სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან გათავისუფლების მიზნით მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი
საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო;სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მოგების გადასახადისაგან გათვისუფლების მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის;საწარმომ სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს უნდა მიმართოს განცხადებით რეგისტრაციიდან 1 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს საქმიანობის განხორციელების დღისა;სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელისერტიფიკატი.
შესაძლებელია უცხოურმა საწარმომ, რომელიც საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და ასეთი საწარმოსათვის ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს:
საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება, როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;ზემოაღნიშნული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;შემოსავალი, გარდა ზემოთ აღნიშნული ორი პუნქტისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება:
განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით;მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;ჰქონდეს საბაჟო საწყობი.გაითვალისწინეთ გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში , მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსისს გაუქმება
სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
საგადასახადო ორგანო სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჯარიმებს:
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსავლის კანონმდებლობითვე დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე გადამეტება –იწვევს დაჯარიმებას გადამეტებული თანხის 10 პროცენტის ოდენობით;შემდგომი მიწოდების მიზნით საქართველოს საქონლის შესყიდვა −იწვევს დაჯარიმებას შესყიდული საქონლის საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით;მომსახურების გაწევა საქართველოს საწარმოს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულებისათვის საქართველოში −იწვევს დაჯარიმებას ასეთი მომსახურებიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წლამდე ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდება −იწვევს დაჯარიმებას ასეთი საქონლიდან მიღებული ან/და მისაღები კომპენსაციის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.