საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობა:

  • რეზიდენტ საწარმოს/ორგანიზაციას;
  • არარეზიდენტ საწარმოს.
  • საწარმოს/ორგანიზაციის, არარეზიდენტი საწარმოს დასაბეგრი ქონება და მიწა

  • რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის გადამხდელია: მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზესახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
  • არარეზიდენტი საწარმოს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციისთვის განსაზღვრული ქონება (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონება).
  • რეზიდენტი საწარმოს/ორგანიზაციის, ასევე არარეზიდენტი საწარმოს მიწაზე ქონების    გადასახადით დაბეგვრის ობიექტია  საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
  •  მის საკუთრებაში არსებული მიწა;

     სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

    მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე     

    საწარმოს/ორგანიზაციის  ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის გაანგარიშება

    საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.

    ამასთან, 2004 წლამდე შეძენილ აქტივებზე სავალდებულოა აფასება, თუმცა აღნიშნული აფასება არ ვრცელდება იმ საწარმოზე, რომელიც მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება,  რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით.

    სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების არაუმეტეს 0.6 პროცენტის ოდენობით.

    თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, რომელსაც  გამოიყენებს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

    საწარმოს/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დასაბეგრი მიწა აისახება ფართობის მიხედვით: არასასოფლო-სამეურნეო - კვ.-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო - ჰექტრებში.

    სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის     კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში:

    ა) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) და საკარმიდამოსათვის: 56-დან 100 -ის ჩათვლით;

    ბ)  სათიბისა და საძოვრისათვის: 5-დან 20-ის ჩათვლით;

    გ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის − ამ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი ოდენობით

    მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით განისაზღვრება გადასახადის განაკვეთი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილი წლიური საბაზისო განაკვეთის 150 პროცენტს. 

    არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი გამოიანგარიშება გადასახადის განაკვეთის გამრავლებით მიწის ნაკვეთის ფართობზე (კვადრატულ მეტრებში). არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

    დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო წლის 31 დეკემბრისათვის მოქმედი განაკვეთით, ხოლო მიწაზე - 1 აპრილისთვის მოქმედი განაკვეთით.

    საგადასახადო ორგანოსთვის დეკლარაციის წარდგენა და გადასახადების გადახდა

    საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებმიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მიხედვით.

    საწარმო/ორგანიზაცია დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა, ხოლო მიწაზე ქონების გადასახადს - არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისასაწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არაუგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

    საწარომ/ორგანიზაცია უფლებამოსილია ისარგებლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით.  ამასთან, აღნიშნული შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე). 

    text