საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

რა შემთხვევაში გამოიყენება პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება

იმ შემთხვევაში თუ პირის მიმართ განხორციელდა საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა და ეს ღონისძიება არასაკმარისია, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გარეშე განახორციელოს გადასახადის გადამხდელის/სხვა ვალდებული პირის სალაროდან (ნაღდი ფულის შენახვის ადგილიდან) ნაღდი ფულის ამოღება აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარად აუცილებელი ოდენობით.

სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, გადასახადის გადამხდელს ან/და მის წარმომადგენელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ აძლევს წინადადებას ნებაყოფლობით წარმოადგინოს მასთან არსებული ნაღდი ფულადი სახსრები.

აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

  • დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია
  • პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;
  • მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
  • დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
  • პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
  • სად მიემართება ამოღებული ნაღდი ფული

    სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება მოიცავს სეიფის, კარადის, უჯრის და ყველა სხვა მსგავსი სათავსის დათვალიერებას (გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ბინისა) და ფულადი სახსრების ამოღებას.

    ამოღებული ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა ხდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის და დამსწრეების (მათი არსებობის შემთხვევაში) თანდასწრებით. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია ნაღდი ფულის სახით ამოიღოს როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტა.

    სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებისთანავე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი 2 ეგზემპლარად ადგენს ოქმს „სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ“. ერთი ეგზემპლარი წარედგინება გადასახადის გადამხდელს (მის წარმომადგენელს), ხოლო მეორე - რჩება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს.

    სალაროდან ამოღებული ნაღდი ფული ბიუჯეტში ჩარიცხვის მიზნით, იმავე დღეს უნდა იქნეს შეტანილი საბანკო დაწესებულებაში გადასახადის გადამხდელის ანგარიშსწორების ანგარიშზე, საიდანაც საინკასო დავალების მეშვეობით უზრუნველყოფილი იქნება გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერა და მათი შესაბამის ბიუჯეტში ჩარიცხვა. ხოლო თუ იმავე დღეს ფულის შეტანა საბანკო დაწესებულებაში შეუძლებელია, იგი შეტანილ უნდა იქნეს უახლოეს სამუშაო დღეს.

    ფულის შეტანა საბანკო დაწესებულებაში ხორციელდება გადასახადის გადამხდელის ან/და მისი წარმომადგენლის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. ხოლო  თუ გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი უარს განაცხადებს საბანკო დაწესებულებაში ფულის შეტანაზე, აღნიშნული პროცედურა განხორციელდება მის გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.

    საბანკო დაწესებულებაში თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტთა ასლები უნდა დაერთოს “სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების” ოქმს.


    საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

     რა არის საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

    საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან ( გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. საინკასო დავალებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა.

    პირის საბანკო ანგარიშიდან გადასახადისა და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ამ პირს ელექტრონულად ეგზავნება.

    საინკასო დავალება წარედგინება იმ საბანკო დაწესებულებას, რომელშიც გადასახადის გადამხდელს გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში.

    აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.

    აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

  • დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია
  • პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების  დადგენილი ვადა;
  • მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
  • დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
  • პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე. 
  •     შემთხვევები რა დროსაც შესაძლოა არ გავრცელდეს საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა

       შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

  • საინკასო დავალება არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშებზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო  პენსიის  შესახებ“, ,,სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;
  • ფიზიკური     პირის     მოთხოვნის     შემთხვევაში,     საინკასო     დავალება გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.

  • ქონებაზე ყადაღის დადება

    რა შემთხვევაში გამოიყენება ქონებაზე ყადაღის დადება

    თუ პირს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ყადაღა დაადოს პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.

    ყადაღის დადების პროცედურა შესაძლებელია განახორციელოს აგრეთვე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.

    საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა.

    აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

  • დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია
  • პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;
  • მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა      საგადასახადო შეთანხმება;
  • დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
  • პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
  • ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი, ქონების ნუსხა.

    ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

    აქტის ჩაბარების შემდგომ, გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი ვალდებულია სრულად წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა (ქონების დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებებით), რომელშიც უნდა მიეთითოს ქონებაც, რომელიც მას სხვებისგან ეკუთვნის. ქონების ნუსხის წარმოდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge-ს საშუალებით.

    პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.

    ყადაღადადებული ნივთების აღნუსხვა ხდება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში, რომელიც დაუყონებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

    ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. იმ შემთხვევაში თუ მესამე პირი განაცხადებს ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების უფლებას, ეს ქონება მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების აქტში და კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. ხოლო, მესამე პირს აქვს შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს შუამდგომლობით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის ქონება ამორიცხოს ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.

    საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება

    გარდა ქონებისა, შესაძლებელია ყადაღა დაედოს პირის საბანკო ანგარიშებსაც. გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებაში მიეთითება პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და თანხის ოდენობა.

    ასეთ შემთხვევაში,  ყადაღის მოცულობის ფარგლებში პირს ეზღუდება თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრების განკარგვა.

    არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა განკარგოს საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები. ეს შემთხვევები ეხება: ბიუჯეტში საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების გადახდას; სახელმწიფო ბაჟის გადახდას საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეზე.

    პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში, პირს უფლება არ აქვს გახსნას საბანკო ანგარიში იმავე ან სხვა საბანკო დაწესებულებაში.

    შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

  • საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა არ გავრცელდეს იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს  მიერ ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამის პირთა ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის მიზნით;
  • ფიზიკური პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღა გავრცელდეს, მის საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული თანხიდან, თვეში მხოლოდ 300 ლარის ოდენობის ზემოთ არსებულ ფულად სახსრებზე.
  • ყადაღადადებული ქონების განკარგვა

    გადასახადის გადამხდელს აქვს შესაძლებლობა საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართოს ყადაღადადებული ქონების განკარგვის შესახებ. პირმა შესაძლებელია თანხმობა მოითხოვოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის/იჯარით გაცემის თაობაზე .

    მთავარ პირობას წარმოადგენს ის,  რომ  ამონაგები თანხა სრულად უნდა იქნეს მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.  იმ შემთხვევაში თუ საგადასახადო ორგანოს თანხმობით განხორციელდა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება.

    ქონების შეფასება

    ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში შეტანილი ქონება შესაძლებელია შეფასდეს ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ საბაზრო ფასით.

    იმ შემთხვევაში თუ ცალკეული საგნების შეფასება ვერ ხერხდება ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურის განმახორციელებელი პირების მეირ, შესაძლებელია ქონების შეფასება განხორციელდეს ექსპერტის, აუდიტორის ან სხვა კომპეტენტური პირის მიერ. მათ მიერ მიღებულ დასკვნაში უნდა იყოს მითითებული თითოეული ყადაღადადებული ქონების საბაზრო ღირებულება, ასევე ყადაღადადებული ქონების საერთო ღირებულება.

    დასკვნა ქონების შეფასების შესახებ დაერთვება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

    ქონებაზე ყადაღის დადება, მიუხედავად იმისა აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება

    ქონებაზე ყადაღის დადება ხორციელდება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.

    თუ არსებობს პირის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, დაუყონებლივ განახორციელოს ყადაღის დადების პროცედურა (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) მიუხედავად იმისა აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. აღნიშნულ შემთხვევაში ყადაღის დადება შესაძლებელია განხორციელდეს დალუქვით. ( შესაძლებელია ყადაღის დადება და ამ მიზნით დალუქვის პროცედურების განხორციელება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ).

    ზემოთაღნიშნული ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 48 საათში სასამართლოს უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა პირის ქონებაზე (მათ შორის საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო 5 დღის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და გამოაქვს განჩინება : შუამდგომლობის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე ან შუამდგომლობის უარყოფის შესახებ.

    თუ 48 საათში საგადასახადო ორგანომ ან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს არ წარუდგინა შუამდგომლობა ან შუამდგომლობა უარყოფილ იქნა, დადებული ყადაღა გაუქმებულად ჩაითვლება, ხოლო ქონებაზე დადებული ლუქი იხსნება.

    აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

  • დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია
  • პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;
  • მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
  • დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
  • პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
  • ქონებაზე ყადაღის მოხსნა

    ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება შემდეგ შემთხვევებში :

  • საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ყადაღადადებული  ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში.
  • თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
  • "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეასახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
  • "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
  • თუ  სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
  • ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
  • ზემოთაღნიშნული პირობების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყონებლივ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის გაუქმების თაობაზე და უგზავნის მას და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.  

    ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის პროცედურა

    საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

    მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.

    მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, გარდა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

    ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია

    აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადებას და მის რეალიზაციას ახორციელებს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. 

    მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ხორციელდება ინტერნეტ აუქციონის ან პირდაპირი მიყიდვის გზით.  მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია ინტერნეტ აუქციონის გზით ხორციელდება ვებგვერდის – www.eauction.ge-ის მეშვეობით.

    მალფუჭებად საქონელზე ყადაღა მოხსნილად ითვლება:

  • ინტერნეტ აუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის გზით მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციისა და რეალიზაციის თანხის სრულად დაფარვისთანავე;
  • თუ ინტერნეტ აუქციონზე ან პირდაპირი მიყიდვის გზით ვერ განხორციელდა მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია და იგი დაუბრუნდა გადასახადის გადამხდელს;
  • თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის გაყიდვა და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
  • მალფუჭებად საქონლად ითვლება საქონელი, თუ მისი შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის ვარგისიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი პირობების შექმნისა და შენახვის ხარჯების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი დროული რეალიზაცია.

    ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი

    ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება:

  • აღსრულების საფასური და აღსრულების ხარჯი – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
  • ქონების ამოღებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით – აგრეთვე მის რეალიზაციასთან დაკავშირებული თანხები;
  • გადასახადის თანხები;  
  • ჯარიმისა და საურავის თანხები.
  •  ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების    შემდეგ დარჩენილი სახსრები 5 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება გადასახადის  გადამხდელს.


    მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

    რა შემთხვევაში გამოიყენება, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა

    იმ შემთხვევაში თუ გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მისი ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ (მაგ: ქონებაზე ყადაღის დადება; საინკასო დავალების წარდგენა და სხვა) ვერ  უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს  მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება.

    საგადასახადო ორგანოს მიერ ამ უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე (მაგ: შედარების აქტი) დადგენილი იყოს, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

    მესამე პირზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება

    მესამე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა. მესამე პირის მიერ მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ შესრულება, იწვევს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირებას ან გაუქმებას.

    თუ საგადასახადო მოთხოვნა მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში არ შესრულდება მესამე პირის მიერ, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ამ პირის მიმართ განახორციელოს შემდეგი სახის უზრუნველყოფის ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ქონებაზე ყადაღის დადება; ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ; საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენა; გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

    მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.


    საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა

    საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.

    კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის ღონისძიება გამოიყენონ მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება. რაც იმას ნიშნავს, რომ  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად.

    უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება ვრცელდება პირის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

    საგადასახადო ორგანო, გირავნობა/იპოთეკის უფლების გამოყენების შესახებ გამოსცემს შეტყობინებას და უგზავნის გადასახადის გადამხდელს/ვალდებულ პირს და აგრეთვე, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

    აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:

  • დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია
  • პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების დადგენილი ვადა;
  • მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
  • დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
  • პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
  • საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმება

    საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება უქმდება შემდეგ შემთხვევებში:

  • საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში.
  • თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; (აღნიშნულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი წარადგენს განცხადებას, რომელსაც  თან უნდა ერთოდეს ექსპერტის დასკვნა, ხოლო უძრავი ქონების რეალიზების შემთხვევაში - დამატებით, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან)
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
  • "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეასახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;;
  • "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
  • თუ  სსკ-ის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
  •  ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
  • ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას, საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე დაუყონებლივ გამოსცემს შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ და უგზავნის მას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

    საგადასახადო დავალიანების დაფარვის ან საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით.

    იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმების გარეშე, უზრუნველყოფის აღნიშნული ღონისძიება კვლავ გავრცელდება  ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.


    text