საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასაქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე.
განცხადებაში უნდა მიეთითოს ორგანიზაციის:
სახელწოდება;ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;ძირითადი მიზნები;ბოლო წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები. განცხადებას უნდა დაერთოს:
ორგანიზაციის წესდების ასლი;სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ბოლო წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში). განცხადების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება.
სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება არ ითვალისწინებს მომსახურების საფასურის გადახდას.
ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.
საქველმოქმედო ორგანიზაციის ვალდებულებებისტატუსის მიღებასთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციას ევალება შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის 1 აპრილამდე წარუდგინოს ინფორმაცია:
ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის, ეკონომიკურის) აღწერას;ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროებისა და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში). საქველმოქმედო ორგანიზაციის ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) უნდა გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგებისა და აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის გაუქმებასაქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უქმდება:
ორგანიზაციის ინიციატივით; მისი ჩამორთმევის შემთხვევაში. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:
დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები;გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის აღდგენასაქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს, მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.
საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრიშემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ორგანიზაციის სახელწოდება;ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;ძირითადი მიზნები;სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი განთავსებულია შემოსავლების სამახურის ოფიციალურ ვებ.გვერდზე - www.rs.ge და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი