ფიტოსანიტარული კონტროლი არ ვრცელდება, მცენარეებზე, მცენარეულ პროდუქტებზე და სხვა მასალებზე, რომლებიც განკუთვნილია:
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების, მათი ადმინისტრაციული პერსონალის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების პირადი მოხმარებისათვის; დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე.თუ აღნიშნულ პირთა პირად ნივთებში გადაიტანება საკარანტინო ობიექტი, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, საკონსულო ვალიზის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
----------------------------------------------------------------------------------------
ვეტერინარული კონტროლი არ ვრცელდება:
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებსა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს ცხოველთა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, საკონსულო ვალიზის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
----------------------------------------------------------------------------------------
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი არ ვრცელდება:
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირადი ბარგი, ხელბარგი, დიპლომატიური ფოსტა, აგრეთვე საკონსულო ვალიზა თუ არსებობს ეჭვი, რომ ამ ბარგით, ხელბარგით ან საფოსტო გზავნილით გადაიტანება პათოგენური ბიოლოგიური აგენტი ან/და არსებობს ქვეყანაში განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების შემოტანისა და გავრცელების საშიშროება, კონტროლი ხორციელდება მხოლოდ დიპლომატისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით.
----------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი არ ვრცელდება :
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის კონტროლი
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის იმპორტის კონტროლი არ ვრცელდება :საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზეშენიშვნა საკონსულო ვალიზის გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში, იგი უბრუნდება გამომგზავნს.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში.
შენიშვნა აღნიშნული არ გულისხმობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას