პირის წარმომადგენლობას საფოსტო გზავნილის შემთხვევაში ახორციელებს საფოსტო გადამზიდავი, რომელიც საფოსტო გზავნილების ნუსხის შევსებისას სარგებლობს პირის მიერ წარდგენილი მონაცემებით.
შენიშვნა საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენა ნიშნავს საფოსტო გზავნილის ზოგად დეკლარირებას.
ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოექმნება:
ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;საფოსტო გზავნილით საქონელის შემოტანისას, რომელიც იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან;როცა საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსვლისას, განსაზღვრული საქონლის
შემოტანისას, როცა მისი ღირებულება არ აღემატება 15000 ლარს.საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ არაეკონომიკური დანიშნულების საქონლის (მათ შორის, ავეჯი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი, ოჯახზე ერთი სატრანსპორტო საშუალება) შემოტანა.გაითვალისწინეთ საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის ფიზიკური პირის (გზავნილის მიმღების / გამგზავნის) წარმომადგენელი, საბაჟო დეკლარაციას/რეექსპორტის დეკლარაციას ავსებს საბაჟო ორგანო პირის მოთხოვნის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:
სატრანსპორტო დოკუმენტი;საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი. (გარდა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად და საქართველოს მოქალაქის მიერ უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსვლის შემთხვევისა)საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა.გაითვალისწინეთ საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.
ექსპერტიზა
თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია და დაუდგენელია ღირებულება ან/და სხვამონაცემები, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდავის მოთხოვნით, საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. ასევე ექსპერტიზა ინიშნება თუ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირის არაეკონომიკური დანიშნულების გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება:
300 ლარს, მაგრამ არაა 3000 ლარზე მეტი, ღირებულების დამადასტურებელი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დგება დათვალიერების ოქმი და განისაზღვრება გზავნილის ღირებულება; 3000 ლარს - ღირებულების დამადასტურებელი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ტარდება ექსპეტიზა.იმ შემთხვევაში თუ გზავნილის მიმღები არ ეთანხმება საფოსტო გზავნილების გადამზიდველის დეკლარირებულ ან/და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დათვალიერების ოქმით ან ექსპერტიზით განსაზღვრულ ღირებულებას, საფოსტო გზავნილის ჩაბარებამდე, მას თავისი ხარჯით შეუძლია მოითხოვოს განმეორებითი ან ალტერნატიული ექსპერტიზა, საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე.
შენიშვნა გადაწყვეტილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ მიიღება წერილობითი (მათშორის, ელექტრონული) ფორმით.
საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას, ზოგადი დეკლარირებიდან
:
საფოსტო გზავნილით შემოტანისას-არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა; აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე - არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.