საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

თქვენი ვალდებულებაა:

  • კეთილსინდისიერად შეასრულოთ საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება;
  • ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე დარეგისტრირდეთ გადასახადის გადამხდელად;
  • დადგენილ ვადებში გადაიხადოთ გადასახადები კანონით გათვალისწინებული ოდენობითა და წესით;
  • საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით განახორციელოთ დეკლარირება, აწარმოოთ აღრიცხვა-ანგარიშგება დადგენილი ფორმითა და წესით;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, წარმოადგინოთ ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი, რომელიც საჭიროა შემოსავლების სამსახურში მომსახურების მისაღებად, საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად;
  • შეინახოთ საგადასახადო ან/და საბაჟო ადმინისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტაცია კანონით დადგენილი წესითა და ვადით;
  • მოთხოვნილი სერვისის მისაღებად, ვადაში გადაიხადოთ მომსახურების საფასური და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოთ მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი მომსახურება გაიწევა უფასოდ;
  • შეასრულოთ შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო ან/და საბაჟო კანონმდებლობით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
  • ხელი შეუწყოთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული, ვალდებულებები და მოვალეობები.

  • თქვენი უფლებაა:

  • პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოთ თქვენი ინტერესები შემოსავლების სამსახურში;
  • საგადასახადო ან/და საბაჟო კუთხით თქვენს უფლებებთან, ვალდებულებებთან, პროცედურებთან და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოთ შემოსავლების სამსახურში თქვენ შესახებ არსებულ ინფორმაციას;
  • საჭიროების შემთხვევაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოთ თქვენზე არსებული ინფორმაციის დამატება, რედაქტირება, წაშლა, განახლება;
  • უფლებამოსილებათა აღსრულების ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს მოსთხოვოთ აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;
  • კანონმდებლობით გარანტირებული საგადასახადო და საბაჟო შეღავათებით სარგებლობა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოთ ან/და მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოთ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა;
  • კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოთ ან/და შემდგომ გადასახდელი მომსახურების საფასურის ვალდებულების დასაფარად გამოიყენოთ ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის თანხა;
  • საგადასახადო და საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოითხოვოთ ინფორმაცია საფუძვლის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინოთ განმარტება შემოსავლების სამსახურის შესაბამის ორგანოში;
  • არ შეასრულოთ და გაასაჩივროთ კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა;
  • კანონით დადგენილი წესით მოითხოვოთ უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • მიიღოთ კომპეტენტური, დროული და თანმიმდევრული მომსახურება;
  • გქონდეთ ინფორმაცია სერვისის მისაღებად საჭირო ვადებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება/ყოვნდება სერვისის მიწოდება, საკითხის სირთულიდან ან სხვა გარემოებიდან გამომდინარე;
  • დადგენილი წესით გაასაჩივროთ შემოსავლების სამსახურის ქმედება ან გადაწყვეტილება.

  • ქარტიით შემოსავლების სამსახურის განაცხადია:

  • საქართველოს კანონმდებლობისა და ეთიკის ნორმების დაცვით საქმიანობა;
  • სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე ადმინისტრაციული წარმოება, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე;
  • გადამხდელთა უფლებების და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა;
  • გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის აღება;
  • საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებისა და შემოსავლების სამსახურში არსებული სერვისების შესახებ სწორი ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
  • ყველა ინსტრუქციისა თუ ინფორმაციის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების უზრუნველყოფა;
  • თანასწორი დამოკიდებულება საგადასახადო ან/და საბაჟო ადმინისტრირებისა თუ სერვისის მიწოდების პროცესში;
  • შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კანონის შესაბამისად და დადგენილი წესით;
  • ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის ასამაღლებლად მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
  • მოწინავე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით მომხმარებლებზე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე, ორიენტირებული სერვისების დანერგვის უზრუნველყოფა;
  • იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების დეკლარირებას ან/და შესრულებას მკაცრი ღონისძიებების გატარება;
  • გადასახადის გადახდისგან თავის არიდების ან/და საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების დარღვევის თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა სახელმწიფოების საგადასახადო, საბაჟო ადმინისტრაციებთან და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

  • გადამხდელთა ქარტია

    გადამხდელთა ქარტია (შემდგომში - ქარტია) გადასახადის გადამხდელთა, საზღვრის მკვეთ პირთა და სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში შემოსავლების სამსახური) სერვისებით მოსარგებლე პირთა უფლებები და ვალდებულებებია.

    ქარტიის მიზანია გააუმჯობესოს საგადასახადო/საბაჟო ურთიერთობები და შექმნას სწორი მოლოდინი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულებისას თუ სერვისების მიწოდებისას.


    text