ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის (სმფ) ჩამოწერის გამარტივებული წესი გულისხმობს, საგადასახადო ორგანოსთვის ჩამოწერას დაქვემდებარებული საქონლის შესახებ ყოველთვიურად შეტყობინების წარდგენას.
ამასთან, ყოველთვიური (მათ შორის ნულოვანი) ანგარიშგება:
● წარედგინება ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
● განთავისუფლებულია მომსახურების საფასურისგან.
● საგადასახადო ორგანოს მიერ ექვემდებარება ავტომატურ დადასტურებას.
გაითვალისწინეთ! ჩამოწერის გამარტივებული წესი ვრცელდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე (რესტორანი, კაფე, ბარი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო, საკონდიტრო, საცხობი ან სხვა ობიექტი, რომლებიც ახორციელებენ საკვების დამზადებას და რეალიზაციას, როგორც ადგილზე, ისე უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, გარეთ გატანის გზით) ამავე საქმიანობის ნაწილში ჩამოწერას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ (გარდა აქციზური საქონლისა), თუ აკმაყოფილებთ შემდეგი კრიტერიუმებს:
ა) მიმდინარე კალენდარული წლის წინა ორი კალენდარული წლის თითოეული შედეგით, პირი აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ „პირველი კატეგორიის საწარმოს“ ან/და „მეორე კატეგორიის საწარმოს“ კრიტერიუმებს და ამასთან, მიმდინარე კალენდარული წლის წინა კალენდარულ წელს, პირს ევალებოდა და დადგენილ ვადაში წარადგინა ამავე კანონით გათვალისწინებული „ფინანსური ანგარიშგება“;
ბ) შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან წინა უწყვეტი 6 კალენდარული თვის განმავლობაში, პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
გ) შესაბამისი განცხადებით მიმართვიდან წინა უწყვეტი 6 კალენდარული თვის განმავლობაში, პირის მიმართ არ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის პირველი, მე-3 ან მე-5 ნაწილით, აგრეთვე, 286-ე მუხლის პირველი, მე-2 ან 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული ორი ან მეტი გადაწყვეტილება.
გამარტივებული წესით სარგებლობის მიზნით აუცილებელია წარმოადგინოთ განცხადება, რის საფუძველზეც თქვენი მონაცემების აისახება გამარტივებული ჩამოწერის რეესტრში.
ამასთან, რეესტრიდან ამოღების მიზნით შეგიძლიათ წარმოადგინოთ შესაბამისი განცხადება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ საქართველოს ფინანსთა მინსიტრის 2010 წლის 31დეკემბრის №994 ბრძანების 3717 -ე და 3718-ე მუხლებში.