საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

 დასაშვებია, ფიზიკური პირის მიერ, საფოსტო გზავნილით,   მცენარეები, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა მასალების შემდეგი რაოდენობით შემოტანა:

  • მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით არაუმეტეს 10კგ, გარდა მცენარის თესლისა და მცენარის გასამრავლებელი მასალისა;
  • მცენარეები, მცენარეული პროდუქტები და სხვა მასალები (რომლის ღირებულება არ აღემატება 500 ლარს), შემდეგ შემთხვევებში:
  • 5 ცალამდე მცენარე, მათ შორის, ხე-მცენარეები და ბუჩქები;
  • 3 კგ- მდე ციტრუსების ნაყოფი;
  • 5 კგ- მდე სხვა ახალი ხილი ან ბოსტნეული, ან ორივე ერთად;
  • 20 ცალამდე მოჭრილი ყვავილები ან ტოტები, ან ორივე ერთად, ან ერთი თაიგული ან გვირგვინი მოჭრილი ყვავილებისგან, ან ტოტებისგან ან ყვავილებისა და ტოტებისგან ერთად;
  • 5 ცალამდე ქოთნის მცენარეები;
  • 2 კგ-მდე ყვავილის ბოლქვები ან ტუბერები ან ორივე ერთად;
  • 5 პაკეტი სათესლე მასალა, თითოეული 5 გრამის ოდენობით;
  • 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;
  • მითითებული ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოტანა ქვეყანაში დასაშვებია ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და იმპორტის ნებართვის გარეშე.

    ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ, საფოსტო გზავნილით, შემოსატან საქონელზე, რომლის ღირებულება არ აღემატება  500 ლარს.

    საქონლის დასახელება

    ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, შვეიცარია,

    ლიხტენშტეინი ნორვეგია

    თურქეთი,

    აზერბაიჯანი,

    სომხეთი, უკრაინა, რუსეთის ფედერაცია

    სხვა ქვეყნები

    ხორცის პროდუქტები და რძის პროდუქტები

    10 კგ

    5 კგ

    0

    ჩვილ ბავშვთა რძის ფხვნილზე, ჩვილის საკვებსა და სამედიცინო მიზნისთვის გათვალისწინებულ

    სპეციალურ საკვებზე

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    გონივრული რაოდენობის ფარგლებში

    თევზი და თევზის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირნი, მოლუსკები, წყლის სხვა უხერხემლოები და მათი პროდუქტები, გარდა ხიზილალისა)

    10 კგ

    5 კგ (თევზჭერის შედეგად მოპოვებული 1 თევზის

    შემთხვევაში, განუსაზღვრელი

    წონის)

    5 კგ

    წითელი და შავი ხიზილალა 

    0,2 კგ

    0,2 კგ

    0

    ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტები

    10 კგ

    5 კგ

    2 კგ

    ცხოველური წარმოშობის ცხოველთა საკვები

    5 კგ

    5 კგ

    0.

    შენიშვნა ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება საქონელზე, რომელიც შემოიტანება ნიმუშის სახით ან/და საგამოფენო მიზნებისათვის, მცირე რაოდენობით და არ არის განკუთვნილი ადამიანის მოხმარებისათვის.

     სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე, ნებადართულია:ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის სამკურნალო საშუალებების 10 სტანდარტული შეფუთვ  (გარდა ნარკოტიკული,სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მასთან გათანაბრებული ფარმაცევტული პროდუქტისა), მათ შორის, დაურეგისტრირებელი მედიკამენტების, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა.

    შენიშვნა  საფოსტო გზავნილით  შემოტანილი ან გასატანი სამკურნალო         საშუალებები ექვემდებარება  საბაჟო  ორგანოების  მიერ  ჩამორთმევას და  განადგურებას:

  • პირველადი  შეფუთვის  არარსებობისას;
  • პირველადი  შეფუთვის  მთლიანობის  დარღვევისას;
  • იმ შემთხვევაში, თუ პირველადი შეფუთვიდან ვერ ირკვევა ფარმაცევტული პროდუქტის და მასში             არსებული სუბსტანცი(ებ)ის დასახელება;
  • სხვა შემთხვევებში,             როდესაც               ფარმაცევტულ პროდუქტს დაკარგული აქვს  სასაქონლო  სახე;
  • გაითვალისწინეთ შეზღუდვები და აკრძალვები.

    text