საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

 უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა)

შენიშნვა აღნიშნული იარაღის შემოტანა შესაძლებელია, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მოწვევა და  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა. ექსპონირების მიზნით იარაღის შემოტანაზე ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, საქართველოდან გაიტანოს:

  • საქართველოში შეძენილი იარაღი;
  • საქართველოში ჯილდოდ მიღებული იარაღი.
  • უცხო ქვეყნის მოქალაქემ, ჯილდოდ გადაცემული სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოდან გატანის შემთხვევაში თან უნდა იქონიოს:

  • საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირი) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა;
  • სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
  • ამ დოკუმენტების შესაბამისი თარგმანი, რომელსაც უზრუნველყოფს ჯილდოს გამცემი სახელმწიფო ორგანო/თანამდებობის პირი.
  • უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა და სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ნებართვით.

    text