დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებულია:
იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი;შენიშვნა უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების) დროს საგადასახადო შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქონლის იმპორტი დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების (საერთაშორისო) შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისაგან;უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის – დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი.იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსული ფიზიკური პირის მიერ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების (გარდა 87-ე ჯგუფისა) შესაბამისი 15 000 ლარის ღირებულების საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის–დამატებით მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის (ოჯახზე თითო სატრანსპორტო საშუალების, მაცივრის, კომპიუტერისა და ტელევიზორის) იმპორტი;შენიშვნა
აღნიშნული შეღავათის მისაღებად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირის მიერ საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვევიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება მითითებული ქვეპუნქტით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას.აღნიშნული შეღავათის გამოყენებისას, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირი თავისუფლდება საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი) ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისაგან და საქონლის გაფორმების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან. იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი.ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისგან გათავისუფლებულია:
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული დიპლომატიური თანამდებობის პირისათვის მის მიერ პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ოჯახზე თითო მსუბუქი ავტომობილის იმპორტი;საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტი;იმ საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალურისარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, იმ სახით, რა სახითაც ასეთი გათავისუფლება გათვალისწინებულია შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.შენიშვნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებისაგან, თავისუფლდება უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი იმპორტში მოქცეული საქონელი.