რას წარმოადგენს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში - ჩგდ) წარმოადგენს საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ.
ჩგდ შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს.
რა შემთხვევაშია შესაძლებელი ჩგდ-ს გამოყენება
პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე, საქონლის რეალიზაციისას პირს შეუძლია გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით - წინასწარი თანხმობა გამოფენა/პრეზენტაციის ადგილზე, რეგისტრირებული სსა-ის გამოყენება ან მის გარეშე ვაჭრობაზე მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა. შემოსავლების სამსახური განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის შეძენა და საფასური
ჩგდ-ის მიღების მიზნით პირი შესაბამისი განცხადებით - „ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის რეგისტრაციის შესახებ“ ელექტრონულად მიმართავს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვისცენტრს, რომელშიც აღინიშნება:
პირის დასახელება/სახელი და გვარი; პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;პირის იურიდიული მისამართი;გასაცემი ჩგდ-ის რაოდენობა;პირის ხელმოწერა/განცხადების წარდგენის თარიღი.განცხადებას უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთი ცალი ჩგდ-ს ღირებულება შეადგენს - 0,05 ლარს.
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების (შევსების) წესი
ჩგდ-ში მიეთითება შემდეგი მონაცემები:
საქონლის/მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტები:
დასახელება/სახელი და გვარიპირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერიდამატებითი ინფორმაცია (იურიდ. მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, სხვა)საქონლის/მომსახურების მიმღების რეკვიზიტები:
პირის დასახელება/სახელი და გვარი;პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;პირის მისამართიმიწოდებული საქონლის/მომსახურების შინაარსიღირებულება ციფრებით და სიტყვიერადდამატებითი ინფორმაციამიმწოდებელის და მიმღების ხელმოწერა და შევსების თარიღი.
შენიშვნა: მომხმარებელზე ჩგდ-ის გაცემისას შევსებული უნდა იყოს ჩგდ-ში მითითებული ყველა გრაფა, გარდა დამატებითი ინფორმაციის გრაფისა. დამატებითი ინფორმაციის გრაფა ივსება მხოლოდ საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში.
საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ხორციელდება შევსებული ჩგდ-ს კოპირებადი პირის მომხმარებელზე გაცემა.
დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები აისახება შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.
როგორ ხდება ჩგდ-ს აღრიცხვა
ჩგდ შესაბამისი ნუმერაციით აღირიცხება გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (www.rs.ge), აღნიშნულ რეესტრში თითოეულ ჩგდ-ს ენიჭება შესაბამისი სტატუსი: გახარჯული, დაკარგული, გაუქმებული ან ნაშთად არსებული (გაუხარჯავი).
გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან შესაძლებელია განცხადების რეგისტრაცია - „ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა (ავტომატური+)“ , რითიც პირს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია მის სახელზე რეგისტრირებული ჩგდ-ს გაცემის თარიღის, დიაპაზონისა და რაოდენობის შესახებ.
ასევე შესაძლებელია ჩგდ-სთვის უკვე მინიჭებული სტატუსის ცვლილება შემდეგი ელექტრონული განცხადებით: „ ჩგდ-ს სტატუსის ცვლილების შესახებ“.