საბაჟო კონტროლს ექვემდებარება:
პირი საზღვრის გადაკვეთისას;საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;ტერიტორია, სადაც განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება;საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული პირის საქმიანობა.ვინ თავისუფლდება საბაჟო კონტროლისგან:
საქართველოს პრეზიდენტი;საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური;საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;საქართველოს პრემიერ-მინისტრი;საქართველოს პარლამენტის წევრები;საქართველოს მთავრობის წევრები;საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;გენერალური აუდიტორი;საქართველო სახალხო დამცველი;საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დიპლომატიური რანგის მქონე პირები. აღნიშნული პირების და მათი თანმხლები ოჯახის წევრისა და პირადი ნივთების მიმართ საბაჟო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების საფუძველი, შესაძლოა, იყოს:
რისკების ანალიზი;შემთხევითი შერჩევის პრინციპი;სათანადო ინფორმაციის არსებობა;მებაჟე-ოფიცრის საფუძვლიანი ეჭვი.საბაჟო კონტროლი, შესაძლოა განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება;ზეპირი გამოკითხვა;ახსნა-განმარტების მიღება;დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა);საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება;ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება;ფიზიკური პირის დათვალიერება;საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.ფიზიკური პირის დათვალიერება, შესაძლოა, განხორციელდეს:
სხეულის სკანერის (Body Scanner) საშუალებით;ფიზიკური დათვალიერებით;შინაგანი ორგანოების დათვალიერების მიზნით, მგზავრის გადაყვანით სამედიცინო დაწესებულებაში.საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, ფიზიკური პირის ბარგის/ხელბარგის შემოწმება, შესაძლოა, განხორციელდეს:
რენტგენოსკანერის საშუალებით;საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აწონვით;საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური გარეგანი ან/და შინაგანი დეტალური დათვალიერებით (ფიზიკურად);საქონლის სინჯის/ნიმუშის აღებით;სამსახურებრივი ძაღლის მეშვეობით.ვიდეო/აუდიო კონტროლი
ვიდეო და აუდიო ჩაწერა ხორციელდება:
საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე დამონტაჟებული სტაციონარული ვიდეოსათვალთვალო კამერის საშუალებით;მობილური ვიდეოკამერის (მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის) გამოყენებით.ვიდეო და აუდიო კონტროლი ხორციელდება ფიზიკური პირებისა და საბაჟო ორგანოს თანამშრომლების უფლებების დაცვის საიმედოობის ამაღლებისა და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევისათვის ხელშეწყობის მიზნით.
განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შენახვას ექვემდებარება 90 კალენდარული დღის ვადით.
საქონელი, რომლის მიმართაც საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება პრიორიტეტული წესით
ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების და მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მალფუჭებადი საქონელი
ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები;მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონელი;საფოსტო გზავნილები;ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონელი;ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონელი;სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონელი;წინასწარ დეკლარირებული საქონელი;„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონელი;არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი;ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონელი. დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;დიპლომატიური ფოსტა და საკონსულო ვალიზა.