საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

გადასახადის გადამხდელი პირის საგადასახადო აღრიცხვის გაუქმება, ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას. ამასთან, გაერთიანების, ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის შემთხვევაში (გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობისა), სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ასევე მოიცავს ამხანაგობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის მონაწილე პირების (წევრების) შესახებ მონაცემების შეცვლას.

შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირი  სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით წარადგენს ქვემოთ მითითებულ დოკუმენტაციას

საბიუჯეტო ორგანიზაცია სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში);
  • ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე.
  • გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ და ნოტარიულად დადასტურებულ კრების (სხდომის) ოქმს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს), სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
  • შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრების (სხდომის) ოქმთან ერთად, გადასახადის გადამხდელისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე წევრთა ან მმართველობის/წარმომადგენლობის ორგანოს სხვა გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუბიექტის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას;

  • ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადო წესით დადასტურებულ ასლს (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში);
  • სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით ან/და იწვევს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას.
  • დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • შესაბამისი ცვლილების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ წერილს.

  • გადასახადის გადამხდელი პირის პირველადისაგადასახადო აღრიცხვა

    შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვას ექვემდებარებიან  ქვემოთ მითითებული პირები:

    საბიუჯეტო ორგანიზაცია - საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, №I-02  დანართის შესაბამისად;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
  • დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
  • ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია);
  • მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
  • სადამფუძნებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
  • დებულების/წესდების სათანადოდ დამოწმებულ ასლს;
  • ინფორმაციას იურიდიული მისამართის შესახებ და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ ინფორმაციას არ შეიცავს ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია);
  • მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
  • უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება - საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
  • ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვებამხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე;
  • დოკუმენტს, რომელიც უნდა მოიცავდეს სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთა და დამფუძნებელთა რეკვიზიტებს (თუ აღნიშნულ მონაცემებს არ შეიცავს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია);
  • მუდმივი დაწესებულების შემთხვევაში, ასევედოკუმენტს, რომლიდანაც ვლინდება ინფორმაცია საქართველოში არსებული ფაქტობრივი მისამართის და ადგილობრივი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის შესახებ;
  • ნოტარიულად დამოწმებულ მონდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით
  • ამხანაგობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა,  გაერთიანება და სხვა მსგავსი წარმონაქმნი-საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, № I-02 დანართის შესაბამისად;
  • „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობის შემთხვევაში, ამავე კანონის შესაბამისად შედგენილ და სანოტარო ან სათანადო წესით დადასტურებული წესდების ასლს, ხოლო სხვა შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადოდ დამოწმებულ ასლს, რომელიც უნდა შეიცავდეს:
  • ა) სახელწოდებას;

    ბ) ყველა მონაწილის ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერას, მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით/სარეგისტრაციო დოკუმენტით გათვალისწინებულ პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო ნომერს და მისამართს;

    გ) იურიდიულ მისამართს;

    დ) მონაწილეთა  მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს;

    ე) ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს);

    ვ) მონაწილეთა შორის შემოსავლებისა და ზიანის განაწილების წესს და პირობებს;

    ზ) მონაწილეთა უფლებებს და მოვალეობებს;

    თ) ხელშეკრულებიდან გასვლის წესს;

    ი) საქმიანობის ხანგრძლივობას;

    კ) ხელშეკრულების მოშლისა და დარჩენილი ქონების განაწილების წესს;

    ლ) მონაცემებს ერთობლივი საქმიანობის სახეობისა და მიზნის შესახებ;

    მ) კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა დებულებებს;

  • კრების (სხდომის) ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის ასლს, ხოლო საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს გავლილი სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად – უცხოური საწარმო/ორგანიზაციის საგადასახადო აღრიცხვისთვის დადგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ დადასტურებულ/დამოწმებულ ასლს – იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს დამფუძნებელს/წევრს წარმოადგენს ასეთი პირი;
  • მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
  • დიპლომატიური ორგანიზაცია - საგადასახადო აღრიცხვის მიზნით   შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:                 

  • განცხადებას, №I-02 დანართის შესაბამისად;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს მიერ გაცემულ წერილს, რომელიც შეიცავს მონაცემებს ორგანიზაციის დიპლომატიური სტატუსის და იურიდიული მისამართის შესახებ;
  • დიპლომატიური პასპორტის ასლს;
  • მინდობილობას, თუ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით.
  • რეგისტრაციის პროცედურის გავლის შემდგომ გადასახადის გადამხდელ  პირზე გაიცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა; რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია განთავსდება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე.

    გაცნობებთ, რომ  ზემოაღნიშნული სუბიექტების სარეგისტრაციო მონაცემებში  ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს  შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი პირის მიერ  ცვლილების  დამადასტურებელი დოკუმენტისა და განაცხადის წარდგენის საფუძველზე.

    მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    შენიშვნა: საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას  ექვემდებარებიან  ქვემოთ მითითებული პირები:

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს);
  • სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია);
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს)
  • კომანდიტური საზოგადოება (კს);
  • კოოპერატივი;
  • უცხოური საწარმოს ფილიალი;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი/უცხოური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი;
  • პოლიტიკური ორგანიზაცია.
  • გაცნობებთ, რომ  ზემოაღნიშნული სუბიექტების პირველადი და ცვლილებების რეგისტრაციის მიზნით, წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://napr.gov.ge/  ან მიმართოთ სააგენტოს ცხელ ხაზს 032 2 405 405.

    მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე.

    მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    ვინ ითვლება საწარმოდ/ორგანიზაციად

    გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.  ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

    ტერმინთა განმარტება-იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

    საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
  • უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;
  • გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნულ ქვეპუნქტებით.
  •           ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;
  • საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციებისაერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

  • გადასახადის გადამხდელი პირის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება

    სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ნიშნავს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის, სახელწოდების/სახელის ან/და გვარის, სამართლებრივი ფორმის ან/და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის შეცვლას. ამასთან, გაერთიანების, ამხანაგობის ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის შემთხვევაში (გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამხანაგობისა), სააღრიცხვო მონაცემების ცვლილება ასევე მოიცავს ამხანაგობის, გაერთიანების ან სხვა მსგავსი წარმონაქმნის მონაწილე პირების (წევრების) შესახებ მონაცემების შეცვლას.

    შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირი  სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით წარადგენს ქვემოთ მითითებულ დოკუმენტაციას

    საბიუჯეტო ორგანიზაცია სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში);
  • ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს.
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებას ან/და დებულებას/წესდებას (დებულების/წესდების ცვლილების შემთხვევაში);
  • ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების შემთხვევაში, აღნიშნული პირის პირად რეკვიზიტებს.
  • უცხოური საწარმო/ორგანიზაცია, მისი მუდმივი დაწესებულება, აგრეთვე, არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივი დაწესებულება, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • ლეგალიზებულ/აპოსტილით დამოწმებულ, ქართულ ენაზე თარგმნილ და სანოტარო წესით დადასტურებულ ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ლეგალიზება/აპოსტილით დამოწმება არ მოითხოვება მხოლოდ მის ნოტარიულად დადასტურებულ თარგმანს ქართულ ენაზე.
  • გაერთიანება, ამხანაგობა და სხვა მსგავსი წარმონაქმნი, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ და ნოტარიულად დადასტურებულ კრების (სხდომის) ოქმს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ წესს), სადაც უნდა ფიქსირდებოდეს ცვლილების შესახებ ინფორმაცია.
  • შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრების (სხდომის) ოქმთან ერთად, გადასახადის გადამხდელისგან შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ასევე წევრთა ან მმართველობის/წარმომადგენლობის ორგანოს სხვა გადაწყვეტილების წარდგენა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სუბიექტის სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას;

  • ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ნოტარიულად ან სათანადო წესით დადასტურებულ ასლს (ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში);
  • სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც მოითხოვება კანონმდებლობით ან/და იწვევს სააღრიცხვო მონაცემების ცვლილებას.
  • დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაცია, სააღრიცხვო მონაცემების ცვლილების მიზნით, შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:

  • განცხადებას, I-02 დანართის შესაბამისად;
  • შესაბამისი ცვლილების განხორციელების დადასტურების თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ წერილს.

  • ვინ ითვლება საწარმოდ/ორგანიზაციად

    გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.  ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

    ტერმინთა განმარტება-იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.

    საწარმოდ ითვლება შემდეგი წარმონაქმნები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ან შექმნილი არიან ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები;
  • უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კორპორაციები, კომპანიები, ფირმები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი, აგრეთვე უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება;
  • გაერთიანებები, ამხანაგობები და სხვა მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოაღნიშნულ ქვეპუნქტებით.
  •           ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები:

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები), დაწესებულებები, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები, რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას (რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, კორპორაციები, დაწესებულებები;
  • საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.

  • text