2026 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის მიერ ვალდებულებების შესრულების წესი
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანო ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის მოიჯარე ფიზიკურ პირს ანიჭებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსს და შესაბამის ჩანაწერს აკეთებს ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე ფიზიკური პირების რეესტრში.
ფიზიკური პირი ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონედ ითვლება შესაბამისი სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 3%-ით, გამოქვითვების გარეშე.
ამ შემთხვევაში გადასახადის დეკლარირება და გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებულია საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი;
ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი უფლებამოსილია უარი თქვას შემოსავლის დაბეგვრის 3%-იანი რეჟიმის გამოყენებაზე, რის შესახებაც მან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს არაუგვიანეს საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრისა . აღნიშნულ შემთხვევაში:
ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის შემოსავალი დაიბეგრება საერთო დაბეგვრის წესის შესაბამისად (20%-ით);გადასახადის დეკლარირება ხორციელდება საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, საშემოსავლო გადასახადის შესახებ წლიური დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენის გზით.
ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
არაუგვიანეს სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ;წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების თაობაზე ინფორმაცია არაუგვიანეს შესაბამისი ცვლილების ან/და დამატების განხორციელების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის პასუხისმგებლობა
ბაზრობის ორგანიზატორის სტატისის მქონე პირი შესაბამისი დარღვევების გამოვლენისას ჯარიმდება:
1000 ლარის ოდენობით - ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული თითოეული ისეთი არასტაციონარული სავაჭრო ადგილის მიხედვით, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით;1000 ლარის ოდენობით - თუ ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გაცემულია იმ პირზე, რომელიც მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებული არ არის;4000 ლარის ოდენობით - საგადასახადო ორგანოსთვის ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი პირების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის ან/და არასწორი/არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში.
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის ვალდებულებები
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი იჯარით გასცეს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული;ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილი უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატით;საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრობის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ.იმ შემთხვევაში, თუ ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირს სურს გაზარდოს/შეამციროს ბაზრობის ტერიტორიის ფართობი, იგი ვალდებულია,აღნიშნულის თაობაზე, მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, აცნობოს შემოსავლების სამსახურს და წარუდგინოს საკუთრების/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული არ ეხება შემთხვევას, როდესაც ბაზრობის ტერიტორიის ფართობის ცვლილება არ იწვევს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტების ან/და სავაჭრო ადგილების ცვლილებას.
შენიშვნა:
2026 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის შესაბამისად.
პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას 2018 წლის 1 იანვრამდე ეწეოდა, ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭება
პირი, რომელიც საქართველოში ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზებას (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ბაზრობის ორგანიზებისა) ეწევა, ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მიმართოს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ პირს მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი.
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით - ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
განცხადებას უნდა ერთვოდეს პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საჯარო რეესტრის ამონაწერი ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემოსავლების სამსახური განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაცია. დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში პირს ანიჭებს ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსს და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს.
ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსი მინიჭებულად ითვლება ითვლება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
რას წარმოადგენს ბაზრობის ორგანიზება/ბაზრობა
ბაზრობის (ვაჭრობის) ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა.
სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის იჯარით გაცემა გულისხმობს პირისათვის სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის სარგებლობის უფლების ნებისმიერი ფორმით გადაცემას.
ბაზრობა არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია:
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები; ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები, რომლებიც საქონლის სარეალიზაციოდაა განკუთვნილი.აღნიშნულ შემთხვევაში ბაზრობის ტერიტორაზე უნდა იყოს განლაგებული არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა.
ამ მიზნებისთვის არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.