საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა შეგიძლიათ ელექტრონულდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით

ამასთან, თქვენ მიერ საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს: 

● განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტი, შედგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

● უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურებულია მიწისძვრის, წყალდიდობის, მეწყერის, ზვავის, ხანძრის, ავარიის ან სხვა საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოების არსებობის ფაქტი;

● „განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია“ (დანართი №24​4-ის შესაბამისად).

გაითვალისწინეთ!

ზემოაღნიშნული უფლების გამოყენება არ გათავისუფლებთ სსკ-ით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებისაგან თუ საგადასახდო კონტროლის განხორციელებით გამოვლინდა კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევით განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ფაქტი.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ საქართველოს ფინანსთა მინსიტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანების 3716-ე მუხლში.

text