საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის და დიპლომატიური რანგის მქონე პირის, მათი თანმხლები ოჯახის წევრისა და პირადი ნივთების მიმართ საბაჟო კონტროლი ხორციელდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს საკონსულო ვალიზას დიპლომატიური წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირთა თანდასწრებით გახსნა. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის მიღების შემთხვევაში იგი ბრუნდება.
დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას :
გადამზიდავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება არ ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტთან 20 კმ. რადიუსში მდებარე რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომზე სავალდებულო გამოცხადებას; გაფორმება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში.გაითვალისწინეთ დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი.