საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A
  • რა არის მომსახურების საფასური
  • შემოსავლების სამსახურის მიერ, ზოგიერთი მომსახურების გაწევისთვის,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულია მომსახურების საფასური.

    დაინტერესებული პირი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს მომსახურების საფასური. მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურების გადახდა ხორციელდება შემდეგ რეკვიზიტებზე:

    მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;

    მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

    ბანკის კოდი - TRESGE22;  

    მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707017021.

    საფასურის გადახდა ხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში – ლარებში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში.

  • რა შემთხვევაში დაბრუნდება გადახდილი მომსახურების საფასური
  • მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით დაინტერესებულმა პირმა ელექტრონულად უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

    თუ დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი თანხა აღემატება ბარათზე ასახულ გადასახდელი ვალდებულებების თანხას ჩაითვლება, რომ მას გააჩნია ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის თანხა.

    მომსახურების საფასურის თანხა ზედმეტად  გადახდილად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

    ა) დაინტერესებულმა პირმა განცხადების შემოტანამდე/დეკლარაციის დარეგისტრირებამდე/ხელშეკრულების გაფორმებამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება;

    ბ) საფასურის თანხა გადახდილია შეცდომით ან  დადგენილებით განსაზღვრულ

    განაკვეთზე მეტი ოდენობით.

    გ) თუ შემოსავლების სამსახურმა ობიექტური მიზეზით ვერ შეძლო დაჩქარებული

    მომსახურების გაწევა;

    დ) დაინტერესებულ პირს     მომსახურების გაწევაზე უარი ეთქვა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო;

    ე) დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე.

  • გადახდილი მომსახურების საფასური ზედმეტად გადახდილად არ ჩაითვლება და არ დაბრუნდება - თუ დაინტერესებულმა პირმა განცხადების შემოტანის/დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ განაცხადა უარი  მომსახურების მიღებაზე, ან დადგენილი ხარვეზის (გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობისა) გამოუსწორებლობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაინტერესებულმა პირმა შემოსავლების სამსახურის მომსახურების ან საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომსახურების გაწევამდე უარი თქვა აღნიშნული მომსახურების მიღებაზე. მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურისთვის შემდგომი მიმართვისას, პირი ვალდებულია დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს მომსახურების საფასური. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 14​1 გრაფით გათვალისწინებული ოპერაციის შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების გაფორმების მომსახურების საფასურის თანხა არ ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად დაინტერესებული პირის მიერ მოლაპარაკების შეწყვეტის ან ოპერაციების შეფასების ცალმხრივი წინასწარი შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში.
  • თუ დაინტერესებული პირის ბარათზე ფიქსირდება ზედმეტად გადახდილი მომსახურების საფასურის თანხა, შემოსავლების სამსახური აღნიშნულ ზედმეტად გადახდილ თანხას ავტომატურად მიმართავს  შემდგომ გადასახდელი მომსახურების საფასურის ვალდებულების დასაფარავად.
  • დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის განსაზღვრის შემდეგ, განაცხადის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტი ახორციელებს თანხის გადარიცხვას, პირის განაცხადში ასახულ საბანკო ანგარიშზე.
  • ზედმეტად/შეცდომით გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების თაობაზე განცხადების წარდგენა
  • ზედმეტად/შეცდომით გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების მიზნით, გადასახადის გადამხდელი, ავტორიზებული გვერდიდან, ელექტრონული ფორმით წარუდგენს განცხადებას შემოსავლების სამსახურს.

    შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვა ხდება - „მომსახურების ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ“. 

    განცხადებით“.

    განცხადებაში მიეთითება:

    თანხის ზედმეტად/შეცდომით გადახდის მიზეზი;

    დასაბრუნებელი თანხის ოდენობა;

    ბანკის დასახელება;

    ბანკის კოდი;

    ადგილობრივი ვალუტისთვის განკუთვნილი ანგარიშსწორების ანგარიში;

    საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი.                                        

    განცხადებას უნდა დაერთოს:

    მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ლარის ანგარიშის რეკვიზიტები.

  • შეცდომით გადახდილი თანხის კუთვნილების გარკვევა და ბარათზე მისი განაწილება
  • შეცდომით გადახდილი თანხების  კუთვნილების გარკვევის შემთხვევაში წარმოებს მისი ბარათზე სწორი განაწილება.

    მომსახურების საფასურის მესამე პირის მეშვეობით გადახდისას, თუ პროგრამულად ვერ  დასტურდება, რომ დაინტერესებულმა პირმა მომსახურების საფასური გადაიხადა მესამე პირის მეშვეობით, მან თანხის გადატანის მოთხოვნით წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის იმ სტრუქტურულ ერთეულს რომელმაც გაუწია მომსახურება. ამ შემთხვევაში, ამავე სტრუქტურულ ერთეულს, აგრეთვე წარედგინება მესამე პირის წერილობითი განცხადება მომსახურების საფასურის დაინტერესებული პირის სასარგებლოდ გადახდის შესახებ და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

    პირი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით. ელექტრონულად მიმართვა შესაძლებელია გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან „კომუნიკატორი“-ს გამოყენებით და ასევე შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ნაწილში, „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის კორექტირება“.   განცხადებით.

    text