საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

შეუძლია საქართველოში შემოიტანოს/საქართველოდან გაიტანოს   შემდეგი სახის   

სამოქალაქო იარაღი

:

  • თავდაცვის მოკლელულიანი ეცხლსასროლი იარაღი
  • სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
  • სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
  • სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
  • სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
  • სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
  • გაზის იარაღი (რომელიც არ უნდა იყოს აღჭურვილი ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებებით;
  • სპორტული ან სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
  • პნევმატური იარაღი (რომლის კალიბრი არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მმ-ს);
  • აეროზოლური მოწყობილობა;
  • ელექტროშოკური მოწყობილობა;
  • საკოლექციო   იარაღი, რომელსაც აქვს სამეცნიერო, ისტორიული, მხატვრული ღირებულება და რომლის დანიშნულებაა კოლექციის შექმნა და ექსპონირება;
  • სასიგნალო  იარაღი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია შუქ-ხმოვანი და კვამლური სიგნალის მისაწოდებლად.
  • აგრეთვე შეუძლია შემოიტანოს:

  • სამოქალაქო ცეცხლსაროლი იარაღის ძირითადი ელემენტები (ლულა, დოლურა, ჩამკეტი, ჩარჩო, ლულის კოლოფი)
  • საბრძოლო მასალა - ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული  ვაზნისა;
  • ნებართვას ექვემდებარება:

  • სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის;
  • გაზის იარაღის;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების;
  • ცეცხლსასროლი იარაღის  საბრძოლო მასალის;
  • საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა)

    ნებართვას გასცემსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

    შენიშვნა ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო იარაღის ან იარაღის ძირითადი ელემენტის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.

    გაითვალისწინეთ, ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა და პნევმატური იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა).

    საკოლექციო იარაღის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ხორციელდება  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვით, რომელიც გაცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების დასკვნების საფუძველზე.

    text