საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

შეზღუდვები

საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა/გატანისას გაითვალისწინეთ ფიტოსანიტარულ, ვეტერინარულ და სხვა არასატარიფო კონტროლს ქვემდებარე საქონელზე ნებართვა-სერტიფიკატებისა და ლიცენზიების საჭიროება.

ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან/და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვის გარეშე აკრძალულია საფოსტო გზავნილით, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი საქონლის შემოტანა:

  • მცენარე და მცენარეული პროდუქტი ნიმუშის სახით, მთლიანი წონით  10კგ-ზე მეტი.
  • ბაქტერიული სიდამწვრის (Erwinia amylovora) შემდეგი მასპინძელი მცენარეები და მათი მტვერი: ყვავტყემალა (Amelanchier Med.), იაპონური კომში (Chaenomeles Lindl.), ვაშლანა (Cotoneaster Ehrh.), კუნელი (Crataegus L.), კომში (Cydonia Mill.), იაპონური ზღმარტლი (Eriobotrya Lindl), ვაშლი (Malus Mill.), ზღმარტლი (Mespilus L.), ჩიტავაშლა (Pyracantha Roem.), მსხალი (Pyrus L.), თამელი (Sorbus L.), ფოტინია დავიდსონის (Photinia davidiana (Dcne.);
  • სასურსათო და სათესლე კარტოფილი;
  • მოჭრილი ყვავილები და ქოთნის მცენარეები: ქრიზანთემა (Dendranthema (DC.) DesMoul), მიხაკი (Dianthus L.) და ჯადვარისებრნი (Orchidaceae );
  • მცენარეები ციტრუსის გვარიდან (Citrus L.) და მათი ჰიბრიდები: კინკანი (Fortunella Swingle), სამყურა ლიმონი (Poncirus Raf.) და ვაზი (Vitis L.);
  • მცენარის თესლი (სათესლე მასალა), რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი მცენარის მოყვანა ან/და კულტივირება.
  • საფოსტო გზავნილით, შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე არ იქნება წარდგენილი საჭიროების შემთხვევაში სერტიფიკატი ან/და ნებართვა და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება. 


    აკრძალვები

    საფოსტო გზავნილით აკრძალულია შემდეგი საქონლის გადაადგილება:

  • სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და მათთან გათანაბრებული ნივთიერებები (ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, პრეკურსორები, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებები)
  • ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად აკრძალულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა საფოსტო გზავნილით, აგრეთვე საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით.

    შენიშვნა რაც შეეხება გამონაკლის შემთხვევებს, ამავე კანონის  თანახმად საფოსტო გზავნილით ნებადართულია: საექსპერტო დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა და  „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო ნიმუშების, რეფერენს - სტანდარტებისა და ეტალონური სტანდარტული ნიმუშების იმპორტი და ექსპორტი.

  • ფეთქებადი, აალებადი ან სხვა სახიფათო ნივთიერებები (სახიფატო ტვირთს მიეკუთვნება: ინერტული ფეთქებადი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა, მათ შორის ინერტული ყუმბარები და ჭურვები და სხვა ანალოგიური საგნები, ასევე ასეთი მოწყობილობების და საგნების მულაჟები, რადიაქტიული ნივთიერებები, ინფექციური ნივთიერებები);
  • არაზნეობრივი ან უხამსი ხასიათის საგნები;
  • კონტრაფაქციული და მეკობრული  საგნები;
  • ცოცხალი ცხოველები;
  • კორესპონდენცია (საარქივო დოკუმენტების გარდა), რომელიც იცვლება იმ პირთა შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ გზავნილის გამგზავნს, ადრესატს ან მათთან ერთად მცხოვრებ პირებს.
  • მონეტები, ბანკნოტები,  ფულის ნიშნების  ან წარმომდგენის სასარგებლოდ ანაზღაურებას დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის ფასიანი ქაღალდები, სამოგზაურო ჩეკი, პლატინა, ოქრო ან ვერცხლი (როგორც ნაკეთობის, ასევე დაუმუშავებელი სახით), ძვირფასი ქვები, საიუველირო ნაწარმი და სხვა ძვირფასი ნივთები. (გადაადგილება -გარდა დაზღვეული ამანათისა)
  • ნიადაგი (გარდა მცირე რაოდენობის, რომელიც გადაადგილდება   მცენარეებთან ერთად)
  • მცენარეები, მცენარეული პროდუქტები რომელთა შემოტანა აკრძალულია:
  • დასახელება

    წარმოშობის ქვეყანა

    იზოლირებული ქერქი Castanea Mill

    ევროპის კონტინენტის ქვეყნების გარდა

    იზოლირებული ქერქი Populus L.

    ამერიკის ქვეყნებიდან

    იზოლირებული ქერქი Acer saccharum და Quercus L. (გარდა Quercus suber)

    ჩრდ. ამერიკის ქვეყნები

    ცოცხალი მცენარეები Pinus L., Picea A., Abies Mill., Tsuga Carr., Pseudotsuga Carr. გარდა ნაყოფისა და თესლისა

    ჩრდ. ამერიკის ქვეყნები

    Populus L. ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა

    კანადა, აშშ

    Malus Mill., Prunus L.,  Pyrus L.,  , Crateagus L., სარგავი მასალა, გარდა მოსვენების მდგომარეობაში მყოფი მცენარისა (ფოთლების, ყვავილისა და ნაყოფის  გარეშე)

    კანადა, აშშ

    Solanum L. სარგავი მასალა, ტუბერები

    ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მექსიკა, პარაგვაი, პერუ, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი

     Phoenix L., Washingtonia Wend., Trachycarpus Wend., სარგავი მასალა, ცოცხალი მცენარე, გარდა თესლისა და ნაყოფისა

    ყველა ქვეყანა


    text