სტატუსის გაუქმების წესი
სტატუსი უქმდება:
შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, თუ პირს, გაუუქმდა საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული სპეციალური თანხმობა;. ამ შემთხვევაში სპეციალური საწარმოს სტატუსი გაუქმებულად ითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის თვის პირველი რიცხვიდან.
პირის ინიციატივით, თუ მას აღარ სურს სპეციალური საწარმოს სტატუსით სარგებლობა.ამ შემთხვევაში სპეციალური საწარმოს სტატუსი გაუქმებულად ითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია წერილობით ან ელექტრონულად - სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმება.
სპეციალური საწარმოს სტატუსის გაუქმების თაობაზე შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცემა შესაბამისი ბრძანება.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს ეკრძალება
სპეციალური თანხმობის მიღების მიზნით წარდგენილ განცხადებაში მითითებულისგან განსხვავებული საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
აღნიშნული იწვევს გაცემული თანხმობის და შესაბამისად მინიჭებული სტატუსის გაუქმებას.
სპეციალურ თანხმობის გაუქმება
სპეციალური თანხმობა უქმდება :
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თუ: თუ გამოვლინდა, რომ თანხმობის მისაღებად წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს; თუ პირი ეწევა წარდგენილ განცხადებაში მითითებულისგან განსხვავებულ საქმიანობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; თუ გამოვლინდა სხვა ისეთი გარემოება, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ პირის საქმიანობა ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებთან; ავტომატურად − გაცემული თანხმობის ვადის გასვლისთანავე.
სპეციალური თანხმობის მიღება / მოქმედების ვადის გაგრძელება
სპეციალური თანხმობის მისაღებად ან მისი მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია წერილობით ან ელექტრონული ფორმით - სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებლისათვის თანხმობის გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება.
განაცხადში უნდა მიეთითოს:
განმცხადებლის დასახელება/სახელი, გვარი და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;ინფორმაცია საქმიანობის ადგილსამყოფლის შესახებ;განმცხადებლის მისამართი;დეტალური ინფორმაცია საქმიანობის შესახებ;მოთხოვნა კონკრეტული საქმიანობის განხორციელებაზე სპეციალური თანხმობის მიღების თაობაზე, თანხმობის მოქმედების ვადის მითითებით;თანხმობა მასზედ, რომ იგი თანახმაა მის შესახებ საგადასახადო და საბაჟო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის სახელმწიფო სხვა სტრუქტურებისთვის გადაცემაზე;განცხადების წარდგენის თარიღი;განმცხადებლის ხელმოწერა.განცხადებას თან უნდა დაერთოს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო წამომადგნელობითი უფლებამოსილი პირის მომართვის შემთხვევაში − ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
თანხმობა თავდაპირველად გაიცემა 1 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია, ყოველ მომდევნო ჯერზე გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული ვადით.
სტატუსის მინიჭება და საფასური
სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს სსიპ შემოსავლების სამსახური, დაინტერესებული პირის მიმართვისა და საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაცემული სპეციალური თანხმობის საფუძველზე.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნა შესაძლებელია წერილობითი ან ელექტრონული განაცხადის - სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება წარმოდგენის გზით.
განცხადება უნდა შეიცავდეს:
პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება/სახელი, გვარი, მისამართი);საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი);წარმოებაში დასაქმებული პირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელს, გვარს და საიდენტიფიკაციო ნომერს;პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალური თანხმობის გაცემის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებს.სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს მომსახურების საფასურის გადახდას.
შემოსავლების სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავსს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.
სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება / მინიჭებაზე უარის თქმა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.
პირი სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული სპეციალური თანხმობის ვადით.
საგადასახადო შეღავათი
ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისთვის მიწოდება.
ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია - სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება.
საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან თავისუფლდება:
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებიდან ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან მიღებული შემოსავალი/მოგების განაწილება. ამ შემთხვევებში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება.
საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება.სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირი გადასახადის გადამხდელის ვალდებულებებს (მათ შორის, საგადასახადო აგენტის ფუნქციას) ასრულებს საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილ ან წარმოებულ საქონლად
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილ ან წარმოებულ საქონლად ჩაითვლება:
სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის წიაღიდან, ტერიტორიული წყლიდან ან ზღვის ფსკერიდან;მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, მოყვანილი ან შეგროვებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტები;საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნადირობისა და თევზჭერის შედეგად მიღებული პროდუქტები;საწარმოო ოპერაციების შედეგად მიღებული ნარჩენები, ჯართი და ნახმარი ნაკეთობები, რომლებიც შეგროვდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და გამოიყენება მხოლოდ ნედლეულად გადამუშავებისათვის;საქონელი, რომელიც წარმოებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული პროდუქტებისაგან;საქართველოს (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) საქონელი, რომელიც გადამუშავდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისეთი დოზით, როდესაც გადასამუშავებელმა საქონელმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის პირველი 4 სასაქონლო პოზიციიდან თუნდაც ერთი ნიშანი (ციფრი) შეიცვალა;თუ ამ საქონლის დასამზადებლად გამოყენებული მასალები და ნედლეული წარმოშობილია ან წარმოებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო ამ მასალებისა და ნედლეულის ღირებულება შეადგენს მზა პროდუქციის ღირებულების, სულ ცოტა, 51%-ს.
ვის შეუძლია სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება
სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭება შეუძლია პირს, რომელიც ახორციელებს:
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდებას. ასევე საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) ექსპორტს კანონის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება; აღნიშნული მიზნისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის წარმოებას;საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებას.სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით;ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.