საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტა

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტა შესაძლებელია:

  • მეწარმე სუბიექტის  ინიციატივით, - თუ მას აღარ სურს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  სტატუსით სარგებლობა ან შეიცვალა ის ფაქტობრივი გარემოება, რის საფუძველზეც მინიჭებული ჰქონდა ეს სტატუსი.
  • სტატუსის შეწყვეტის მიზნით  პირი შემოასავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას - მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ 

  • შემოსავლების სამსახურის ინიციატივით. -  მეწარმე სუბიექტის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსისთვის დადგენილი პირობების დარღვევის (სტატუსის შეწყვეტისთვის დადგენილი საქმიანობების განხორციელების,  მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების) შემთხვევაში.
  • ასეთ დროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 60 დღის ვადაში შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

    სტატუსის შეწყვეტა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. სტატუსი შეწყვეტილად ითვლება შეწყვეტის  საფუძვლის წარმოშობის კალენდარული წლის დასაწყისიდან.


    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება/ განახლება

  • სტატუსის შეჩერება
  • მაღალმთიანი საწამოს სტატუსის მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერება.

    მეწარმე სუბიექტს, რომელიც გეგმავს შეაჩეროს საქმიანობა, ან დროებით აქვს შეჩერებული ეკონომუკური საქმიანობა, წარადგენს შესაბამის განცხადებას -  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ .

    შემოსავლების სამსახური, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა, განცხადებას საქმიანობის შეჩერების მოთხოვნით წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.

    მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების თაობაზე საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. სტატუსი შეჩერებულად ითვლება სტატუსის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის  დასაწყისიდან.

  • სტატუსის აღდგენა
  • ეკონომიკური საქმიანობის განახლების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც შეჩერებული ჰქონდა მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, სტატუსის აღდგენის მიზნით, უფლებამოსილია, მიმართოს შემოსავლების სამსახურს შესაბამისი განცხადებით - მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ.

    შეჩერებული სტატუსის აღდგენა ხორციელდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.


    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მონაცემების ცვლილება

    მაღალმთიანი დასახლების  საწარმოს სტატუსის  მქონე  პირი, საქმიანობის სახის ან/და საქმიანობის მისამართის ცვლილებისას, ვალდებულია 10 დღის ვადაში  შესაბამისი მონაცემების ცვლილების მიზნით (წერილობით ან ელექტრონული ფორმით)  მიმართოს შემოსავლების სამსახურს. 

    წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახური ახორციელებს შესაბამისი ცვლილებების ასახვას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის  მქონე პირთა რეესტრში და აღნიშნულის შესახებ აცნობებს განმცხადებელს


    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება

    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭებისთვის განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • პირი რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად;
  • საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილ ტერიტორიაზე;
  • პირის მიერ არ ხორციელდება ლიცენზიის ან ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
  • პირის მიერ არ ხორციელდება მომსახურების გაწევა;
  • პირი არ ახორციელებს საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშვება და მიწოდება.
  • მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.

    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით  მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

    განცხადებაში მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების/საქმიანობის განახლების შესახებ“ მიეთითება:

  • პირის სარეგისტრაციო მონაცემები (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი);
  • საქმიანობის მოკლე აღწერა (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).
  • საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

    ამასთან, თუ განცხადება წარდგენილია არასრულყოფილი სახით, შემოსავლების სამსახური ამის შესახებ მიუთითებს მეწარმეს და აძლევს გონივრულ ვადას ხარვეზის შევსებისთვის. ხოლო, განცხადების განხილვის ვადა ჩერდება ხარვეზის დადგენის დღიდან მის აღმოფხვრამდე.

    შემოსავლების სამსახური, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავს წარდგენილ განცხადებას და:

  • თუ მეწარმე სუბიექტი  აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს - განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით;
  • თუ მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან/და დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი დადგენილ ვადაში - მას ეთქმის წერილობითი უარი განცხადების ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენაზე.
  • მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას. რომლის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურს, შეყავს ინფორმაცია მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრში და მეწარმეს უგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

    მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად სტატუსის მინიჭების შესახებ განკარგულების გამოცემის კალენდარული წლის დასაწყისიდან.


    საქმიანობის განხორციელების აუცილებელი პირობა

    მეწარმე სუბიექტი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი,  ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს (აწარმოოს პროდუქცია) მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში, თუმცა პროდუქციის რეალიზაცია შეუძლია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.


    რა საქმიანობებზე არ ენიჭება ან წყდება სტატუსი

    მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

  • ლიცენზიის ან ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას;
  • მომსახურების  გაწევას;
  • საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება. 

  • საგადასახადო შეღავათი

    მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

    აღნიშნულ შემთხვევაში მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულ გაწეულ ხარჯებს/განხორციელებულ განაცემებს წარმოადგენს:

  • გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
  • უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
  • კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯი,
  • შენიშვნა: კალენდარული წლის განმავლობაში გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯის ზღვრული ოდენობაა წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 1 პროცენტი, ხოლო თუ გაწეული ხარჯი აღემატება მიღებულ შემოსავალს − გაწეული ხარჯის 1 პროცენტი.

    შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონებაშესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).


    რას წარმოადგენს მაღალმთიანი დასახლება და მაღალმთიანი დასახლების საწარმო

    მაღალმთიან დასახლებად ითვლება –დასახლება, რომელიც შეტანილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. იხილეთ ნუსხა .

    მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო (მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებული პირი),  რომელიც საქმიანობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში და  აქვს მინიჭებული  მაღალმთიანი დასახლების საწარმოს  სტატუსი.


    text