იმპორტის გადასახდელები
იმპორტის გადასახადი - აღნიშნული გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქონლის საბაჟო ღირებულება .
იმპორტის გადასახადის განაკვეთებია 5%, 12% ან ფიქსირებული
შენიშვნა სრული ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლი
აქციზი - აქციზით დაბეგვრის ობიექტია აქციზური საქონლის იმპორტი;
აქციზის განაკვეთი დიფერენცირებულია.
აქციზით დასაბეგრი საქონლის იმპორტის თანხის განსაზღვრისათვის გამოიყენება
ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობა (ლიტრი), ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობა (1 ლიტრი სუფთა სპირტი) ან/და ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებელი;თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა და თამბაქოს ნარჩენებისა) - რაოდენობა (ღერი/ცალი), წონა (კგ) ან/და საცალო სარეალიზაციო ფასი;თამბაქოს ნედლეულისათვის და თამბაქოს ნარჩენებისათვის – წონა (კგ);ელექტრონული სიგარეტის მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეებისთვის - მოცულობა (მლ)ნავთობპროდუქტისათვის – წონა (ტ); ბუნებრივი აიროვანი კონდენსატისათვის ან/და ბუნებრივი აირისათვის – მოცულობა (მ3);მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლებისთვის (მოპედების ჩათვლით) – სატრანსპორტო საშუალების წლოვანება და ძრავის მოცულობა;შენიშვნა სრული ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე და 1881 მუხლები
დამატებული ღირებულების გადასახადი -დღგ-ის განაკვეთი შეადგენს:
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას - იმპორტის თანხის 18 % - ს; მაგალითი : თუ საფოსტო გზავნილით მიიღეთ საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 1000 ლარს, და საქონელი იბეგრება იმპორტის 12%-იანი განაკვეთით, თქვენ გადასახდელი გექნებათ:
იმპორტის გადასახადი = 1000 * 12 % = 120 ლარი დამატებული ღირებულების გადასახადი = ( 1000 + 120 ) * 18% = 201,6 ლარი იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილით/ინტერნეტ შესყიდვის გზით შეძენილი საქონელი აღემატება დაუბეგრავ მინიმუმს ან/და საჭიროა საბაჟო დეკლარაციის დაბეჭდვა, დარიცხული გადასახდელებისგადახდა შესაძლებელია (დეკლარაციის მწვანე დერეფნის შემთხვევაში) რეგისტრაციის დღიდან 30 დღის განმავლობაში.
მომსახურების საფასური
შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური საფოსტო გზავნილში განთავსებულ საქონელს
ერიცხება :
20 ლარი - 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე ;100 ლარი - 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე; 300 ლარი - 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე .შენიშვნა მომსახურების საფასურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული
რა შემთხვევაში მომიწევს გადასახდელების გადახდა
თუ საფოსტო გზავნილით/ინტერნეტ შესყიდვის გზით მიღებული საქონლის ღირებულება აჭარბებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით გათვალისწინებულ ფიზიკური პირის შეღავათებს, მოგიწევთ საქონლის გაფორმება და გადასახდელების გადახდა.
გადასახდელების დათვლა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულებით.
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს აკონტროლებს შემოსავლების სამსახური და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება მას, თვითონ განსაზღვრავს.