საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

იურიდიულ პირს, საწარმოს/ორგანიზაციას, როგორც საგადასახადო აგენტს ევალება ცალკეული სახის განაცემის განხორციელებისას გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

  • გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება საგადასახადო აგენტს წარმოეშობა შემდეგ შემთხვევებში:
  • დაქირავებულისათვის ხელფასის (მათ შორის, სარგებლის) გადახდისას;
  • შენიშვნა: სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:

  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე (20%-ზე) დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისასსაქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (20%-ით) გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისასასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისასსაიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად);
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება;
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისასანაზღაურების თანხა;
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისასვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება ფულადი მოთხოვნის თანხას;
  • დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისასდამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;
  •  სხვა შემთხვევაშისარგებლის საბაზრო ფასი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
  • ამასთან, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით:

    ავტომობილის ძრავის მოცულობა

    საშემოსავლო გადასახადის ოდენობა (ლარში)

    3500 სმ3- ზე მეტი

    300

    2500 სმ- 3500 სმ3

    200

    2500 სმ3-ზე ნაკლები

    100

    ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში- ძრავის ნებისმიერი მოცულობა

    60

    ელექტროძრავიანი ავტომობილის შემთხვევაში

    საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება

  • ფიზიკური პირისგან (გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში) მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას;
  •  ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირზე (რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) შემოსავლის განაწილებისას;
  • ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის დივიდენდის გადახდისას;  
  • ფიზიკური პირისთვის, ორგანიზაციისთვის პროცენტების გადახდისას;
  • რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) როიალტის გადახდისას;
  • ფიზიკური პირისთვის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას;
  • ფიზიკური პირისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებისას;
  • სათამაშო აპარატების მეშვეობით აზარტული თამაშობების მომწყობი პირისგან თანხის გატანისას ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობი პირის მიერ მოთამაშეზე სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გაცემისას;
  • არარეზიდენტისათვის თანხების გადახდისას, თუ არარეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი წარმოადგენს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, მათ შორის:
  • დივიდენდი; პროცენტი; როიალტი; ხელფასი; ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა; 

    გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც საქართველოს საგადასახადო კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან  მიღებულ  შემოსავლად;

  • სხვა შემთხვევებში, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- მუხლით.
  • ფიზიკურ პირზე  გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები გარდა ქვემოთ ჩამოთვლილისა, იბეგრება გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით;
  • საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენების შედეგად ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
  • შენიშვნა: საცხოვრებელი ფართობის საცხოვრებელი მიზნით იურიდიულ პირზე გაქირავებით მიღებულ გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებულ შემოსავალზე საგადასახადო აგენტის მიერ გადახდის წყაროსთან 5 %-იანი განაკვეთით დაბეგვრა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ გამქირავებელი პირის მონაცემები შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტისთვის შეტანილია საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში.

  • სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა)  მონაწილე პირის თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გატანილი თანხა იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
  • ფიზიკური პირისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების ღირებულების ანაზღაურება იბეგრება 3%-იანი განაკვეთით;
  • პროცენტები იბეგრება 5%-იანი განაკვეთით;
  • დივიდენდი იბეგრება 5%-იანი განაკვეთით; 
  • რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) გადახდილი როიალტი იბეგრება 20%-იანი განაკვეთით;
  • მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ პირებზე გაცემული ანაზღაურება იბეგრება შემდეგი განაკვეთით:
  • როიალტი, პროცენტი-5%, იგივე თანხები გადახდილი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის - 15%;
  • დივიდენდი - 5%;
  • ხელფასი - 20%;
  • ფიზიკური პირისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხა - 20%; (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ სიტუაციური სახელმძღვანელო N2006  -)
  • გადახდილი სხვა თანხები, რომლებიც ამ კოდექსით ითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად – 10 %, იგივე თანხები გადახდილი შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის - 15%.
  • გადახდის ვადა
  • საგადასახადო აგენტი, რომელიც გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისთვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით (მათ შორის, ნატურით) განხორციელების შემთხვევაშიშესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

    ამასთან, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებულ სარგებელზე საგადასახადო აგენტი საშემოსავლო გადასახადს იხდის არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

  • ანგარიშგება
  • საგადასახადო აგენტი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. ამასთან, თუ აღნიშნული თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა გადაიწევს შემდეგი სამუშაო დღის დასრულებამდე.

  • შეღავათის გამოყენება გადახდის წყაროსთან განაცემებზე
  • ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე გადახდის წყაროსთან საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებულმა პირმა საგადასახადო აგენტს უნდა წარუდგინოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა და შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

    საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82- მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას, დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული ხელფასის მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში, გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული.

    text