საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენისას წარსადგენი დოკუმენტები

საქონლის შეძენისას წარდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის მიერ გაცემული პირადობისა და ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი სააკრედიტაციო ბარათი;
  • უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მიმართვის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული პირის მიერ შესაბამისი საქონლის შეძენა ხორციელდება ამ წარმომადგენლობის სამსახურებრივი სარგებლობისთვის

  • არასასაზღვრო DUTY FREE პუნქტში საქონლის შეძენასთან დაკავშირებული მოთხოვნები

    არასასაზღვრო DUTY FREE პუნქტში საქონლის რეალიზაცია უნდა მოხდეს საცალო წესით და განკუთვნილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთისთვის:

  • უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების სამსახურებრივი სარგებლობისათვის;
  • ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის.

  • რა არის DUTY FREE

    თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი - DUTY FREE - არის სავაჭრო ობიექტი, სადაც უცხოური საქონლის რეალიზაცია ხდება მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარეშე, ხოლო ქართული საქონლის რელიზაცია - დღგ-ის თანხის დამატების გარეშე.

    DUTY FREE სავაჭრო ობიექტები განთავსებულია საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლის ზონებში, სადაც საქონლის შეძენა შესაძლებელია საქართველოდან გამსვლელი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიერ,  და ქვეყნის შიგნით, სადაც საქონლის შეძენა შესაძლებელია  უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების, ამ წარმომადგენლობებისა და დიპლომატიური მისიების წევრთა (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) მიერ (2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)


    text