გადასახადის გადამხდელს რა შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების პროცედურითთუ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, გადასახადის გადამხდელს შეუძლია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
შენიშვნა: ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისათვის, ხოლო წარმოქმნილი ზედმეტობა დაბრუნოს.
არარეზიდენტი, რომელიც იღებს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემოსავლებს და იბეგრება გადახდის წყაროსთან, უფლება აქვს, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარადგინოს დეკლარაცია დაკავებული გადასახადის გადაანგარიშებისათვის, ხოლო წარმოქმნილი ზედმეტობა დაიბრუნოს.
გრანტის მიმღებ პირის შემთხვევაში - დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაში.
რა პროცედურის გავლაა საჭირო ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვისზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის საჭიროა პირმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ,,გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ NI-13 დანართის ფორმით, რომელშიც აღწერილი უნდა იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები. მოთხოვნაში ასევე უნდა აღინიშნოს:
საგადასახადო ორგანო, რომელსაც წარედგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა; პირის რეკვიზიტები – სახელი და გვარი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი; გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველი; გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის თარიღი და ხელმოწერა. საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა (NI-13 დანართის ფორმით) წარედგინება ელექტრონული განცხადების - ,,ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადების“ რეგისტრაციისას
პირს რა ვადაში შეუძლია გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენა საგადასახადო ორგანოსთვის საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
გადასახადის გადამხდელს რა შემთხვევაში შეიძლება ,,მოთხოვნაზე“ ეთქვას უარი,,მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს, თუ:
„მოთხოვნა“ წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; გასულია „მოთხოვნის“ წარდგენის ხანდაზმულობის ვადა;„მოთხოვნაში“ არ არის განმარტებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის წარმოშობის საფუძველი;მოთხოვნილი თანხის ოდენობა აღემატება დასკვნის შედგენის დღისთვის შედარების აქტის მიხედვით სალდირებულ ზედმეტად რიცხულ თანხას;„მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან რა ვადაში ბრუნდება თანხასაგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
თუ ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.