აქციზური საქონლის სახეები
ალკოჰოლიანი სასმელები;თამბაქოს ნაწარმი ( მათ შორის , თამბაქოს ნედლეული , თამბაქოს ნარჩენები );მსუბუქი ავტომობილი (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა);მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით);ნავთობპროდუქტების აირები და ბუნებრივი აირი (გარდა მილსადენით გადაადგილებულისა);ნავთობპროდუქტები, ნავთობის დისტილატები და ნამუშევარი ნავთობპროდუქტები;ბიოდიზელი;პიროლიზის თხევადი პროდუქტი;ზეთები და ქვანახშირის ფისებისაგან მაღალ ტემპერატურაზე გამოხდილი სხვა პროდუქტები;მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი;საპოხი მასალები და საშუალებები;სითხეები ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.
აქციზის ჩათვლა
აქციზის ჩათვლა შეუძლია აქციზური საქონლის მწარმოებელს ანგარიშ-ფაქტურის ან/და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება
აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე (გარდა სსკ-ის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქონლისა) აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება:
აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი; თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები);სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.შენიშვნა: ,,შენიშვნა: ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.
აღნიშნული წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ არაალკოჰოლურ სასმელებზე, რომელთა საბოლოო მომხმარებლისთვის საცალო მიწოდება ხორციელდება შესაბამისი სასმელების წარმოების პროცესის დასრულებისთანავე, შეფუთვის გარეშე (ჩამოსასხმელი სახით).
საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები), ასევე არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის მწარმოებლები და იმპორტიორები (დეკლარანტები) იხდიან შესაბამისი აქციზური მარკის ნომინალურ ღირებულებას.”
აქციზის დეკლარაციის წარდგენა
აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენენ:
აქციზური საქონლის მწარმოებლები;ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების განმახორციელებელი პირები; მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების განმახორციელებელი პირები; პირი, რომელიც ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას;აქციზის გადამხდელი აქციზური მარკების ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) დანაკლისის შემთხვევაში და პირი აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში იმპორტის/აქციზით დასაბეგრი ოპერაციის განუხორციელებლობის შემთხვევაში (სსკ-ის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად).ასევე, აქციზის გადამხდელი სსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს აქციზის დეკლარაციას ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
აქციზი გადახდას ექვემდებარება არა უგვიანეს დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტი
აქციზით დასაბეგრი ოპერაციები და დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების მომენტია:
მწარმოებლის მიერ საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის მიწოდების ან/და საწარმოს საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანის მომენტი; მწარმოებლის მიერ დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის დამკვეთისათვის გადაცემის მომენტი; საკუთარი წარმოების აქციზური საქონლის არააქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენების დაწყების მომენტი;ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი; საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის მომენტი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდების მომენტი.
ვინ არის აქციზის გადამხდელი
აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც:
აწარმოებს აქციზურ საქონელს საქართველოში; ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში; ახორციელებს აქციზური საქონლის ექსპორტს;ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებასახორციელებს მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში არარეზიდენტი ან რეზიდენტი პირისაგან მიღებული საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებას; ახორციელებს თავის მიერ იმპორტირებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის მიწოდებას შენიშვნა: დამკვეთის ნედლეულით საქართველოში წარმოებულ საქონელზე აქციზის გადამხდელად ითვლება საქონლის მწარმოებელი.