საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქმიანობის წესის დარღვევა

  • ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ამ საქმიანობის განხორციელება −  იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

  • საქმიანობის შეჩერება/განახლება/სტატუსის გაუქმება

  • საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს შეუძლია  განცხადებით ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლების შესახებ” მიმართოს შემოსავლების სამსახურს. საქმიანობის შეჩერების პერიოდში მას არ დაერიცხება ფიქსირებული გადასახადი.
  • საქმიანობის განახლების შემთხვევაში საქმიანობის განახლების შემთხვევაში პირი ვალდებულია წარმოადგინოს განაცხადი-  “ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერება/განახლების შესახებ” და გადაიხადოს საქმიანობის განახლების თვის ფიქსირებული გადასახადი სრულად.
  • სტატუსის გაუქმების მიზნით ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმების შესახებ“ .
  • სტატუსი უქმდება თუ:
  • პირს აღარ სურს სტატუსით სარგებლობა;
  • პირი წყვეტს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას;
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობის ნაწილში პირს წარმოეშვა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება ან ნებაყოფლობით გატარდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციაში.
  • პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისთვის ნებადართული დამატებითი საქმიანობისგან განსხვავებულ საქმიანობას.
  • დარიცხული ფიქსირებული გადასახადი, შესაბამისი საანგარიშო თვის დადგომის შემდეგ, შესაძლებელია, გადაანგარიშდეს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად.   იხ. ბრძანება ,   დანართი


    საქმიანობის მისამართის/ობიექტების რაოდენობის ცვლილება

    ფიქსირებული გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს შეცვალოს არსებული საქმიანობის მისამართი ან/და დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა (შეამციროს ან გაზარდოს). 

    ამისთვის გადამხდელი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის განცხადებას, რის საფუძველზე  გაიცემა ახალი სერტიფიკატი, რომელიც ძალაში შედის მომდევნო საანგარიშო თვიდან  და აღნიშნული პერიოდიდან განხორციელდება ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა შესაბამისი ცვლილების მიხედვით.

    ამასთან, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის მისამართის შეცვლის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ცვლილებებამდე აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულის შესახებ.

    იხ. განცხადებები:

  • „ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ობიექტის მისამართის ცვლილების განცხადება „ 
  • ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ობიექტის რაოდენობის ცვლილების განცხადება 
  • ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ობიექტის რაოდენობის ცვლილების განცხადება  

  • ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პირობები

  •  ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია გამოიყენოს დაქირავებული მუშახელი. ამასთან, ის არ თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან.
  • ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არ ჩაირთვება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება. აღნიშნულის იდენტიფიცირების მიზნით, შემოსავლების სამსახური აწარმოებს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირების ერთიან რეესტრს  .
  • ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი აღნიშნული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგენს მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას.
  • სტატუსის მქონე პირი თავისუფლდება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან.
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი არ იხდის მიმდინარე (საავანსო) გადასახდელებს ფიქსირებული გადასახადის მიხედვით.ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერისას დოკუმენტში მიუთითოს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის შესახებ და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი.
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მისთვის ან მის მიერ პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში შეინახოს აღნიშნული დოკუმენტი.

  • სტატუსის მინიჭება

    პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარმოადგენს განაცხადს „ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება (თონე, სილამაზის სალონი, ავტოტექმომსახურება)“

    შემოსავლების სამსახური განიხილავს განცხადებას და თუ პირი აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, გასცემს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის სერტიფიკატს.

    სხვადასხვა მისამართზე საქმიანობისას თითოეული მისამართის მიხედვით გაიცემა ცალ-ცალკე სერტიფიკატი.

    პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

    ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს  მომსახურების  საფასურის გადახდას.

    შენიშვნა: თუ პირს ერთდროულად აქვს თონე და რესტორანი და  თონეში გამომცხვარ პურს ან სხვა დასახელების პროდუქტს იყენებს სარესტორნო მომსახურებაში, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი არ მიენიჭება.


    ფიქსირებული გადასახადის განაკვეთები და გადახდის წესი

    დასაბეგრი საქმიანობის სახე

    დაბეგვრის ობიექტი

    გადასახადის განაკვეთი

    1

    თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდება ან/და თონეთი გაწეული მომსახურება

    თონე

    50 ლარი (ერთ თონეზე)

    2

    თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურება

    სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა/სავარძელი)

    ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/

    სავარძელი) – 50 ლარი

    3

    მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურება

    სამუშაო ადგილი (სკამი/მაგიდა)

    ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) – 30 ლარი

    4

    სოლარიუმის მომსახურება

    სამუშაო ადგილი (სოლარიუმის კაბინა)

    ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) – 70 ლარი

    5

    ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა)

    მომსახურების გასაწევად გამოყენებული სამუშაო ადგილი

    1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი; იმ შემთხვევაში, თუ ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, რამდენი ავტომობილის მომსახურებისათვისაა განკუთვნილი სამუშაო ადგილი – ყოველ 40 კვ.მ-ის ფარგლებში ფართობზე – 100 ლარი

    ფიქსირებული გადასახადის დარიცხვა ხორციელდება სტატუსის მინიჭების შემდგომ ყოველთვიურად (ყოველი თვის პირველ რიცხვში) საქმიანობის სახისა და დაბეგვრის ობიექტის(თონის/სამუშო ადგილის/სავარძლის) რაოდენობის მიხედვით .

    ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხორციელდება წინასწარ შესაბამისი საანგარიშო თვის დაწყებამდე.


    რა შეღავათებს ითვალისწინებს ფიქსირებული გადასახადის სტატუსი

    ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ასეთი საქმიანობის ნაწილში თავისუფლდება:

  • საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის - ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან;
  • მოგების გადასახადის დეკლარაციის წარმოდგენისგან.

  • ვის ენიჭება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი

    ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი  შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც  ერთდროულად აკმაყოფილებს  შემდეგ პირობებს:

  • არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი;
  • ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას. კერძოდ აქვს თონე, სილამაზის სალონი ან ახორციელებს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს. 

  • text