ზედნადებში იწერება საქონლის კოდი რომელიც არის გადასახადის გადამხდელის მიერ ნებისმიერი კომბინაციით შექმნილი ან საბუღალტრო პროგრამაში არსებული ან საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრული კოდი.
რა შემთხვევაშია სავალდებულო სასაქონლო ზედნადების გამოწერა
სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:
ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.
სასაქონლო ზედნადების გამოყენება სავალდებულო არ არის სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდების/ტრანსპორტირების შემთხვევაში, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.
სასაქონლო ზედნადები გამოიწერება ელექტრონულად. გადასახადის გადამხდელს შეუძლია ელექტრონული სასაქონლო ზედნადების შევსება როგორც შემოსავლების სამსახურის ვებ-პორტალიდან (ავტორიზებული მომხმარბლით) ასევე მის სამუშაო ბუღალტრულ პროგრამაში ელექტრონული ზედნადების სერვისის პროტოკოლის ჩაშენების საშუალებით.
ბმული: https://eservices.rs.ge/app/Downloads
ამასთან დაკავშირებით, მოქმედებს
ცხელი ხაზის შემდეგი ნომერი:
2 262 143.
ზედნადები წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადები არ არის გადასახადების (დღგ, აქციზი) ჩათვლის საფუძველი.
იხ.დამატებითი ინფორმაცია https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=6&tab=1