საბაჟო წარმომადგენლობა
საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
საბაჟო წარმომადგენელი შეიძლება იყოს:
პირდაპირი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს სხვა პირის სახელით და ამავე პირის დავალებით;ირიბი – როდესაც წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით, მაგრამ სხვა პირის დავალებით.საბაჟო წარმომადგენელი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი.
შენიშვნა ზემოთ აღნიშნული სავალდებულო არ არის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურასთან დაკავშირებული წარმომადგენლობის განხორციელებისას.
ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად მიიჩნევა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. ამ შემთხვევაში
ფიზიკური პირის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე.
საბაჟო ორგანოში წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად შემდეგი დოკუმენტების წარდგენით:
ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის შემთხვევაში – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი;ფიზიკური პირის კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში:დაბადების მოწმობა, ანმეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილება მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის შესახებ;საბაჟო ორგანოსათვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ხორციელდება: ელექტრონული (გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით), ან მატერიალური ფორმით.
მგზავრის უფლებები
მგზავრს უფლება აქვს, საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღების მიზნით მიმართოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს, რათა თავიდან აირიდოს კანონმდებლობის ან შესაბამისი საბაჟო ფორმალობების არცოდნით გამოწვეული გაუთვალისწინებელი შედეგები.
მგზავრის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ბარგი ან/და ხელბარგი შესაძლებელია დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლს. ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება წარმოებს მგზავრის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. ხოლო მათ დაუსწრებლად დათვალიერება შესაძლებელია განხორციელდეს:
თუ ბარგის და ხელბარგის მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია; საჰაერო გზით შემოტანილი/გასატანი ბარგის მიზანმიმართული დათვალიერებისას, როდესაც სკანირების შედეგების ამსახველი სურათის ან სამართალდამცავი ორგანოებიდან ან სხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს კანონმდებლობის დარღვევას ან ასეთი დარღვევის მცდელობას.საბაჟო ორგანოს თანამშრომელმა, მგზავრის ბარგის ან/და ხელბარგის ფიზიკური დათვალიერების დაწყებამდე, მგზავრს უნდა შესთავაზოს დამალული/აკრძალული საქონლის ნებაყოფლობით წარდგენა.
მგზავრის დათვალიერება წარმოებს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ან მოწვეული სპეციალისტის მიერ, რომელიც დასათვალიერებელი პირის სქესისაა, ამისათვის ცალკე გამოყოფილ ადგილას, იმავე სქესის პირის (პირების) თანდასწრებით.
შენიშვნა მგზავრს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს და უარი განაცხადოს „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმის“ ან/და სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე. ამ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
გამოვლენილ სამართალდარღვევაზე (სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომლის გასაჩივრების უფლებაც პირს აქვს.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს:
გაეცნოს საქმის მასალებს; მისცეს ახსნა-განმარტებანი;წარადგინოს მტკიცებულებანი;განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.