საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაცია

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის საფუძვლებია:

  • ვადის ამოწურვა;
  • ორგანიზატორის განცხადება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიკვიდაციის თაობაზე;
  • საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება.

  • აკრძალვები და შეზღუდვები

    აკრძალულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში :

  • იარაღის, საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღით, საბრძოლო მასალით ვაჭრობა;
  • ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;
  • ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;
  • თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია, გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და    გამოყენებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
  • თიზ-ის საწარმოს ეკრძალება:

  • საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა  თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების შეძენა, გარდა:
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორის ან/და ადმინისტრაციის მიერ დაცვის მომსახურების გაწევისა ან/და ქონების ქირით ან იჯარით გადაცემისა;
  • ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, კანალიზაციის, აუდიტორული ან/და საკონსულტაციო მომსახურებისა, ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტის მიერ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა ან/და ფინანსური მომსახურების გაწევისა, აგრეთვე ძირითად საშუალებათა დადგმისა, მონტაჟისა ან/და მშენებლობის მომსახურების გაწევისა;
  • საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა;
  • საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) მომსახურების გაწევა.

  • შეღავათები

    თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გადასახადებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით.

  • მოგების გადასახადი
  • გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან , თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი
  • დამატებული ღირებულების გადასახადით არ იბეგრება თიზ-ში უცხოური საქონლის შეტანა და თიზ-ში განხორციელებული ოპერაციები.
  • ქონების გადასახადი
  • ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება 
  • იმპორტის გადასახადი
  • იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა
  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ)
  • შენიშვნა  თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საშემოსავლო გადასახადს დაქირავებული იხდის შემოსავლის დეკლარირების საფუძველზე.


    თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა

    საქონლის გატანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან სხვა ქვეყანაში

  • თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის პროცედურით ან განხორციელდეს მისი რეექსპორტი;
  • საქონლის შეტანა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში

  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.
  • საქონლის შეტანა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე

  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის საქართველოს სხვა ტერიტორიაზე შეტანისას ამ საქონლის მიმართ გამოიყენება საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურა. ამასთანავე, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის გამოყენებისას ეს საქონელი, ოდენობის მიუხედავად, იბეგრება მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადით.
  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე შემოსავლების სამსახური გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.

    შენიშვნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები გათავისუფლებული არიან თიზ-ში შემდეგი სახის ლიცენზიების/ნებართვების აღების ვალდე­ბუ­ლებისაგან.

     ლიცენზიები :

  • ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფა­სოების;
  • ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების;
  • ელექტროენერგიის წარმოების;
  • ელექტროენერგიის გადაცემის;
  • ელექტროენერგიის განაწილების;
  • ბუნებრივი გაზის განაწილების;
  • ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების;
  •  ნებართვები :

  • ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პრო­დუქ­ციის ტრანზიტის ნებართვა ;
  • ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;
  • საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სა­ტვირ­თო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების სა­ფუძ­ველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რო­მელ­საც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდავი;
  • ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა;
  • ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალე­ბებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა;
  • ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა;
  • არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.

  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები. ის წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ნაწილ განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით. მისი შექმნა შეიძლება ებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.

    თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და იქმნება :

  • საქართველოს მთავრობის ინიციტივით;  
  • ფიზიკური ან იურიდიული პირის – ორგანიზატორის მოთხოვნით.
  • საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით თიზ-ში განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი, სადაც, საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები.

     შენიშვნა  ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ვალუტით.

    გაითვალისწინეთ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაუშვებელია შენობის საცხოვრებლად გამოყენება.

    საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.
  • შენიშვნა მომსახურებათა ნუსხა, რომელთა შეძენა საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისაგან (გარდა თიზ-ის საწარმოსა) არ ეკრძალება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს:

  • ავტოტექნიკური მომსახურება.
  • სწრაფი კვების მომსახურება.
  • საფოსტო მომსახურება.
  • სამედიცინო მომსახურება.
  • სარეკლამო მომსახურება.
  • ლაბორატორიული მომსახურება.
  • საპროექტო, დიზაინერული მომსახურება.
  • საექსპედიტორო მომსახურება.
  • სახანძრო მომსახურება.
  • ექსპერტიზის მომსახურება.
  • დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • ძირითადი საშუალებების შეკეთების მომსახურება.
  • ზონის დანიშნულებით გადაადგილებულ, აგრეთვე ზონიდან გატანილ საქონელზე შენახვის მომსახურება.
  • სალიზინგო მომსახურება.
  • ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების გარდა, ნებისმიერი სახის მომსახურება, თუ ამ სახეობათა მომსახურებ(ებ)ის მთლიანი ღირებულება (დღგ-ის გარეშე) არ აღემატება თიზ-ის საწარმოს წლიური შემოსავლის ან ხარჯის (მისი არჩევით) 2%-ს.

  • text