გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა. გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს:
კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საგადასახადო ორგანოში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას;პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში;საგადასახადო ორგანოს გარდა, სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს არ წარუდგინოს გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტი, თუ ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს;ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით;დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა; მოითხოვოს ინფორმაცია მის მიმართ საგადასახადო კონტროლის განხორციელების საფუძვლის შესახებ;მის მიმართ საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი განმარტება; დაესწროს მის მიმართ ჩატარებულ გასვლით საგადასახადო შემოწმებას, საგადასახადო ორგანოსაგან მიიღოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქმედების განხორციელებისას მოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობის დაცვა;კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;არ შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო აქტი ან მოთხოვნა;კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საგადასახადო ორგანოს უკანონო გადაწყვეტილების ან ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება;ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით.